მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > გაკვეთილი ყველასათვის

გაკვეთილი ყველასათვის


13-07-2014, 07:28

გაკვეთილი ყველასათვის

 

წმინდა ბასილი დიდის სწავლანი მოწყალების შესახებ

 

   სულიერ მწყემსთა მოძღვრება სხვადასხვაგვარია: შეიძლება, ერთი გარკვეული პირისთვის იყოს ნათქვამი, მეორე კი ყოველ ჩვენთაგანს შეეხება. ამ უკანასკნელს ახლა შემოგთავაზებთ და ვფიქრობთ, რომ იგი უსარგებლო არ იქნება.

   საეკლესიო სიტყვა ამბობს: „ძმებო, ვიყოთ მოწყალენი და კეთილი-სმოქმედნი, განვერიდოთ ცოდვებს, რათა არ დავიწვათ მარადიული ცეცხლით. უწესო გზით ნუ ვისურვებთ სიმდიდრის მოხვეჭას, ნუ მოვრწყავთ ღატაკთა ცრემლით ჩვენს კარ-მიდამოს და მაშინ ვეღირ-სებით საუკუნო წყალობას. ყური მივუგდოთ უფლის სიტყვებს: რა-მეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკი-თხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ (მათ. 7,2). მივბაძოთ წმინდა მამებსა და დედებს, რომლებიც უფალს სიყვარულით ემსახურებოდნენ, საკუთარი თავის გარდა სხვა ქონება არ გააჩნდათ და მასაც მღვიძარებითა და მარხვით აუძლუ-რებდნენ, აკვდინებდნენ. ჩვენც გავაღოთ ბაგენი სალოცავად, თვა-ლები მღვიძარებისა და ცრემლისათვის, ხელები აღვაპყროთ ზეცად, მუხლები უფლის წინაშე მოსადრეკად მოვამზადოთ, სხეული დავუ-მორჩილოთ სულს, სული კი ზეცამდე ავამაღლოთ. ცოდვილნო, ესწ-რაფეთ მონანიებას, ვისაც ხსნა გსურთ, მოასწარით და განიწმიდეთ ცოდვებისაგან. მდიდრებო, ქონება ღატაკებს უწყალობეთ, დიდებუ-ლებო, თავი სიმდაბლით შეიმკეთ, თქვენ კი ღატაკებო-მადლიე-რებით. სასულიერო პირებო, აღიჭურვეთ მორჩილებითა და სიმართ-ლით, მოსამართლენო, განსაჯეთ სამართლიანად, სასჯელისაგან იხ-სენით ღატაკი, დაიცავით დაჩაგრული ქვრივ-ობლები, იხსენით სიკვ-დილისაგან მონები, გვერდს ნუ აუვლით თქვენს კართან ჩამუხლულ მათხოვარს. ვიაროთ ჩვენი უფლის, იესო მაცხოვრის გაკვალულ გზა-ზე და განვეშოროთ ეშმაკს, რომელსაც ჩვენი სულის დაღუპვა სურს და ბოლოს, ვიღვაწოთ არა ამქვეყნიური ცხოვრებისათვის, არა წუთი-სოფლისათვის, არამედ მომავალი, საუკუნო ცხოვრებისათვის".

   ჩვენ უკვე დარწმინებულნი ვართ, ძმანო, რომ მოსმენილმა საეკლე-სიო სიტყვამ სარგებელი მოუტანა ყველა თქვენგანს. მართლაცდა, რა-მდენ სიკეთეზე მიგითითათ, რამდენი სიკეთე გასწავლათ. ამ სწა-ვლებამ მრავალი აუცილებელი რამ დაგვანახა, კერძოდ: თუ როგორ ვიღვაწოთ ჩვენი სულის გადასარჩენად და როგორ დავიმკვიდროთ სასუფეველი. ყოველივე ამის გაკეთება შეგვიძლია, ეკლესია ამიტო-მაც მოგვიწოდებს ასეთი ცხოვრებისაკენ. ერთ ღვაწლს მეორე მი-ვუმატოთ, მეორე სიკეთეს-მესამე და კვლავ და კვლავ კეთილად ვი-მუშაკოთ. გვახსოვდეს, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ სულის ხსნას. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება