xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » უფლის ტაძარში სიარულის შესახებ
უფლის ტაძარში სიარულის შესახებ
24-04-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უფლის ტაძარში სიარულის შესახებ

 

იოანე ოქროპირის სიტყვა, რომელიც მოგვიწოდებს, მივატოვოთ ყველა საქმე და ეკლესიაში წავიდეთ

 

   ბევრი ქრისტიანი ზარმაცია, მათ ღვთის სახლში მისვლა ეზარებათ და იქ დღესასწაულის დღეებშიც კი არ დადიან. ეკლესიის ზარები თითქოს უდაბნოში რეკენ და ჩვენი ეკლესიებიც ცარიელია. გვსურს, ასეთ ზარმაცებს შევახსენოთ იოანე ოქროპირის სიტყვები, თუკი ჩვენ არ გვისმენენ, ყოველთა მოძღვარს მაინც მიაპყრონ ყური.

   „ყველას ვევედრები, ასწავლეთ ზარმაცებს ეკლესიაში სიარული. თქვენ უკვე იგემეთ სწავლის სიტკბოება, ხოლო მათ-არა. ეკლესია ხომ ყველას თავშესაფარია. ამიტომ ვისწრაფოთ მისკენ. თუ მართალი ხარ, შემოდი ეკლესიაში, რათა დაიცვა შენი მართლმორწმუნოება, თუ ცოდვილი ხარ, იჩქარე, რათა გადარჩე; თუკი არ შეისმენ ეკლესიის სწავლებას, როგორღა შესძლებ კეთილად წარმართო სულიერი ცხოვრება? უფლის სიტყვას ნათელს ეძახიან და ეს ყოველგვარ ხილულ ნათელზე დიადია, ვინაიდან იგი სულს ანათებს. თქვენ, ვინც ხშირად დადიხართ ეკლესიაში, სხვებშიც გააღვიძეთ იგივე სურვილი. ნუ იტყვით, დაკავებული ვარ და არ შემიძლია წამისვლა, იფიქრეთ იმაზე, ვინც მოხმობილნი იყვნენ სამეფო სერობაზე და არ მივიდნენ. ერთმა მოიმიზეზა, ხუთი წყვილი ხარი ვიყიდე, მეორემ-მინდორი, მესამემ-ცოლი შევირთეო. ამის გამო მათზე მეფე განრისხ-და. თქვენ ერთი საათიც არ გსურთ, დაუთმოთ უფალს. რატომ გიჭირთ ეკლესიაში წასვლა, თუკი ვინმე ოქრო-ვერცხლს, თაფლს ან ლუდს დაარიგებდა, მაშინ ხომ იჩქარებდით გაქცევას, ხოლო ეკლე-სიაში, სადაც ყოველდღიურად უფლის სიტყვა რიგდება, რომელიც ყველა თვალ-მარგალიტზე და ოქროზე ძვირფასი და თაფლზე ტკბილია, იშვიათად დადიხართ. ამიტომაც განვიკითხავ თქვენს სიზარმაცეს, ვკიცხავ იმ დაუდევრობას, რასაც ეკლესიის მიმართ იჩენთ. თქვენი სული საღვთო სწავლების გარეშე რჩება, რომლის მეშვეობითაც შეგეძლოთ ღვთისმოსავი გამხდარიყავით და სული გეხსნათ.

   ამრიგად, ძმანო, იჩქარეთ უფლის ეკლესიაში მისვლა, დატკბით უფლის სიტყვებით, რომელიც ყველა ოქროზე ფასეულია. საღვთო ლიტურგიის დროს გაბრწყინდებით მაცხოვნებელი შეგონებებით, ჩვენი მხსნელის ცხოვრების სმენით. აქ ადიდებთ ღმერთს ქერუბი-მებთან და სერაფიმებთან ერთად და ბოლოს შეძლებთ, წმინდა ზიარების საშუალებით მიეახლოთ უფალს, მის წმინდა სისხლსა და ხორცს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine