xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » დათმენის შესახებ
დათმენის შესახებ
14-03-2014, 01:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

დათმენის შესახებ

 

 

 

წმიდა ღირსი მამის პალადის მიერ თქმული

 

   უფალი ამბობს: მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი (ლუკ. 21, 19), სხვაგან კი ბრძანებს: (მათ. 10, 22). ჩვენი მხსნელის სიტყვებიდან ნათელია, რომ ზეცისაკენ მიმავალი გზა განსაცდელებით არის აღსავსე და ამ გზაზე მოთმინებით სიარულია საჭირო. იბადება კითხვა - გველოდება ჯილდო ამ დათმენისათვის? აქვს კი აზრი მოთმინებას? რა არის მიზანი ბოლომდე დათმენისა?

   ღირსი მამა პალადი მასთან შეკრებილ ძმებს ასწავლიდა: „ვიღვა-წოთ, რათა უდიდესი სიკეთით საუკუნოდ დავტკბეთ. შეხედეთ წამებულებს, შეხედეთ მმარხველებს, რა მამაცურად იღვწოდნენ და როგორ შეიმოსნენ ისინი გვირგვინით უფლის მიერ. როგორ ფიქ-რობთ, მათი ძალა ადამიანურ ძალებს აღემატებოდა? მათ თვალებს თხრიდნენ, ხელ - ფეხს კვეთდნენ, სხვებს ცეცხლზე წვავდნენ, ზღვაში აგდებდნენ, ზოგიერთი მდინარეში შეეგება სიკვდილს, ზოგს სიცოცხლე ისე წაართვეს, როგორც ბოროტმოქმედს, ზოგი მხეცებს დააგლეჯინეს და ყველაფერი ეს მათ უფლის დიდებით გადაიტანეს და დაითმინეს. რაც უფრო აღიძვროდა მათ წინააღმდეგ ეშმაკი, მით უფრო აღიჭურვებოდნენ ისინი სიმამაცით და ბოროტს აწბილებდნენ. იმედი იმისა, რომ უფალი დააჯილდოებდა დათმენის გამო, ამაო არ აღმოჩნდა. მათი ტანჯვა მაცხოვარმა არ დაივიწყა და ზეცაში ქება, ხოლო სააქაოს სახელი და დიდება მოიხვეჭეს. უფალმა ამგვართ სასწაულთქმედების ძალა უბოძა. მათ შეძლეს ბრმათათვის თვალის ახელა, კეთროვანთა განკურნება, ეშმაკის განდევნა. უფალმა განუხვნა მათ ზეციური კარიბჭე, მიანიჭა მარადიული სიცოცხლე და შეიყვანა ზეციურ იერუსალიმში, იქ სადაც მარადიული სიხარულია."

   როგორც ვხედავთ, დათმენისათვის არსებობს ჯილდო. უფლის გამო მოთმინებას აქვს აზრი, არსებობს მიზანი, რისთვისაც ბოლომდე უნდა ითმინო. ვინც დაითმენს, ცრემლის ნაცვლად სიხარულს მოიმკის. რა უნდა მოვიმკათ და რისთვის? სიკვდილისათვის სამუ-დამო სიცოცხლეს მოვიმკით, მწუხარების სნაცვლოდ - დაუსრუ-ლებელ სიხარულს, წყვდიადის ნაცვლად - ნათელსა და დაუღამებელ დღეს, ტანჯვის ნაცვლად - დიდების გვირგვინს, ბორკილების ნაცვლად - სამუდამოდ თავისუფლებას. ასეთი მოთმინებით აღჭურ-ვილ ადამიანებზე იოანე ღვთისმეტყველი იტყვის: ვიხილე ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათ მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა, და ხელთა მათთა აქუნდა ფინიკები... და ვარქუ მას, უფალო ჩემო, ვიეთნი არიან?... და მრქუა მე - ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელი მათნი და განსპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. ამისთვის არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკვიდროს მათ შორის... და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა (გამოცხ. 7, 9-17). აი, ასეთია ჯილდო დამთმენთათვის.

   გავითვალისწინოთ ეს და ბოლომდე დავითმინოთ, ძმანო, რადგან ნათქვამია: გადარჩება არა მცირედის დამთმენი, არამედ ბოლომდე მოთმინებით აღჭურვილი. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი 2. 

 

 


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine