xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » მონაზვნური ცხოვრების მეტრფეთ
მონაზვნური ცხოვრების მეტრფეთ
9-01-2014, 01:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

მონაზვნური ცხოვრების მეტრფეთ

 

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმინდანთა შორის მამისა ჩვენისა ფილიპე სასწაულმოქმედის ხსენება

 

 

 

   მრავალია ისეთი ადამიანი, ვისაც მონაზვნურად ყოფნა სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის ცოტა თუა ისეთი, რომ შეესმოდეთ ჭეშმარიტი მონაზვნების არსი, და შეეძლოთ მისთვის თავის მომზადება. ეს ადამიანები უპირველესად ამგვარ შეცდომაში ვარდებიან მონაზვნებობის არსის თაობაზე: ისინი ფიქრობენ, რომ ბერული ცხოვრება იოლი და სასიამოვნოა და რომ მონასტრებში მხოლოდ ილოცონ უნდა, სხვა არაფრის გაკეთება არაა საჭირო. და თუნდაც მხოლოდ ეს ერთი შეცდომა მომავალში მათთვის ფრიად სავალალო მოვლენათა მიზეზი შეიქნება ხოლმე. მონასტერში მოხვედრის შემდეგ, ამ თავიანთი „უსაქმურული" წარმოდგენის წყალობით ყველაზე უბადრუკი მონაზვნები დგებიან და მხოლოდდამხოლოდ აბუჩად აგდების საგანი და ცდუნების მიზეზი ხდებიან როგორც მათთან ერთად მცხოვრები ბერებისათვის, ასევე ერისკაცთათვის. განა კარგია ეს? როგორც ხედავთ, ფრიად ცუდია. როგორ მოვიქცეთ? აი, რას ვიზამთ: უპირველეს ყოვლისა ყველას, ვისაც მონაზვნობა სურს, მაგრამ არ ესმის მისი ნამდვილი არსი, მივუთითებთ თუნდაც ერთ მაგალითს იმისა, როგორ ემზადებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის მონები და როგორ იქცეოდნენ ისინი აღკვეცის შემდეგ.

   წმინდა ფილიპე, მოსკოვის მიტროპოლიტი, წარჩინებულის შვილი იყო და სიჭაბუკეში მეფის სამსახურში მისცეს. ცხოვრების ოცდამეათე წელს, ერთხელ, როდესაც ეკლესიაში იმყოფებოდა, მასზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა: ვერვის ჴელ - ეწიფების ორთა უფალთა მონებად,და მალე მას ბერად შედგომის აზრი გაუჩნდა. რაც დრო გადიოდა, ეს აზრი უფრო და უფრო მტკიცდებოდა მასში და მან, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა მისი ასრულება. რით დაიწყო? უპირველესად, გაემართა წმინდა ადგილებისკენ და გულმხურვალედ შესთხოვა ღმერთსა და მის წმინდანებს, მისი შემწენი ყოფილიყვნენ ახალ ცხოვრებაში. შემდეგ, რათა უკეთ დასჩვეოდა შრომას, რომელიც მონასტერში მოუწევდა, წმინდა ფილიპე ნოვგოროდის მხარეში მცხოვრებ ერთ გლეხთან დასახლდა და ცხვრის მწყემსად დაუდგა. ასე იცხოვრა კარგახანს, შემდეგ კი გაემართა თავის საყვარელ სოლოვეცის მონასტერში და აქ უკვე საბოლოოდ შეუდგა მონაზვნური ცხოვრებისთვის მზადებას. როგორ? „შეშასაც აპობდა," - მოგვითხრობს მისი ცხოვრების აღმწერელი, - „საბოსტნე მიწასაც ამუშავებდა, ქვებსაც ზიდავდა, ზოგჯერ ნაკელიც გადაჰქონდა ზურგით და სხვა მრავალ მძიმე სამუშაოსაც ასრულებდა. მრავალჯერ დამცირებული და გვემული უგუნურთა მიერ, არ განრისხდებოდა, არამედ სიხარულით და მორჩილებით დაითმენდა ყოველივეს, და არავინ უწყოდა, თუ ვინ იყო და საიდან. ამგვარ ღვაწლში საკმაოდ დიდი ხანი გაატარა და შემდგომ ამისა იღუმენს აღკვეცა სთხოვა. იღუმენმა აასრულა მისი სურვილი. ამის შემდეგ წმინდა ფილიპესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, და ამ ცხოვრებას იგი ამგვარად ატარებდა: იღუმენმა იგი სამზარეულოში გაამწესა, ფილიპეც უსიტყვოდ მუშაობდა იქ საძმოსთვის, ცეცხლს აჩაღებდა, შეშას აპობდა. მრავალი დღე ამგვარად იშრომა და შემდეგ საცხობში გაგზავნეს. არც ამ საქმეში გაზარმაცებულა, იქაც შეშას იკიდებდა საკუთარ ქედზე, წყალსაც ზიდავდა. საკმაო ხანს იშრომა ასე, შემდეგ კი ახალაღკვეცილი ბერი იმისათვის, რომ ლოცვას და ღვთივმზრახველობას დაუფლებოდა, ერთხანს უდაბნოში განმარტოვდა, შემდეგ კი კვლავ მონასტერს დაუბრუნდა. აქ, როგორც საუკეთესო ბერი, წმინდა ფილიპე იღუმენის თანაშემწე გახადეს, ცხრა წლის შემდეგ კი იღუმენად დაადგინეს."

   აი, როგორ ემზადებოდნენ მონაზვნობისთვის ღვთის ჭეშმარიტი მონები და როგორ ირჯებოდნენ აღკვეცის შემდეგ! მათი მაგალითი მონაზვნური ცხოვრების ქარაფშუტა მეტრფეებს ცხადად უჩვენებს, რომ მონაზვნური ცხოვრება არ არის უქმი ცხოვრება, არამედ მძიმე გარჯაა და აღსავსეა შრომასთან დაკავშირებული ყოველგვარი საცდურით, გაჭირვებითა და ჭმუნვით! დაე, მონაზვნობის მსურველებმა გაიაზრონ ეს, შეიცვალონ თავიანთი უგუნური წარმოდგენა სამონასტრო ცხოვრების თაობაზე და მისთვის, გარდა ლოცვისა, თავი შეიმზადონ გარჯის, თავმდაბლობის და მორჩილების გზითაც. ეს იქნება მათთვის საუკეთესო და უწმინდესი საქმე. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 


 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine