მთავარი > ახალი ამბები > საქართველოს საპატრიარქოს განცხადება "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესახებ


1-06-2014, 01:01

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესახებ

 

   საქართველოს საპატრიარქო "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესა-ხებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

   "მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმა-ცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგი-ური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი.

   ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თით-ქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქარ-თველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს.

   როგორც აღვნიშნეთ, ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაა-თიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება