xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 2)
ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 2)
6-02-2018, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია
 

ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 2)

 

 

   აღსანიშნავია, რომ აპოკატასტასისის იდეებისკენ ლტოლვა ბოლო დროს ცალკეულ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებსაც შეეტყოთ. ამავდროულად მათი კრიტიკის საგანი შეიქნა მართლმადიდებლური სწავლება მარადიული ტანჯვისა და ზოგადად ცოდვის არსის შესახებ. თანამედროვე ლიბერალები ცდილობენ შთაგვაგონონ შემდეგი: ცოდვა საიმისოდაა მოგონილი, რომ ადამიანი შიშში ამყოფოს, შეზღუდოს და შეკრას მისი თავისუფლება, მოუკლას მას სიცოცხლის სიხარული. მოდერნისტების აზრით, ეს „მარტივი ღვთისმეტყველებაა" და „ღვთის შიშის დანერგვის პედაგოგიური არგუმენტი", ძველი ცრურწმენაა, რომელიც თურმე დღეს „უკვე აღარ მოქმედებს".1

   პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენიც იზიარებს საყოველთაო ცხონების თეორიას და ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამს: „განა შეიძლება სიყვარულის ღმერთმა მარადიულად ტანჯოს ადამიანი დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო? ნუთუ ბოროტების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ ის იარსებებს მაშინაც, როდესაც „ყველგან" იმეფებს უფალი?" (Сын Человеческий. Брюсель. 1983. გვ. 128).

   ცნობილია, რომ აპოკატასტასისის ცრუსწავლებას სხვადასხვა ფორმით, იზიარებდნენ რელიგიური მოაზროვნეები და ფილოსოფოსები: მღვდ. პ. ფლორენსკი, დეკ. ს. ბულგაკოვი, ვლ. სოლოვიოვი, ა. ბერდიაევი და სხვები.

   ზემოაღნიშნული პათოსი შეინიშნება მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მოსაზრებებშიც. შეკითხვაზე თუ რას ფიქრობდა საყოველთაო ცხონების სწავლებაზე, ანტონ სუროჟელმა უპასუხა: „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ მტკიცებულებას იმედის - შემეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა. გვაქვს უფლება, ყველაფრის იმედი გვქონდეს".2 (ანუ იმედი აქვს, რომ ყველა ცხონდება - ავტ.). ანტონ სუროჟელი წმ. გრიგოლ ნოსელის ზემოთ მოყვანილ სწავლებასაც ეხმიანება და ფარივით იფარებს მას, სახელდობრ, ამ ფრაზებს: „სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია მარადიული სატანჯველისთვის გაიმეტოს ქმნილება, ამიტომ ის ყველას შეუნდობს და ყველანი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს". მაგრამ იქვე ზნეობრივ წინააღმდეგობას აწყდება მიტროპოლიტი ამ სწავლებაში და იწყებს... სიტყვებით ლავირებას.3

   მოკლედ, მიტროპოლიტი ანტონი ცდილობს, რომ იტყვიან, არც მწვადი დაწვას, და არც შამფური. ჩვენი აზრით, მან საკუთარი „აპოკატასტასისი" დააფიქსირა.

   თანამედროვე ლიბერალ - ღვთისმეტყველთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთშიც არსებობს ნათლობა. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილებს ჯოჯოხეთში დემონები ხვდებიან, მაგრამ მოსკოვის სემინარია აკადემიის ლექტორის ბატონ ოსიპოვის აზრით, „სულს არა სატანა, არამედ ქრისტე ეგებება"4, რომე-ლიც ყველა რჯულის ადამიანს „მართლმადიდებლურად" ნათლავს. შედეგად, ყველას მიეტევება თავისი ცოდვები და ცხონდება.

   მსგავსი იდეების მქადაგებელ ლიბერალთა სია გაცილებით მეტია. ამ საკითხს შემთხვევით არ შევხებივართ. აპოკატასტასისის ორიგენული სული სულ უფრო ღრმად იჭრება ეკლესიის სივრცეში. ამ იდეებით დღეს მრავალი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი თუ ერისკაცი იწამლება. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სერიოზულადაა განსახილველი ყველა კომპეტენტური პირის, ყველა ქრისტიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია მართლმადიდებლობა.

 

    

1Н. Эвдокимов. Женщина и спасение мира. Минск. 1999. გვ. 121.

2Человек Перед Богом. Митр. Антони Сурожский. М. 2010. გვ. 59-60.

3იქვე გვ. 60.

4არქ. რაფაელი (კარელინი). რისთვის გვითმენს უფალი. თბ. 2006. გვ. 83.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 

 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine