xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » წმინდა ღვთივსათნონი სიყვარულით იღებენ მათთვის განკუთვნილ შესაწირს - წმინდა გიორგის პირველი სასწაული
წმინდა ღვთივსათნონი სიყვარულით იღებენ მათთვის განკუთვნილ შესაწირს - წმინდა გიორგის პირველი სასწაული
22-11-2020, 22:14  / ამოსაბეჭდი ვერსია

წმინდა ღვთივსათნონი სიყვარულით იღებენ მათთვის განკუთვნილ შესაწირს - წმინდა გიორგის პირველი სასწაული

 

   მრავალ ქრისტიანს განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ზოგიერთი წმინდა მოწამე და ამ სიყვარულის გამო ტაძარში მათ სახელზე სხვადასხვა საჩუქარს სწირავს. ძმებო, აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ასეთ მსხვერპლშეწირვას, სიამოვნებთ თუ არა წმინდანებს ასეთი ძღვენი? რა გითხრათ ამის შესახებ?

   სირიაში იყო ერთი ქალაქი, სადაც წმინდა მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელზე ეკლესია შენდებოდა. ტაძარი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო და საჭირო გახდა მრავალი საყრდენი ბოძის შედგმა. ბოძების საშოვნელად და მშენებლობაზე მისატანად ქრისტიანები ზრუნავდნენ. ამ დროს ერთმა ქალმა, რომელსაც ძალიან უყვარდა მთავარმოწამე გიორგი, ნახა ერთი ბოძი, ეკლესიისათვის გამოსადეგი. ქალმა არ იცოდა, როგორ მიეტანა იგი მშენებლობაზე. მან საკუთარი სახსრებით ბოძი ზღვის ნაპირზე მიიტანა და შემდეგ ერთ კაცს სთხოვა, სატვირთო გემით იგი მშენებლობაზე წაეღო. კაცს ბევრი ბოძი ჰქონდა ჩასატვირთი, მან გემში მხოლოდ თავისი ტვირთი აიტანა და ზღვაში გასცურა. დადარდიანებული ქალი მიწაზე დაემხო და მწარედ ატირდა. იგი მხურვალედ ევედრებოდა მთავარმოწამეს ტვირთის ადგილამდე ჩატანაში დახმარებოდა. წმინდანმა შეისმინა მისი ვედრება. ქალმა სიზმრად მხედრულად გამოწყობილი წმინდა გიორგი იხილა, რომელმაც ჰკითხა:

   -რისთვის ზრუნავ და რა არის შენი მწუხარების მიზეზი?

   ქალმა მთავარმოწამეს უპასუხა, რომ სიკეთის გაკეთება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. მაშინ წმინდა გიორგი ცხენიდან ჩამოქვეითდა და კვლავ ჰკითხა:

   -სად გსურს ამ ბოძის დადგმა?

   -ეკლესიის მარჯვენა მხარეს,-უპასუხა ქალმა.

   მთავარმოწამემ ბოძს თითით წააწერა, რომ იგი უნდა ყოფილიყო ეკლესიის მეორე საყრდენი ბოძი-მარჯვენა მხარეს. შემდეგ დედაკაც-საც იგივე უთხრა და მასთან ერთად ბოძი ზღვაში გადააგდო. ამით სიზმარი დასრულდა. მეორე დღეს ბოძი დანიშნულების ადგილზე იყო. ამ სასწაულის შემყურე ხალხი შეძრწუნდა და განცვიფრდა. მათ ადიდეს უფალი და ბოძი იქ დადგეს, სადაც წმინდა გიორგიმ მიუთითა.

   ამგვარად, ნათელია, რომ ჩვენს მიერ მირთმეული ძღვენი საამოა წმინდანებისთვის, იგი უკვალოდ არ დაიკარგება. უფლის მადლით გაბრწყინებული წმინდანები გვიმზერენ ჩვენ და იციან, რას ვგრძ-ნობთ მათ მიმართ. უეჭველად მიიღებენ ჩვენს ძღვენს, სიყვარულზე სიყვარულით გვიპასუხებენ და ჩვენთვის ლოცვას აღავლენენ უფლის წინაშე. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine