საპატრიარქოს განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე

"ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ
ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის
ახალ ვერსიას საქართველოს საპატ-რიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო
ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და
ცალკეული სა-სულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე
ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.
საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კა-ნონპროექტის
უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგო-მარეობა შეიცვალა და იგი უფრო
სერიოზულ შესწავლას და სპე-ციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების,
საერთაშორისო სამართ-ლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს.
ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა
ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ
შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასუ-ლიერო პირების, არამედ
მართლმადიდებელი მრევლის და საქართ-ველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის
განურჩევლად) იმ ნაწი-ლის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი
ნორმე-ბის დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს”.