xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » განსაცდელი ქრისტიანისთვის სასარგებლოა
განსაცდელი ქრისტიანისთვის სასარგებლოა
5-04-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

განსაცდელი ქრისტიანისთვის სასარგებლოა

 

სიტყვა ქალზე, რომელიც ლოცულობდა იმისთვის, რომ უფალს მისთვის განსაცდელი მოევლინა

 

   რატომ ვსულმოკლეობთ, ძმანო, განსაცდელის ჟამს? იმიტომ, რომ არ გვესმის, ჩვენი განსაცდელი ჩვენ ხსნას, ჩვენს მომავალ ნეტარებას რომ ემსახურება, თუკი, რა თქმა უნდა, მას უფლის ერთგულებითა და მორჩილებით გადავიტანთ. შეხედეთ ღვთივსათნო წამებულებს. ჭეშმარიტად, მათ კარგად იცოდნენ, რომ განსაცდელი აუცილებელი და სასარგებლოა სულის გადასარჩენად და არც შეჭირვების და არც კეთილდღეობის ჟამს არ სულმოკლეობდნენ; შეიძლება ითქვას, თავად სურდათ განსაცდელში ყოფნა, ეძიებდნენ და უფალს ევედ-რებოდნენ მის მოვლენას.

   ერთი ბერი, რომელიც ალექსანდრიაში იმყოფებოდა, ტაძარში სა-ლოცავად შევიდა. იქ ერთი მოკრძალებულად შემოსილი ღირსეული ქალი დაინახა, რომელსაც თან მონა ახლდა. ამ ქალმა შესძახა:

   - ნუ დამიტევებ უფალო, შემიწყალე, ყოველთა მწყალობელო.

   ამის გამგონე და ასეთი აცრემლებული მლოცველის შემყურე ბერმა გაიფიქრა: ალბათ ქვრივია და ვიღაცამ გაანაწყენა. იგი დაელოდა ქალს, ვიდრე ლოცვას დაასრულებდა, მოიხმო მისი მონა და უთხრა:

   - გადაეცი შენს ქალბატონს, რომ მასთან გასაუბრება მსურს.

   მონამ ქალს დანაბარები გადასცა და ისიც მივიდა ბერთან. ბერმა ჰკითხა:

   - ვინ გაწყენინა, რომ ასე მწარედ შესჩივი უფალს?

   აცრემლებულმა ქალმა კი უპასუხა:

   - მე სრულ სიმშვიდეში ვხცოვრობ და ჩემთვის ჯერ არავის უწყე-ნინებია. ამიტომაც ვტირი, ალბათ ჩემი დაუდევრობის გამო მიმატოვა უფალმა და სამი წლის მანძილზე ერთხელაც არ გამოვუცდივარ. ამ ხნის განმავლობაში არც მე გავმხდარვარ ავად, არც ჩემი ვაჟი, შინაური ფრინველებიდანაც კი ერთიც არ დამკარგვია. როდესაც ამაზე დავ-ფიქრდები, მგონია, რომ ღმერთი განმირისხდა და ვევედრები, რაიმეთი მაინც გამომცადოს.

   გაუკვირდა ბერს ქალის ღვთისმოშიშება და მტკიცე სულიერება, წავიდა და უფალს ევედრებოდა მისთვის. აი, როგორ უყურებდნენ განსაცდელს ღვთისმოსავნი; ისინი განსაცდელში უფლის მადლსა და მოწყალებას ხედავდნენ. ეს ჭეშმარიტად ასეა. განსაცდელი აჭირვებს სულს, განსაცდელში მყოფს ძალაუნებურად მუხლი ედრიკება, ტი-რის, ლოცულობს, ემორჩილება უფალს. განსაცდელში სული გვიმტკიცდება, ბედნიერებაში - სუსტდება, უბედურებაში სული მოთ-მინებას ეჩვევა და ადამიანი ზნეობრივად მყარდება. უბედურებიდან ადამიანი გამოდის ისე, როგორც ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო. მისი სული თავისუფლად იღება ყოველგვარი კეთილისა და მშვე-ნიერის აღსაქმელად. დაე, წმინდა იყოს ჩვენთვის ნება ღვთისა, მოგვანიჭოს სიხარული, რათა ვადიდოთ იგი განსაცდელის ჟამს. კურთხეულ იყოს სახელი მისი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine