xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » სიყვარული მარხვაზე უმეტესია
სიყვარული მარხვაზე უმეტესია
1-03-2023, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიყვარული მარხვაზე უმეტესია

 

სიტყვა შესახებ იმისა, რომ მგზავრთა შეკედლება მეტად ფასობს უფლის თვალში, ვიდრე მარხული და მეუდაბნოე ცხოვრება

 

   რაც უნდა საქებარი იყოს სხვადასხვა სიქველენი, რომელთა ქმნითაც ადამიანი უფალს სთნავს, სიყვარული მათ შორის უპირატესია. რასაკვირველია, კარგია, რომ ვლოცულობთ, ვმარხულობთ, არ განვიკითხავთ, თვინიერნი ვართ და სხვა ქრისტიანული სიქველეებით ვიმკობთ თავს; მაგრამ მათგან ყველაფერზე უმაღლესი და უძვირფასესია, გვიყვარდეს ღმერთი და მისადმი ეს სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულით გამოვხატოთ. აი, მაგალითად, ვით, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოდ დადასტურდა ეს სიტყვები ორი წმინდანის შეხვედრისას:

   იყო სირიაში მავანი წმინდა ბერი, რომელიც უდაბნოსკენ მიმავალ გზასთან ცხოვრობდა. იგი გამუდმებით გზის პირას იჯდა და, როგორც კი დაინახავდა უდაბნოდან მომავალ გლახაკს ან ბერს, მაშინვე სიხარულით მიიწევდა თავისთან, მოასვენებდა, დაანაყრებდა და წყურვილს მოუკლავდა. და აი, ერთხელაც მასთან ერთი გადეგილი მოვიდა. ბერმა ჩვეულებისამებრ საზრდო შესთავაზა; მაგრამ მან არ მიიღო შეთავაზებული, თქვა, რომ მარხულობს. ბევრს ეხვეწა ბერი მოსულს, რომ საზრდელი მიეღო, მაგრამ ვერ დაითანხმა. მაშინ ბერმა თქვა:

   - დაე, თავად ღმერთმა განგვსაჯოს, რა უფრო აღმატებულია: შენი მარხვა თუ ჩემი სიყვარული? აი, იქ ხე დგას; ვილოცოთ, რომ იგი გადაიხაროს ან ჩემკენ, ან შენკენ. თუკი შენკენ დაიხრება, გვეცოდინება, რომ მარხვა სიყვარულს აღემატება; თუ - ჩემკენ, მაშასადამე, სიყვარული მარხვაზე უმაღლესია.

   განდეგილი დათანხმდა, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. ხე უძრავად იდგა. ილოცა ბერმა, მგზავრთმოყვარემ - და ხე დაუყოვნებლივ მისკენ დაიხარა. ორთავემ ადიდა უფალი.

   ამრიგად, ძმანო, შეიმკობოდეთ ზოგადად ქრისტიანული სათნოებებით, ხოლო სიყვარულით - სხვათა უმეტეს. იგი მთელი ქრისტიანული რწმენის საფუძველია, მის გარეშე თავად რწმენაც კი უქმი და მკვდარია და არ შეუძლია ჩვენი მიყვანება მარადიულ ცხოვრებასთან. როგორც ნათქვამია: (იაკ. 2, 20.26). სიყვარული იმდენად დიდია, რომ თავად ღმერთსაც მისით სახელდებენ: ღმერთი სიყუარული არს, -  ამბობს ქრისტეს საყვარელი მოწაფე, - (1 იოან. 4,16). გახსოვდეთ ეს და მუდამ გქონდეთ საღმრთო სიყვარული. ამინ.

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine