xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მკრეხელობის წინააღმდეგ
მკრეხელობის წინააღმდეგ
19-10-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მკრეხელობის წინააღმდეგ

 

წმ. დიდმოწამის არტემის სასწაულთა შესახებ

 

   მესამე მცნება ღვთისა: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა, რომელიც კრძალავს ღვთისგმობის, ცრუ ფი-ცის, ფიცის გატეხვის, ღმერთისთვის მიცემულ აღთქმათა დარღვევის, ღმერთის დაფიცების, უფლის საჩივრის, ლოცვისას უყურადღებობის ცოდვებს, ამასთანავე გვიკრძალავს მკრეხელობასაც, ანუ წმინდა სა-განთა მასხრად აგდების ან შეგინების ცოდვას. ეს ერთ-ერთი ყვე-ლაზე გავრცელებული ცოდვაა ქრისტიანთა შორის. რამდენ ადამიანს შეხვდებით, ვინც რაღაც საოცარი გაბოროტებით იგდებენ აბუჩად რწმენისა და საეკლესიო საგნებს! როგორ დასცინის და აქიაქებს ამგვარ საგნებს მრავალი ეგრეთწოდებული განათლებული ადამიანი, ვისაც საერთოდ არ სურს უფლის ცნობა. მრავალი განდგომილიც დასცინის ამ საგნებს, განსაკუთრებით ახლადმოვლენილ სათნომყო-ფელებსა და მათ მკურნავ წმინდა ნაწილებს იგდებენ მასხრად. დასცინის მათ მრავალი უვიციც, ვისაც არ სწამს და არ სურს ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების დანახვა. ხოლო მსუბუქი ხუმრობები წმინდა საგნების მისამართით ყველგან შეიძლება გავიგონოთ სრუ-ლიად ჩვეულებრივი საუბრის დროსაც და მათ ღვთისმოსავი ადა-მიანებიც კი არ აღუდგებიან წინ. ძმანო, განა საჭიროა კი ვთქვათ, რომ მკრეხელობის ცოდვის თავსმდებნი მკაცრ სასჯელს მიეგებიან მო-მავალ ცხოვრებაში? ხომ თავადაც იცით: ღმერთის შეურაცხყოფა შე-უძლებელია. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ მკრეხელნი არც ამ ცხოვრებაში რჩებიან დაუსჯელნი. ისმინეთ, რას შეგვაგონებს ამის თაობაზე ამბავი წმინდა დიდმოწამე არტემის სასწაულთა შესახებ:

   მავანმა ღვთისმოსავმა კაცმა, ვისაც განსაკუთრებით უყვარდა წმინ-და დიდმოწამე არტემი, აიღო სანთლები და ზეთი და მისი წმინდა ნაწილების მოსანახულებლად გაემართა. გზად ნაცნობი შემოეყარა და ჰკითხა:

   -მეგობარო, სად მიგაქვს ეს სანთლები და ზეთი?

   -მივდივარ, რათა წმინდა არტემის წინაშე ვილოცო,-იყო პასუხი.

   -არ დაგავიწყდეს, მეგობარო, მას ავადმყოფობა გამოართვა და წამო-იღო, უკან რომ წამოხვალ,-უთხრა შემხვედრმა დაცინვით.

  წმინდა დიდმოწამისკენ მიმავალმა კაცმა დაცინვას არ უპასუხა, წმინდა ნაწილების წინაშე ლოცვა აღავლინა და შინისაკენ გასწია. და რა მოხდა? უკანა გზაზე მართლაც სასტიკი ავადობა შეეყარა; მთელ ტანში აუტანელი ტკივილი იგრძნო, სხეული ადგილ-ადგილ დაუსი-ვდა და გზა შინისაკენ ვეღარ განაგრძო. გზად იდგა სახლი იმ მე-გობრისა, რომელიც სალოცავად მიმავალს შემოეყარა და დასცინა დიდმოწამეს; კაცმა უდიდესი წვალებით მიაღწია იქამდე და იგრძნო, რომ სატკივარი კიდევ უფრო გაუძლიერდა. შეპყრობილობის მსგავსი რამ დაემართა; ენა წაერთვა, და ეგონა, უკვე სიკვიდილიც მომეახ-ლაო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გონს მოვიდა და, რაკი თვლიდა, რომ ეს სენი დამცინავი მეგობრის სიტყვების გამო შეეყარა, წარმოთქვა:

   -რად ვიტანჯები ასე? ჩემი მეგობრის აბუჩადამგდები სიტყვების გა-მო ხომ არა?

   მეგობარმა კი თავის მხრივ უსაყვედურა ავადმყოფს და კვლავ და-ცინვას მოჰყვა, იმგვარად, რომ სულ მალე ისინი მართლაც წაიჩხუ-ბნენ. ჩხუბობდნენ ისე, რომ გამვლელებიც კი შეჩერდნენ და უთანხ-მოების მიზეზი იკითხეს. ავადმყოფმა მოუთხრო მათ, როგორ შეხვდა წმინდა არტემისკენ მიმავალი თავის მეგობარს, უამბო მის მკრეხე-ლობაზე, და, როგორც კი ეს თქვა, მაშინვე სრულიად ჯანსაღად იგ-რძნო თავი. მაგრამ ჰოი, საოცრება! მისი სენი მაშინვე გადავიდა მკრეხელზე, რომელიც მყის მოჰყვა კვნესას:

   -ვაი მე უბედურს! ვაი მე!

   ამ ამბის შემსწრენი შეძრწუნდნენ, ადიდეს ღმერთი და მისი წმინდა სათნომყოფელი და თქვეს:

 -უცდომელია უფლის სამართალი! ხომ მიიღე, რასაც ითხოვდი; სხვანი კი დაე, გონს მოეგონ შენი მაგალითით და სიავედ არ მოუხ-დეთ წმინდანთაგან მოვლენილი ღვთისმიერი სასწაულები.

   თქვენ კი, ვისაც არ გაშინებთ, გმობით მოიხსენიოთ ღმერთისა და მის წმინდანთა დიადი საქმეები, გაფრთხილდით, უკვე ამ ცხოვრე-ბაში არ მოგიხდეთ ძახილი: „ვაი მე უბედური!" ხოლო ის, რომ მომა-ვალ ცხოვრებაში კვნესას ვერ ასცდებით, ეს უდაოა; რადგან ჭეშმარი-ტია სიტყვა უფლისა: ვაჲ თქვენდა, რომელნი იცინით აწ, რა-მეთუ იგლოვდეთ და სტიროდით (ლუკ. 6,25). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine