მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > საპატრიარქოს განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე

საპატრიარქოს განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე


2-05-2014, 13:02

საპატრიარქოს განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე

 

   "ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატ-რიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და ცალკეული სა-სულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.
    საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კა-ნონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგო-მარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპე-ციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართ-ლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს.
    ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასუ-ლიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართ-ველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწი-ლის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმე-ბის დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს”.

უკან დაბრუნება