მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვიწრო და ფართო გზები
ვიწრო და ფართო გზები18-08-2014, 00:01 |
სწავლება ვიწრო და ფართო გზების შესახებ
უფალი გვმოძღვრავს: სასუფეველში შევიდეთ იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰ-ყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა (მათ. 7,13). რას ნიშნავს ვიწრო კარიბჭე და რას ნიშნავს ფართო გზა? დღეს ამის შესახებ ვისაუბრებთ. წმინდა მამები ვიწრო და ფართო გზის შესახებ ამბობენ: „იღვაწეთ ძმებო, ვიწრო, შეჭირვებული გზით, რომელიც სამუდამო სასუფევე-ლში შეგვიძღვება; ეს გზა შეჭირვების გზაა: რწმენა, სიყვარული, მოწყალება, მორჩილება, ბრძოლა, თავშეკავება, ნუ დათვრებით, ნუ დასწამებთ ცილს, ნუ გშურთ, ნუ ცრუობთ, ნუ ჩხუბობთ, არ მოკლათ, არ მოიპაროთ, მრისხანებაში არ ჩავარდეთ, ნუ იამაყებთ, ნუ იქნებით პატივმოყვარენი, არამედ იყავით მორჩილი და გულშემუსვრილნი, იტირეთ თქვენი ცოდვების გამო, იზრუნეთ სულის ხსნისათვის, ადამიანებთან მშვიდობიანად იცხოვრეთ და არავინ განიკითხოთ, ვინაიდან განკითხვაზე საშინელი ბოროტება არ არსებობს. უფალი ბრძანებს: არ განსაჯოთ და არ განისჯებით! აი, სადაა ხსნა - განკითხულმა დაითმინოს, განდევნილი დაემორჩილოს, საკუთარი თავი უდიდეს ცოდვილად ჩათვალოს უფლისა და ხალხის წინაშე. დავით წინასწარმეტყველი ამბობს - ფართო გზით სიარული ნიშნავს - ურწმუნოებას, დაუმორჩილებლობას, ამპარტავნებას, პატივმოყვარეო-ბას, სიზარმაცეს, ლოთობას, ნაყროვანებას, მრუშობას, შურს, სიცრუეს, ზიზღს, შფოთს. საშინელებაა მოყვასის განკითხვა და საერთოდ, ცოდვის ცოდვაზე და უკანონობის უკანონობაზე დამატება. როგორც ხედავთ, ძმებო, ეს ყველაფერი ფართო გზაზე მავალთა საქმეა, ვიწრო კარიბჭე და ვიწრო გზა კი ღვთივსათნოთა სავალი, რასაც სამუდამო სასუფეველში მივყავართ. ახლა ერთი რამ დაგვრ-ჩენია: უნდა ამოვირჩიოთ ან პირველი, ან მეორე გზა; მაგრამ ვინ გაცვლის სამუდამოს-დროებითზე, წუთიერ სიამოვნებას-მუდმივ ნეტარებაზე და არ ივლის ვიწრო გზით, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც მთლად უჭკუოა? თუკი ეს ასეა, მაშინ არ დაგავიწყდეთ, ძმებო, ბასილი დიდის სიტყვები: „მათ, ვინც გადაწყვიტა საიქიოსკენ ვიწრო გზით სვლა და სასუფევლის დამკვიდრება, ვალდებულია ყოველგვარი საცდურისაგან დაიცვას თავი და მისდიოს ღვთის მცნებებს". თუკი უკვე ვიწრო გზა აირჩიე, მაშინ უკან ნუღარ მოიხედავ, წინა-აღმდეგ შემთხვევაში შენი ნაღვაწი დაემსგავსება ქვიშით აშენებულ ტაძარს, რომელიც ერთი ქარის წამობერვაზე მტვრად იქცევა (მათ. 7, 26-27) და კიდევ, უფალი ამბობს: არავინ დასდვის ჴელი საჴნვე-ლსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფე-ველსა ღმრთისასა (ლუკ. 9,62). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |