xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » გაკვეთილი ყველასათვის - წმინდა ბასილი დიდის სწავლანი მოწყალების შესახებ
გაკვეთილი ყველასათვის - წმინდა ბასილი დიდის სწავლანი მოწყალების შესახებ
14-06-2024, 00:25  / ამოსაბეჭდი ვერსია

გაკვეთილი ყველასათვის - წმინდა ბასილი დიდის სწავლანი მოწყალების შესახებ

 

წმინდა ბასილი დიდის სწავლანი მოწყალების შესახებ

 

   სულიერ მწყემსთა მოძღვრება სხვადასხვაგვარია: შეიძლება, ერთი გარკვეული პირისთვის იყოს ნათქვამი, მეორე კი ყოველ ჩვენთაგანს შეეხება. ამ უკანასკნელს ახლა შემოგთავაზებთ და ვფიქრობთ, რომ იგი უსარგებლო არ იქნება.

   საეკლესიო სიტყვა ამბობს: „ძმებო, ვიყოთ მოწყალენი და კეთილისმოქმედნი, განვერიდოთ ცოდვებს, რათა არ დავიწვათ მარადიული ცეცხლით. უწესო გზით ნუ ვისურვებთ სიმდიდრის მოხვეჭას, ნუ მოვრწყავთ ღატაკთა ცრემლით ჩვენს კარმიდამოს და მაშინ ვეღირსებით საუკუნო წყალობას. ყური მივუგდოთ უფლის სიტყვებს: რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკი-თხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ (მათ. 7,2). მივბაძოთ წმინდა მამებსა და დედებს, რომლებიც უფალს სიყვარულით ემსახურებოდნენ, საკუთარი თავის გარდა სხვა ქონება არ გააჩნდათ და მასაც მღვიძარებითა და მარხვით აუძლურებდნენ, აკვდინებდნენ. ჩვენც გავაღოთ ბაგენი სალოცავად, თვალები მღვიძარებისა და ცრემლისათვის, ხელები აღვაპყროთ ზეცად, მუხლები უფლის წინაშე მოსადრეკად მოვამზადოთ, სხეული დავუმორჩილოთ სულს, სული კი ზეცამდე ავამაღლოთ. ცოდვილნო, ესწრაფეთ მონანიებას, ვისაც ხსნა გსურთ, მოასწარით და განიწმიდეთ ცოდვებისაგან. მდიდრებო, ქონება ღატაკებს უწყალობეთ, დიდებულებო, თავი სიმდაბლით შეიმკეთ, თქვენ კი ღატაკებო-მადლიერებით. სასულიერო პირებო, აღიჭურვეთ მორჩილებითა და სიმართლით, მოსამართლენო, განსაჯეთ სამართლიანად, სასჯელისაგან იხსენით ღატაკი, დაიცავით დაჩაგრული ქვრივ-ობლები, იხსენით სიკვდილისაგან მონები, გვერდს ნუ აუვლით თქვენს კართან ჩამუხლულ მათხოვარს. ვიაროთ ჩვენი უფლის, იესო მაცხოვრის გაკვალულ გზაზე და განვეშოროთ ეშმაკს, რომელსაც ჩვენი სულის დაღუპვა სურს და ბოლოს, ვიღვაწოთ არა ამქვეყნიური ცხოვრებისათვის, არა წუთისოფლისათვის, არამედ მომავალი, საუკუნო ცხოვრებისათვის".

   ჩვენ უკვე დარწმინებულნი ვართ, ძმანო, რომ მოსმენილმა საეკლესიო სიტყვამ სარგებელი მოუტანა ყველა თქვენგანს. მართლაცდა, რამდენ სიკეთეზე მიგითითათ, რამდენი სიკეთე გასწავლათ. ამ სწავლებამ მრავალი აუცილებელი რამ დაგვანახა, კერძოდ: თუ როგორ ვიღვაწოთ ჩვენი სულის გადასარჩენად და როგორ დავიმკვიდროთ სასუფეველი. ყოველივე ამის გაკეთება შეგვიძლია, ეკლესია ამიტომაც მოგვიწოდებს ასეთი ცხოვრებისაკენ. ერთ ღვაწლს მეორე მივუმატოთ, მეორე სიკეთეს - მესამე და კვლავ და კვლავ კეთილად ვიმუშაკოთ. გვახსოვდეს, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ სულის ხსნას. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine