მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა დავამშვიდოთ მოყვასზე განრისხებული ადამიანები
როგორ უნდა დავამშვიდოთ მოყვასზე განრისხებული ადამიანები20-06-2014, 00:01 |
ახლობლებზე შურისმაძიებელთა შესახებ
ამქვეყნად ყველაზე შესაბრალისი მოყვასზე განრისხებული და მის მიმართ ბოროტი განზრახვით აღსავსე ადამიანია. კაცი, რომელიც იკვებება შურით, სიძულვილით, შურისძიების წყურვილით, ვერასდ-როს ჰპოვებს სიმშვიდეს. ასეთი ადამიანი შინაგანად ყოველთვის შფოთავს და სულმოკლეობს. ამგვარებს აუცილებელია შევახსენოთ უფლის მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვე-ვაში შურისძიებითა და მრისხანებით შეპყრობილებს ბევრი ბოროტე-ბის ჩადენა სეუძლიათ. როგორ უნდა მოვიქცეთ? ასეთები გონს რო-გორ უნდა მოვიყვანოთ? ერთი ბერი ძმამ გაანაწყენა, მივიდა ღირს მამა სისოსთან და უთხრა: -ამა და ამ ძმამ საშინლად შეურაცხმყო და ამიტომ მეც სამაგიეროს გადავუხდი. ხუცესმა შეგონება დაუწყო და უთხრა: -შვილო ჩემო, უფალს მიანდე ყოველივე. იგი თავად გადაუხდის სამაგიეროს დამნაშავეს. მაგრამ ბერმა არ შეისმინა და განაგრძო: -არა არ გავჩერდები, ვიდრე შურს არ ვიძიებ. მაშინ ღირსმა მამამ მის დასამშვიდებლად ხერხს მიმართა და სუ-ლიერ შვილს სთხოვა: -მოიცა, ძმაო, ჯერ უფალს შევევედროთ. დაიწყეს ლოცვა. ღირსმა სისომ თქვა: -უფალო, ჩვენ უკვე შენი იმედი აღარ გვაქვს, შენ აღარ იზრუნო ჩვენზე და ჩევნს მაგივრად არავინ დასაჯო. ყველას თავად გადავუხ-დით სამაგიეროს. ამის გამგონე ბერი მაშინვე გონს მოეგო და ხუცესს ფეხებში ჩაუ-ვარდა: -არა, მამაო, ამიერიდან აღარ ვბრაზობ ჩემს ძმაზე, უკვე მივუტევე მას. მაშინ ხუცესმა უთხრა: -მერწმუნე, შვილო, ყველა, ვინც წყენას დაითმენს, უშრომლად ცხონდება, ხოლო, ვინც ახლობელზე მრისხანებს, ყველა იმ სიკეთეს დაღუპავს, რაც კი ოდესმე ჩაუდენია და ამით ეშმაკის მონა გახდება. დიდებული სწავლებაა! მართლაც, ძმანო, როგორ უნდა გამოვა-ფხიზლოთ მრისხანებაში მყოფი ადამიანი? უნდა შევაგონოთ მას, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა, სამართლიანია, იგი ყოველივეს ხედავს და იცის, ვინ და რისთვის გაგვანაწყენა. ამიტომ იგი თავად განსჯის ჩვენს შეურაცხმყოფელს. თანაც, თუკი უკვე ვიცით, რომ ყოვლის-შემძლე უფალი გვიმზერს, ჩვენი შურისძიების სურვილი ხომ არ ნიშნავს, რომ შევურაცხოფთ უფლის სამართალს? რა თქმა უნდა, ასეა. ამიტომ როდესაც საუბარი მოგიწევთ ვინმეზე განაწყენებულ ძმებთან, შეაგონეთ ისევე, როგორც ეს ღირსმა მამა სისომ გააკეთა და გონს მოიყვანეთ განრისხებული ადამიანი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |