როგორ უნდა მოეპყრან შვილები მშობლებს
სვინაქსარში, აგვისტოს მეცხრე დღის საკითხავში არის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაგოთ პატივი მშობლებს. ჩვენი აზრით ეს ფრიად ყურადსაღები და სასარგებლოა, ყველა შვილისა-თვის, მათთვის, ვისაც ცოცხალი მშობლები ჰყავთ, განურჩევლად იმისა, თუ როგორები არიან ისინი. ღვთისმოსავმა შვილებმა პატივი უნდა მიაგონ მშობლებს, მათ უნდა უყვარდეთ ისინი და ემორჩი-ლებოდნენ. თუ რა სიკეთე ელით უფლისაგან მშობლების მორჩილ და პატივისმცემელ შვილებს, ამის ცოდნა საჭიროა, რათა დედ-მამის სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეთ. ხოლო მათ, ვინც მშობლების ურჩია და უპატივცემულოდ ეპყრობა დედ-მამას, უწყოდნენ, რომ უფლის რისხვა არ ასცდებათ. ამიტომ სჯობს, გონს მოეგონ და საკუთარი თავი აიძულონ, მშობლების მიმართ ცუდი დამოკიდე-ბულება სიყვარულითა და პატივისცემით შეცვალონ. მაშ, შვილებო, ვისაც მშობლები გყავთ, ყურადღებით ისმინეთ ჩვენი სწავლება და ღმერთმა ქნას, კეთილი სამსახური გაგიწიოთ-კარგ შვილებს უფრო მეტის სიკეთისკენ გიბიძგოთ, ცუდებს კი-გამოსწორებისაკენ.
ის, ვინც მშობლებს ემორჩილება და მათ ნებას აღასრულებს, ცოდ-ვებსაც განიბანს და უფალიც განადიდებს; ის, ვინც აბრაზებს მშობლებს, იგი უფლის წინაშე სცოდავს და ყველასგან დაწყევლილია; ის, ვინც დედას ან მამას სცემს-განიკვეთება ეკლესიისგან და მოკვ-დება. ნათქვამია, რომ მამისეულ წყევლას გახმობა შეუძლია, დედის წყევლას-ძირიანად ამოგდება. ურჩი შვილი აუცილებლად დაიღუ-პება, ის, ვინც დედ-მამას განარისხებს და ფიქრობს, რომ არ სცოდავს, ეშმაკის თანამონაწილე ხდება, რის შესახებაც ესაიამ თქვა: შეწყა-ლებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავ-ლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს (ეს. 26,10); თუკი მოხუც მშობლებს ვინმე დასცინის, ასეთნი ყვავების საძიძგნი გახდებიან; ის ვინც მამას პატივს მიაგებს, შვილებით გაიხარებს და გაჭირვების ჟამს უფალი მის ლოცვას შეის-მენს; ის, ვინც უფალს მიაგებს პატივს, მშობლების პატივისმცემე-ლიცაა. მამის მორჩილი შვილი, დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს. ამიტომ, ძმებო, სიტყვითა და საქმით გამოადექით თქვენს მშობლებს, რათა მათი ლოცვა-კურთხევა მიიღოთ. მამის ლოცვა შვილების ოჯახებს ამყარებს, დედის ლოცვა-უბედურებისგან იხსნის. ძმებო, დაეხმარეთ მოხუც მამებს და თუკი მოხუცებულობის გამო მათი საქციელი უკვე არაგონივრულია, გულშიც კი ნუ გაიფიქრებთ მათ უპატივცემულობას; შეიწყალე მამა, ვინაიდან მამაზე ზრუნვა და მისი ლოცვა უფლის წინაშე კეთილ ღვაწლად ჩაგეთვლებათ. არასდროს დაივიწყოთ დედის შრომა და მწუხარება, ის ტკივილი, რაც თქვენს გამო გადაიტანა, არასდროს თქვა: ტანსაცმლითა და საკვებით ბევრ-ჯერ დავეხმარე მშობლებს; ვინაიდან, შენ ისე ვერასოდეს იზრუნებ მათზე, როგორც მშობლები ზრუნავდნენ შენზე. შიშითა და მორჩი-ლებით ემსახურეთ მათ, რათა სააქაოს ბედნიერად იცხოვროთ და მომავალ ცხოვრებაშიც საუკუნოდ ინეტაროთ".
განა მართლა სულის სასარგებლო მოძღვრება არ არის, შვილებო? დიახ, სასარგებლოა, ვინაიდან თვალს გვიხელს, ცუდებსაც და კარგე-ბსაც; თქვენ, ვინც კარგები ხართ, ამ სწავლებიდან ის დაინახეთ, რომ თქვენი კეთილი ქცევის გამო შვილებით იბედნიერებთ, მწუხარების ჟამს უფალი განუგეშებთ, ბედნიერად იცხოვრებთ, მამის ლოცვა-კურთხევა გაამყარებს თქვენს ოჯახებს; თქვენ კი, ურჩო შვილებო, გაიგეთ, რომ უდიდეს ბოროტებას უკეთებთ საკუთარ თავს, როდესაც მშობ-ლებს არ ემორჩილებით და ამის გამო უფლის რისხვა დაგატყ-დებათ. ახლა კი მისმინეთ: თქვენ, კარგო შვილებო, უკვე იცით, რომ მშობლების პატივისცემისათვის უდიდესი პატივი გელით, ამიტომ, გააგრძელეთ მათი პატივისცემა და სიყვარულით ემსახურეთ. თქვენ კი ურჩებო, გეშინოდეთ უფლის მრისხანების, გამოსწორდით, მშობ-ლებს პატიება სთხოვეთ, მათ წინაშე ჩადენილი ცოდვები მოინანიეთ, იყავით მოყვარულნი, მორჩილნი. აი, მაშინ უფალი რისხვის ნაცვლად წყალობას მოგივლენთ და თქვენ მშობლების წყევლის ნაცვლად მათ ლოცვა-კურთხევას დაიმსახურებთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.