მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოუნანიებელ ცოდვილებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ დაუსჯელად გადარჩებიან
მოუნანიებელ ცოდვილებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ დაუსჯელად გადარჩებიან10-06-2014, 00:01 |
წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა ამაო ფიცის შესახებ
ცოდვილები, რომლებიც აღსარებით არ ინანიებენ ცოდვებს, დიდ ბოროტებაში ვარდებიან, მათ სურთ, საკუთარ თავში სინდისის ხმა ჩაახშონ, არ უნდათ იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ საშიში იქნება განსჯის დღე. ასეთნი ხშირად ამბობენ: რა ვქნათ, თუ შევცოდეთ? განა ცოტაა ამქვეყნად ცოდვილი? ხომ ეპატიებათ მათ მძიმე ცო-დვები, ხომ ცხოვრობენ ამქვეყნად, არც დარდი იციან, არც გასაჭირი? მეც ასე ვიქნები". მართლაც რომ არასწორი და ამასთან, ამაო ნუგეშია, ვინაიდან იგი აშკარად წარმოაჩენს ადამიანის ურწმუნოებას, უსინ-დისობას. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ცოდვილი ამქვეყნად კარგად ცხოვრობს, სრულიადაც არ ამტკიცებს იმას, რომ მიეტევა; პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ ასეთ ცოდვილთათვის, უმაღლესი სასჯელია გამზადებული. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ცოდვამოუნანიებელთ იმისთვის მოელით სასჯელი, რომ ბოროტად ისარგებლეს უფლის დიდი მოთმინებით; ამიტომ თავი კი არ უნდა ვინუგეშოთ, პირიქით, უნდა გამოვფხიზლდეთ, ვაღიაროთ და განვიწინდოთ ცოდვებისაგან. აბა, მიპასუხეთ: ვთქვათ, მონა გყავთ, როდის ექნება მას უმეტესად თქვენი შიში და რიდი, როდესაც სასჯელით დაემუქრებით, არა? ასევეა აქაც. ვინც ჯერ კიდევ არ დასჯილა, უფრო მეტი შიში მართებს, ვიდრე დასჯილებს. აბა, დაფიქრდი, აქაური სასჯელი მხოლოდ დროებითია, საიქიო კი-სამუდამო, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, რომ ზოგიერთი ცოდვილი ამქვეყნად კარგად ცხოვრობს, საკუთარ ცოდვაზე იფიქრე. ზოგი ცოდვილი ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც წარღვნის წინ ცხოვრობდნენ. ისინი წარღვნით არ დაის-ჯებიან, სამაგიეროდ, გეენიის ცეცხლში დაიწვებიან; ზოგიერთები სოდომელებივით სცოდავენ, მაგრამ არ ისჯებიან, მაგრამ ცეცხლის წვიმის ნაცვლად, მათთვის ცეცხლის მდინარეა გამზადებული საიქიოს; ზოგიერთები კადნიერები არიან, ფარაონივით სცოდავენ, მაგრამ ზღვაში არ იხრჩობიან, სამაგიეროდ ჯოჯოხეთის წყვდიადში დაისჯებიან და მარადიული ცეცხლით დაიტანჯებიან. ერთნი ისე იქცევიან, როგორც ისრაიტელნი, რომელთაც ცოდვათა გამო ასპიტები შეესივნენ, ამიტომ მათ გველების ნაცვლად დაუძინებელი მატლი შეჭამთ; ზოგი ისე იქცევა, როგორც გიეზია, მაგრამ კეთრით არ დაავადებულა, სამაგიეროდ განსასვენებელში მწარე ხვედრი მოელის; არსებობენ ფიცის გამტეხებიც, აქ თუ სასჯელს გადაურჩნენ, საიქიოს კბილთა ღრჭენა ელოდებათ." ასე რომ, დაუსჯელო ცოდვილებო, თავს ნუ მოიტყუებთ უსარ-გებლო იმედით, ვერ შეძლებთ, გაექცეთ სასჯელს და არც იფიქროთ, რომ უბრალოდ ჩაგივლით ცოდვილი ცხოვრება. გაიხსენეთ სახარები-სეული მდიდარი, მან არ იცოდა, რა იყო გასაჭირი, ცხოვრობდა ფუფუნებაში, პორფირით იმოსებოდა და რა შერჩა ხელთ სიკვდილის შემდეგ? იგი ჯოჯოხეთში მოხვდა და აბრაამისგან ეუწყა, რომ სატან-ჯველი სამუდამო იქნებოდა. იგივე გელოდებათ თქვენც, თუ დროზე არ მოეგებით გონს, თუ არ შეინანებთ საკუთარ ცოდვებს და ახალ ცხოვრებას არ დაიწყებთ. გახსოვდეთ, ყველაფერს აქვს საზღვარი, და, რაღა თქმა უნდა, საზღვარი აქვს უფლის მოთმინებასაც. ღმერთმა ნუ ქნას, თქვენი დაუდევრობის გამო, საშინელ სამსჯავროზე მოისმინოთ უფლის სიტყვები: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი (მათ. 13,30), მაშინ კი იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორ-ცუთა: დამფარენით ჩუენ! (ლუკ. 23,30), მაგრამ საკმაოდ გვიან იქნება. ვიმეორებ, გონს მოეგეთ, ვიდრე დროა. ამინ.
უკან დაბრუნება |