მთავარი > წმიდათა ცხოვრება > შეჭირვების ჟამს ღვთისმოშიშებამ არ უნდა მიგვატოვოს
შეჭირვების ჟამს ღვთისმოშიშებამ არ უნდა მიგვატოვოს8-06-2014, 00:01 |
წმინდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის წამება
მძიმე განსაცდელის ჟამს მრავალი ღვთისმოსავი სულიერად ეცემა, უძლურდება და ფიქრობს: „ალბათ უფალმა მიმატოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაინახავდა, რასაც ვითმენ და შემეწეოდა". ჭეშმა-რიტად ასეა თუ არა ეს? რა თქმა უნდა, არა. უფალი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და არ დაუშვებს, რომ თავისი მსახურნი იმაზე მეტად გამოსცადოს, ვიდრე მათ შეუძლიათ. თუკი დაუშვებს მათზე განსაცდელს, ხანდახან ძალიან მძიმესაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ზეციურ სასუფეველში უზენაესი ჯილდო მიანიჭოს, რადგან განსაცდელი ბოლომდე დაითმინეს და ღვაწლი აღასრულეს. ამის დასამტკიცებლად გავიხსენოთ ერთი ადგილი წმინდა დიდმო-წამე თეოდორე სტრატილატის ცხოვრებიდან. როდესაც მას ჯვარზე აკრავდნენ, იმ ტკივილის გარდა, რასაც სამსჭვალთა გაყრა იწვევდა, იგი ითმენდა სხვა საშინელ განსაცდელსაც, რამაც სულიერად და ხორციელად გამოფიტა იგი. მან შესძახა: -უფალო, უფალო, შენ დამპირდი, რომ ჩემთან იქნებოდი; რატომ მიმატოვე? აი, დადგა დახმარების ჟამი! მიშველე, ვინაიდან შენს გამო ვითმენ ტანჯვა-წამებას, შენი სიყვარულის გამო ვიტან ამგვარ გან-საცდელს. განმამტკიცე ღმერთო, ან გაიყვანე ჩემი სული ჩემი სხეუ-ლიდან, ვინაიდან აღარ ძალმიძს მეტი დავითმინო. როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, თეოდორე დადუმდა. მტარ-ვალმა ლიკინიუსმა იფიქრა, რომ წმინდანი აღესრულა და ბრძანა, მისი სხეული დილამდე ჯვარზე გაკრული დაეტოვებინათ. თავად კი დატოვა იქაურობა და წავიდა. შუაღამისას გამოცხადდა ანგელოზი, ჯვრიდან ახსნა წმინდანის სხეული, ეამბორა მას და უთხრა: -გიხაროდეს, თეოდორე, ქრისტეს მხედარო! ნუ შეშინდები, განმტ-კიცდი ქრისტეს, ჭეშმარიტი უფლის სახელით. აი, შენთან არს ღმერ-თი. რატომღა ამბობდი, რომ ღმერთმა დაგტოვა? განასრულე შენი ღვაწლი და მიეახლე უფალს, რათა შეიმკო შენთვის გამზადებული დიდების გვირგვინით. ამის თქმისთანავე ანგელოზი გაუჩინარდა, წმინდანი კი ადიდებდა და მადლობდა ღმერთს. ამრიგად, ქრისტიანებო, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს თქვენი განსა-ცდელი, არ უნდა იფიქროთ, რომ უფალმა დაგტოვათ. წმინდა მოწამე ეკატერინემ მასთან გამოცხადებულ ღმერთს ჰკითხა: -სად იყავი უფალო, რომ არ მანუგეშე ამ საშინელი ტანჯვა-წამების ჟამს? -აქ ვიყავი, შენს გულში!-უპასუხა უფალმა. და ეს სიტყვები შენც გახსოვდეს, მოწამე ქრისტიანო და არ იფიქრო, რომ დაფარულია უფლისაგან შენი მწუხარება. უზენაესი ყოველივეს ხედავს და ყოველივე იცის; და რაც უფრო მჭმუნვარებს შენი სული, მით უფრო ახლოს არის შენთან. ამ სწავლებას წმინდა დიმიტრის სიტყვით დავასრულებთ: „ვინა-იდან ყველა უბედურება, მწუხარება და განსაცდელი უფლის მოვლე-ნილია, იგი წყალობად უნდა მივიღოთ, რადგან უფალს ჩვენთვის მუდამ კარგი სურს, ნებისმიერი განსაცდელი ჩვენს სულს სასიკეთოდ წაადგება. უფალი განსაცდელს მოგვივლენს არა ჩვენდა საზიანოდ, არამედ ჩვენი სულის განსამტკიცებლად და სიკეთის ნაყოფის გასა-მრავლებლად. როდესაც ხედავს მოწამის დათმენის უნარს, მორჩი-ლებას, ჭმუნვას სიხარულად გადაუქცევს. ამიტომ, სრულად მივენ-დოთ მას და დავემორჩილოთ მის შეუცნობელ განგებას. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |