xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » შეჭირვების ჟამს ღვთისმოშიშებამ არ უნდა მიგვატოვოს
შეჭირვების ჟამს ღვთისმოშიშებამ არ უნდა მიგვატოვოს
8-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

შეჭირვების ჟამს ღვთისმოშიშებამ არ უნდა მიგვატოვოს

 

წმინდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის წამება

 

   მძიმე განსაცდელის ჟამს მრავალი ღვთისმოსავი სულიერად ეცემა, უძლურდება და ფიქრობს: „ალბათ უფალმა მიმატოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაინახავდა, რასაც ვითმენ და შემეწეოდა". ჭეშმა-რიტად ასეა თუ არა ეს? რა თქმა უნდა, არა. უფალი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და არ დაუშვებს, რომ თავისი მსახურნი იმაზე მეტად გამოსცადოს, ვიდრე მათ შეუძლიათ. თუკი დაუშვებს მათზე განსაცდელს, ხანდახან ძალიან მძიმესაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ზეციურ სასუფეველში უზენაესი ჯილდო მიანიჭოს, რადგან განსაცდელი ბოლომდე დაითმინეს და ღვაწლი აღასრულეს.

   ამის დასამტკიცებლად გავიხსენოთ ერთი ადგილი წმინდა დიდმო-წამე თეოდორე სტრატილატის ცხოვრებიდან. როდესაც მას ჯვარზე აკრავდნენ, იმ ტკივილის გარდა, რასაც სამსჭვალთა გაყრა იწვევდა, იგი ითმენდა სხვა საშინელ განსაცდელსაც, რამაც სულიერად და ხორციელად გამოფიტა იგი. მან შესძახა:

   -უფალო, უფალო, შენ დამპირდი, რომ ჩემთან იქნებოდი; რატომ მიმატოვე? აი, დადგა დახმარების ჟამი! მიშველე, ვინაიდან შენს გამო ვითმენ ტანჯვა-წამებას, შენი სიყვარულის გამო ვიტან ამგვარ გან-საცდელს. განმამტკიცე ღმერთო, ან გაიყვანე ჩემი სული ჩემი სხეუ-ლიდან, ვინაიდან აღარ ძალმიძს მეტი დავითმინო.

   როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, თეოდორე დადუმდა. მტარ-ვალმა ლიკინიუსმა იფიქრა, რომ წმინდანი აღესრულა და ბრძანა, მისი სხეული დილამდე ჯვარზე გაკრული დაეტოვებინათ. თავად კი დატოვა იქაურობა და წავიდა.

   შუაღამისას გამოცხადდა ანგელოზი, ჯვრიდან ახსნა წმინდანის სხეული, ეამბორა მას და უთხრა:

   -გიხაროდეს, თეოდორე, ქრისტეს მხედარო! ნუ შეშინდები, განმტ-კიცდი ქრისტეს, ჭეშმარიტი უფლის სახელით. აი, შენთან არს ღმერ-თი. რატომღა ამბობდი, რომ ღმერთმა დაგტოვა? განასრულე შენი ღვაწლი და მიეახლე უფალს, რათა შეიმკო შენთვის გამზადებული დიდების გვირგვინით.

   ამის თქმისთანავე ანგელოზი გაუჩინარდა, წმინდანი კი ადიდებდა და მადლობდა ღმერთს.

   ამრიგად, ქრისტიანებო, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს თქვენი განსა-ცდელი, არ უნდა იფიქროთ, რომ უფალმა დაგტოვათ. წმინდა მოწამე ეკატერინემ მასთან გამოცხადებულ ღმერთს ჰკითხა:

   -სად იყავი უფალო, რომ არ მანუგეშე ამ საშინელი ტანჯვა-წამების ჟამს?

   -აქ ვიყავი, შენს გულში!-უპასუხა უფალმა.

   და ეს სიტყვები შენც გახსოვდეს, მოწამე ქრისტიანო და არ იფიქრო, რომ დაფარულია უფლისაგან შენი მწუხარება. უზენაესი ყოველივეს ხედავს და ყოველივე იცის; და რაც უფრო მჭმუნვარებს შენი სული, მით უფრო ახლოს არის შენთან.

   ამ სწავლებას წმინდა დიმიტრის სიტყვით დავასრულებთ: „ვინა-იდან ყველა უბედურება, მწუხარება და განსაცდელი უფლის მოვლე-ნილია, იგი წყალობად უნდა მივიღოთ, რადგან უფალს ჩვენთვის მუდამ კარგი სურს, ნებისმიერი განსაცდელი ჩვენს სულს სასიკეთოდ წაადგება. უფალი განსაცდელს მოგვივლენს არა ჩვენდა საზიანოდ, არამედ ჩვენი სულის განსამტკიცებლად და სიკეთის ნაყოფის გასა-მრავლებლად. როდესაც ხედავს მოწამის დათმენის უნარს, მორჩი-ლებას, ჭმუნვას სიხარულად გადაუქცევს. ამიტომ, სრულად მივენ-დოთ მას და დავემორჩილოთ მის შეუცნობელ განგებას. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine