საქართველოს საპატრიარქო "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესა-ხებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმა-ცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგი-ური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თით-ქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქარ-თველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს.
როგორც აღვნიშნეთ, ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაა-თიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.