ამ საოცარი წმინდანის ცხოვრებაზე რომ ვწერ, მსურს უფრო მხატვრულად გამოვხატო სახელოვანი აღმსარებლისა და ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამის სულიერი სილამაზე. ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და საქმიანობას ძალუძს გაქვავებული გულებიც კი მოალბოს და აღაფრთოვანოს. პიროვნული თვისებებითა და მოღვაწეობით გამორჩეული ეს უდიდესი მამა ბრწყინვალედ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომლის განმარტებასაც მივუძღვენით წინა თავები, სახელდობრ: ეკლესიის წიაღში სარწმუნოებრივი საკითხების ახსნისა და დამტკიცებისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პიროვნებათა არც რაოდენობას და არც იერარქიულ მდგომარეობას. ჭეშმარიტების მცველებად სულიწმიდის შთაგონებით არც ისე იშვიათად გვევლინებიან სწორედ იერარქიული ხარისხის უქონელი პირები. ნათელი მაგალითი ასეთი ღვთივრჩეული პიროვნებისა გახლავთ წმიდა მაქსიმე აღმსარებელი