xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ვიწრო და ფართო გზები
ვიწრო და ფართო გზები
18-08-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ვიწრო და ფართო გზები

 

სწავლება ვიწრო და ფართო გზების შესახებ

 

   უფალი გვმოძღვრავს: სასუფეველში შევიდეთ იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰ-ყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა (მათ. 7,13). რას ნიშნავს ვიწრო კარიბჭე და რას ნიშნავს ფართო გზა? დღეს ამის შესახებ ვისაუბრებთ.

   წმინდა მამები ვიწრო და ფართო გზის შესახებ ამბობენ: „იღვაწეთ ძმებო, ვიწრო, შეჭირვებული გზით, რომელიც სამუდამო სასუფევე-ლში შეგვიძღვება; ეს გზა შეჭირვების გზაა: რწმენა, სიყვარული, მოწყალება, მორჩილება, ბრძოლა, თავშეკავება, ნუ დათვრებით, ნუ დასწამებთ ცილს, ნუ გშურთ, ნუ ცრუობთ, ნუ ჩხუბობთ, არ მოკლათ, არ მოიპაროთ, მრისხანებაში არ ჩავარდეთ, ნუ იამაყებთ, ნუ იქნებით პატივმოყვარენი, არამედ იყავით მორჩილი და გულშემუსვრილნი, იტირეთ თქვენი ცოდვების გამო, იზრუნეთ სულის ხსნისათვის, ადამიანებთან მშვიდობიანად იცხოვრეთ და არავინ განიკითხოთ, ვინაიდან განკითხვაზე საშინელი ბოროტება არ არსებობს. უფალი ბრძანებს: არ განსაჯოთ და არ განისჯებით! აი, სადაა ხსნა - განკითხულმა დაითმინოს, განდევნილი დაემორჩილოს, საკუთარი თავი უდიდეს ცოდვილად ჩათვალოს უფლისა და ხალხის წინაშე. დავით წინასწარმეტყველი ამბობს - ფართო გზით სიარული ნიშნავს - ურწმუნოებას, დაუმორჩილებლობას, ამპარტავნებას, პატივმოყვარეო-ბას, სიზარმაცეს, ლოთობას, ნაყროვანებას, მრუშობას, შურს, სიცრუეს, ზიზღს, შფოთს. საშინელებაა მოყვასის განკითხვა და საერთოდ, ცოდვის ცოდვაზე და უკანონობის უკანონობაზე დამატება.

   როგორც ხედავთ, ძმებო, ეს ყველაფერი ფართო გზაზე მავალთა საქმეა, ვიწრო კარიბჭე და ვიწრო გზა კი ღვთივსათნოთა სავალი, რასაც სამუდამო სასუფეველში მივყავართ. ახლა ერთი რამ დაგვრ-ჩენია: უნდა ამოვირჩიოთ ან პირველი, ან მეორე გზა; მაგრამ ვინ გაცვლის სამუდამოს-დროებითზე, წუთიერ სიამოვნებას-მუდმივ ნეტარებაზე და არ ივლის ვიწრო გზით, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც მთლად უჭკუოა? თუკი ეს ასეა, მაშინ არ დაგავიწყდეთ, ძმებო, ბასილი დიდის სიტყვები: „მათ, ვინც გადაწყვიტა საიქიოსკენ ვიწრო გზით სვლა და სასუფევლის დამკვიდრება, ვალდებულია ყოველგვარი საცდურისაგან დაიცვას თავი და მისდიოს ღვთის მცნებებს".

   თუკი უკვე ვიწრო გზა აირჩიე, მაშინ უკან ნუღარ მოიხედავ, წინა-აღმდეგ შემთხვევაში შენი ნაღვაწი დაემსგავსება ქვიშით აშენებულ ტაძარს, რომელიც ერთი ქარის წამობერვაზე მტვრად იქცევა (მათ. 7, 26-27) და კიდევ, უფალი ამბობს: არავინ დასდვის ჴელი საჴნვე-ლსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფე-ველსა ღმრთისასა (ლუკ. 9,62). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine