მთავარი > ლოცვა > განსაცდელი ქრისტიანისთვის სასარგებლოა
განსაცდელი ქრისტიანისთვის სასარგებლოა5-04-2014, 00:01 |
სიტყვა ქალზე, რომელიც ლოცულობდა იმისთვის, რომ უფალს მისთვის განსაცდელი მოევლინა
რატომ ვსულმოკლეობთ, ძმანო, განსაცდელის ჟამს? იმიტომ, რომ არ გვესმის, ჩვენი განსაცდელი ჩვენ ხსნას, ჩვენს მომავალ ნეტარებას რომ ემსახურება, თუკი, რა თქმა უნდა, მას უფლის ერთგულებითა და მორჩილებით გადავიტანთ. შეხედეთ ღვთივსათნო წამებულებს. ჭეშმარიტად, მათ კარგად იცოდნენ, რომ განსაცდელი აუცილებელი და სასარგებლოა სულის გადასარჩენად და არც შეჭირვების და არც კეთილდღეობის ჟამს არ სულმოკლეობდნენ; შეიძლება ითქვას, თავად სურდათ განსაცდელში ყოფნა, ეძიებდნენ და უფალს ევედ-რებოდნენ მის მოვლენას. ერთი ბერი, რომელიც ალექსანდრიაში იმყოფებოდა, ტაძარში სა-ლოცავად შევიდა. იქ ერთი მოკრძალებულად შემოსილი ღირსეული ქალი დაინახა, რომელსაც თან მონა ახლდა. ამ ქალმა შესძახა: - ნუ დამიტევებ უფალო, შემიწყალე, ყოველთა მწყალობელო. ამის გამგონე და ასეთი აცრემლებული მლოცველის შემყურე ბერმა გაიფიქრა: ალბათ ქვრივია და ვიღაცამ გაანაწყენა. იგი დაელოდა ქალს, ვიდრე ლოცვას დაასრულებდა, მოიხმო მისი მონა და უთხრა: - გადაეცი შენს ქალბატონს, რომ მასთან გასაუბრება მსურს. მონამ ქალს დანაბარები გადასცა და ისიც მივიდა ბერთან. ბერმა ჰკითხა: - ვინ გაწყენინა, რომ ასე მწარედ შესჩივი უფალს? აცრემლებულმა ქალმა კი უპასუხა: - მე სრულ სიმშვიდეში ვხცოვრობ და ჩემთვის ჯერ არავის უწყე-ნინებია. ამიტომაც ვტირი, ალბათ ჩემი დაუდევრობის გამო მიმატოვა უფალმა და სამი წლის მანძილზე ერთხელაც არ გამოვუცდივარ. ამ ხნის განმავლობაში არც მე გავმხდარვარ ავად, არც ჩემი ვაჟი, შინაური ფრინველებიდანაც კი ერთიც არ დამკარგვია. როდესაც ამაზე დავ-ფიქრდები, მგონია, რომ ღმერთი განმირისხდა და ვევედრები, რაიმეთი მაინც გამომცადოს. გაუკვირდა ბერს ქალის ღვთისმოშიშება და მტკიცე სულიერება, წავიდა და უფალს ევედრებოდა მისთვის. აი, როგორ უყურებდნენ განსაცდელს ღვთისმოსავნი; ისინი განსაცდელში უფლის მადლსა და მოწყალებას ხედავდნენ. ეს ჭეშმარიტად ასეა. განსაცდელი აჭირვებს სულს, განსაცდელში მყოფს ძალაუნებურად მუხლი ედრიკება, ტი-რის, ლოცულობს, ემორჩილება უფალს. განსაცდელში სული გვიმტკიცდება, ბედნიერებაში - სუსტდება, უბედურებაში სული მოთ-მინებას ეჩვევა და ადამიანი ზნეობრივად მყარდება. უბედურებიდან ადამიანი გამოდის ისე, როგორც ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო. მისი სული თავისუფლად იღება ყოველგვარი კეთილისა და მშვე-ნიერის აღსაქმელად. დაე, წმინდა იყოს ჩვენთვის ნება ღვთისა, მოგვანიჭოს სიხარული, რათა ვადიდოთ იგი განსაცდელის ჟამს. კურთხეულ იყოს სახელი მისი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |