xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » როგორ უნდა დავამშვიდოთ მოყვასზე განრისხებული ადამიანები
როგორ უნდა დავამშვიდოთ მოყვასზე განრისხებული ადამიანები
20-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ უნდა დავამშვიდოთ მოყვასზე განრისხებული ადამიანები

 

ახლობლებზე შურისმაძიებელთა შესახებ

 

   ამქვეყნად ყველაზე შესაბრალისი მოყვასზე განრისხებული და მის მიმართ ბოროტი განზრახვით აღსავსე ადამიანია. კაცი, რომელიც იკვებება შურით, სიძულვილით, შურისძიების წყურვილით, ვერასდ-როს ჰპოვებს სიმშვიდეს. ასეთი ადამიანი შინაგანად ყოველთვის შფოთავს და სულმოკლეობს. ამგვარებს აუცილებელია შევახსენოთ უფლის მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვე-ვაში შურისძიებითა და მრისხანებით შეპყრობილებს ბევრი ბოროტე-ბის ჩადენა სეუძლიათ. როგორ უნდა მოვიქცეთ? ასეთები გონს რო-გორ უნდა მოვიყვანოთ?

   ერთი ბერი ძმამ გაანაწყენა, მივიდა ღირს მამა სისოსთან და უთხრა:

   -ამა და ამ ძმამ საშინლად შეურაცხმყო და ამიტომ მეც სამაგიეროს გადავუხდი.

   ხუცესმა შეგონება დაუწყო და უთხრა:

   -შვილო ჩემო, უფალს მიანდე ყოველივე. იგი თავად გადაუხდის სამაგიეროს დამნაშავეს.

   მაგრამ ბერმა არ შეისმინა და განაგრძო:

   -არა არ გავჩერდები, ვიდრე შურს არ ვიძიებ.

   მაშინ ღირსმა მამამ მის დასამშვიდებლად ხერხს მიმართა და სუ-ლიერ შვილს სთხოვა:

   -მოიცა, ძმაო, ჯერ უფალს შევევედროთ.

   დაიწყეს ლოცვა. ღირსმა სისომ თქვა:

   -უფალო, ჩვენ უკვე შენი იმედი აღარ გვაქვს, შენ აღარ იზრუნო ჩვენზე და ჩევნს მაგივრად არავინ დასაჯო. ყველას თავად გადავუხ-დით სამაგიეროს.

   ამის გამგონე ბერი მაშინვე გონს მოეგო და ხუცესს ფეხებში ჩაუ-ვარდა:

   -არა, მამაო, ამიერიდან აღარ ვბრაზობ ჩემს ძმაზე, უკვე მივუტევე მას. მაშინ ხუცესმა უთხრა:

   -მერწმუნე, შვილო, ყველა, ვინც წყენას დაითმენს, უშრომლად ცხონდება, ხოლო, ვინც ახლობელზე მრისხანებს, ყველა იმ სიკეთეს დაღუპავს, რაც კი ოდესმე ჩაუდენია და ამით ეშმაკის მონა გახდება.

   დიდებული სწავლებაა! მართლაც, ძმანო, როგორ უნდა გამოვა-ფხიზლოთ მრისხანებაში მყოფი ადამიანი? უნდა შევაგონოთ მას, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა, სამართლიანია, იგი ყოველივეს ხედავს და იცის, ვინ და რისთვის გაგვანაწყენა. ამიტომ იგი თავად განსჯის ჩვენს შეურაცხმყოფელს. თანაც, თუკი უკვე ვიცით, რომ ყოვლის-შემძლე უფალი გვიმზერს, ჩვენი შურისძიების სურვილი ხომ არ ნიშნავს, რომ შევურაცხოფთ უფლის სამართალს? რა თქმა უნდა, ასეა. ამიტომ როდესაც საუბარი მოგიწევთ ვინმეზე განაწყენებულ ძმებთან, შეაგონეთ ისევე, როგორც ეს ღირსმა მამა სისომ გააკეთა და გონს მოიყვანეთ განრისხებული ადამიანი. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine