მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მკრეხელობის წინააღმდეგ
მკრეხელობის წინააღმდეგ19-10-2014, 00:01 |
წმ. დიდმოწამის არტემის სასწაულთა შესახებ
მესამე მცნება ღვთისა: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა, რომელიც კრძალავს ღვთისგმობის, ცრუ ფი-ცის, ფიცის გატეხვის, ღმერთისთვის მიცემულ აღთქმათა დარღვევის, ღმერთის დაფიცების, უფლის საჩივრის, ლოცვისას უყურადღებობის ცოდვებს, ამასთანავე გვიკრძალავს მკრეხელობასაც, ანუ წმინდა სა-განთა მასხრად აგდების ან შეგინების ცოდვას. ეს ერთ-ერთი ყვე-ლაზე გავრცელებული ცოდვაა ქრისტიანთა შორის. რამდენ ადამიანს შეხვდებით, ვინც რაღაც საოცარი გაბოროტებით იგდებენ აბუჩად რწმენისა და საეკლესიო საგნებს! როგორ დასცინის და აქიაქებს ამგვარ საგნებს მრავალი ეგრეთწოდებული განათლებული ადამიანი, ვისაც საერთოდ არ სურს უფლის ცნობა. მრავალი განდგომილიც დასცინის ამ საგნებს, განსაკუთრებით ახლადმოვლენილ სათნომყო-ფელებსა და მათ მკურნავ წმინდა ნაწილებს იგდებენ მასხრად. დასცინის მათ მრავალი უვიციც, ვისაც არ სწამს და არ სურს ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების დანახვა. ხოლო მსუბუქი ხუმრობები წმინდა საგნების მისამართით ყველგან შეიძლება გავიგონოთ სრუ-ლიად ჩვეულებრივი საუბრის დროსაც და მათ ღვთისმოსავი ადა-მიანებიც კი არ აღუდგებიან წინ. ძმანო, განა საჭიროა კი ვთქვათ, რომ მკრეხელობის ცოდვის თავსმდებნი მკაცრ სასჯელს მიეგებიან მო-მავალ ცხოვრებაში? ხომ თავადაც იცით: ღმერთის შეურაცხყოფა შე-უძლებელია. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ მკრეხელნი არც ამ ცხოვრებაში რჩებიან დაუსჯელნი. ისმინეთ, რას შეგვაგონებს ამის თაობაზე ამბავი წმინდა დიდმოწამე არტემის სასწაულთა შესახებ: მავანმა ღვთისმოსავმა კაცმა, ვისაც განსაკუთრებით უყვარდა წმინ-და დიდმოწამე არტემი, აიღო სანთლები და ზეთი და მისი წმინდა ნაწილების მოსანახულებლად გაემართა. გზად ნაცნობი შემოეყარა და ჰკითხა: -მეგობარო, სად მიგაქვს ეს სანთლები და ზეთი? -მივდივარ, რათა წმინდა არტემის წინაშე ვილოცო,-იყო პასუხი. -არ დაგავიწყდეს, მეგობარო, მას ავადმყოფობა გამოართვა და წამო-იღო, უკან რომ წამოხვალ,-უთხრა შემხვედრმა დაცინვით. წმინდა დიდმოწამისკენ მიმავალმა კაცმა დაცინვას არ უპასუხა, წმინდა ნაწილების წინაშე ლოცვა აღავლინა და შინისაკენ გასწია. და რა მოხდა? უკანა გზაზე მართლაც სასტიკი ავადობა შეეყარა; მთელ ტანში აუტანელი ტკივილი იგრძნო, სხეული ადგილ-ადგილ დაუსი-ვდა და გზა შინისაკენ ვეღარ განაგრძო. გზად იდგა სახლი იმ მე-გობრისა, რომელიც სალოცავად მიმავალს შემოეყარა და დასცინა დიდმოწამეს; კაცმა უდიდესი წვალებით მიაღწია იქამდე და იგრძნო, რომ სატკივარი კიდევ უფრო გაუძლიერდა. შეპყრობილობის მსგავსი რამ დაემართა; ენა წაერთვა, და ეგონა, უკვე სიკვიდილიც მომეახ-ლაო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გონს მოვიდა და, რაკი თვლიდა, რომ ეს სენი დამცინავი მეგობრის სიტყვების გამო შეეყარა, წარმოთქვა: -რად ვიტანჯები ასე? ჩემი მეგობრის აბუჩადამგდები სიტყვების გა-მო ხომ არა? მეგობარმა კი თავის მხრივ უსაყვედურა ავადმყოფს და კვლავ და-ცინვას მოჰყვა, იმგვარად, რომ სულ მალე ისინი მართლაც წაიჩხუ-ბნენ. ჩხუბობდნენ ისე, რომ გამვლელებიც კი შეჩერდნენ და უთანხ-მოების მიზეზი იკითხეს. ავადმყოფმა მოუთხრო მათ, როგორ შეხვდა წმინდა არტემისკენ მიმავალი თავის მეგობარს, უამბო მის მკრეხე-ლობაზე, და, როგორც კი ეს თქვა, მაშინვე სრულიად ჯანსაღად იგ-რძნო თავი. მაგრამ ჰოი, საოცრება! მისი სენი მაშინვე გადავიდა მკრეხელზე, რომელიც მყის მოჰყვა კვნესას: -ვაი მე უბედურს! ვაი მე! ამ ამბის შემსწრენი შეძრწუნდნენ, ადიდეს ღმერთი და მისი წმინდა სათნომყოფელი და თქვეს: -უცდომელია უფლის სამართალი! ხომ მიიღე, რასაც ითხოვდი; სხვანი კი დაე, გონს მოეგონ შენი მაგალითით და სიავედ არ მოუხ-დეთ წმინდანთაგან მოვლენილი ღვთისმიერი სასწაულები. თქვენ კი, ვისაც არ გაშინებთ, გმობით მოიხსენიოთ ღმერთისა და მის წმინდანთა დიადი საქმეები, გაფრთხილდით, უკვე ამ ცხოვრე-ბაში არ მოგიხდეთ ძახილი: „ვაი მე უბედური!" ხოლო ის, რომ მომა-ვალ ცხოვრებაში კვნესას ვერ ასცდებით, ეს უდაოა; რადგან ჭეშმარი-ტია სიტყვა უფლისა: ვაჲ თქვენდა, რომელნი იცინით აწ, რა-მეთუ იგლოვდეთ და სტიროდით (ლუკ. 6,25). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |