xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მოუნანიებელ ცოდვილებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ დაუსჯელად გადარჩებიან
მოუნანიებელ ცოდვილებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ დაუსჯელად გადარჩებიან
10-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოუნანიებელ ცოდვილებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ დაუსჯელად გადარჩებიან

 

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა ამაო ფიცის შესახებ

 

   ცოდვილები, რომლებიც აღსარებით არ ინანიებენ ცოდვებს, დიდ ბოროტებაში ვარდებიან, მათ სურთ, საკუთარ თავში სინდისის ხმა ჩაახშონ, არ უნდათ იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ საშიში იქნება განსჯის დღე. ასეთნი ხშირად ამბობენ: რა ვქნათ, თუ შევცოდეთ? განა ცოტაა ამქვეყნად ცოდვილი? ხომ ეპატიებათ მათ მძიმე ცო-დვები, ხომ ცხოვრობენ ამქვეყნად, არც დარდი იციან, არც გასაჭირი? მეც ასე ვიქნები". მართლაც რომ არასწორი და ამასთან, ამაო ნუგეშია, ვინაიდან იგი აშკარად წარმოაჩენს ადამიანის ურწმუნოებას, უსინ-დისობას. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ცოდვილი ამქვეყნად კარგად ცხოვრობს, სრულიადაც არ ამტკიცებს იმას, რომ მიეტევა; პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ ასეთ ცოდვილთათვის, უმაღლესი სასჯელია გამზადებული.

   წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ცოდვამოუნანიებელთ იმისთვის მოელით სასჯელი, რომ ბოროტად ისარგებლეს უფლის დიდი მოთმინებით; ამიტომ თავი კი არ უნდა ვინუგეშოთ, პირიქით, უნდა გამოვფხიზლდეთ, ვაღიაროთ და განვიწინდოთ ცოდვებისაგან. აბა, მიპასუხეთ: ვთქვათ, მონა გყავთ, როდის ექნება მას უმეტესად თქვენი შიში და რიდი, როდესაც სასჯელით დაემუქრებით, არა? ასევეა აქაც. ვინც ჯერ კიდევ არ დასჯილა, უფრო მეტი შიში მართებს, ვიდრე დასჯილებს. აბა, დაფიქრდი, აქაური სასჯელი მხოლოდ დროებითია, საიქიო კი-სამუდამო, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, რომ ზოგიერთი ცოდვილი ამქვეყნად კარგად ცხოვრობს, საკუთარ ცოდვაზე იფიქრე. ზოგი ცოდვილი ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც წარღვნის წინ ცხოვრობდნენ. ისინი წარღვნით არ დაის-ჯებიან, სამაგიეროდ, გეენიის ცეცხლში დაიწვებიან; ზოგიერთები სოდომელებივით სცოდავენ, მაგრამ არ ისჯებიან, მაგრამ ცეცხლის წვიმის ნაცვლად, მათთვის ცეცხლის მდინარეა გამზადებული საიქიოს; ზოგიერთები კადნიერები არიან, ფარაონივით სცოდავენ, მაგრამ ზღვაში არ იხრჩობიან, სამაგიეროდ ჯოჯოხეთის წყვდიადში დაისჯებიან და მარადიული ცეცხლით დაიტანჯებიან. ერთნი ისე იქცევიან, როგორც ისრაიტელნი, რომელთაც ცოდვათა გამო ასპიტები შეესივნენ, ამიტომ მათ გველების ნაცვლად დაუძინებელი მატლი შეჭამთ; ზოგი ისე იქცევა, როგორც გიეზია, მაგრამ კეთრით არ დაავადებულა, სამაგიეროდ განსასვენებელში მწარე ხვედრი მოელის; არსებობენ ფიცის გამტეხებიც, აქ თუ სასჯელს გადაურჩნენ, საიქიოს კბილთა ღრჭენა ელოდებათ."

   ასე რომ, დაუსჯელო ცოდვილებო, თავს ნუ მოიტყუებთ უსარ-გებლო იმედით, ვერ შეძლებთ, გაექცეთ სასჯელს და არც იფიქროთ, რომ უბრალოდ ჩაგივლით ცოდვილი ცხოვრება. გაიხსენეთ სახარები-სეული მდიდარი, მან არ იცოდა, რა იყო გასაჭირი, ცხოვრობდა ფუფუნებაში, პორფირით იმოსებოდა და რა შერჩა ხელთ სიკვდილის შემდეგ? იგი ჯოჯოხეთში მოხვდა და აბრაამისგან ეუწყა, რომ სატან-ჯველი სამუდამო იქნებოდა. იგივე გელოდებათ თქვენც, თუ დროზე არ მოეგებით გონს, თუ არ შეინანებთ საკუთარ ცოდვებს და ახალ ცხოვრებას არ დაიწყებთ. გახსოვდეთ, ყველაფერს აქვს საზღვარი, და, რაღა თქმა უნდა, საზღვარი აქვს უფლის მოთმინებასაც. ღმერთმა ნუ ქნას, თქვენი დაუდევრობის გამო, საშინელ სამსჯავროზე მოისმინოთ უფლის სიტყვები: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი (მათ. 13,30), მაშინ კი იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორ-ცუთა: დამფარენით ჩუენ! (ლუკ. 23,30), მაგრამ საკმაოდ გვიან იქნება. ვიმეორებ, გონს მოეგეთ, ვიდრე დროა. ამინ.

 

 

 


„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine