xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სესხის მიმცემთა მოვალეობის შესახებ
სესხის მიმცემთა მოვალეობის შესახებ
13-12-2013, 19:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 სესხის მიმცემთა მოვალეობის შესახებ   ქრისტიანული სიყვარული და მოვალე-ობა გვავალდებულებს, ვასესხოთ მთხოვ-ნელს, თანახმად ქრისტეს სიტყვებისა: ,,რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რო-მელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე - მიიქცევი’’ (მათ. 5, 42). ვხედავთ, რომ მრავალ ქრისტიანს არ სურს სესხება ვახშის, ანუ პროცენტის გარეშე; და იმასაც ვამჩნევთ, რომ გაჭირვებული მოვალეები ამისაგან მრავალ უბედურებასა და განსაცდლში ცვივიან. ბევრი მათგანი უკიდურეს ნაკლულევანებასა და სიგლახა-კეში ვარდება; ბევრიც ციხეში ზის და იტანჯება, როგორც ბოროტ-მოქმედი.

   ქრისტიანო! გაეცი, მაგრამ გაღატაკებულისა და გაჭირვებულისაგან პროცენტის აღებას ერიდე.

   ა) ეს ეწინააღმდეგება ბუნებრივ კანონს: რაც შენი თავისთვის არ გინდა, იმას სხვას ნუ გაუკეთებ. არავის სურს პროცენტის გადახდა, და თვითონაც არ უნდა აიღოს იგი.

   ბ) თვითონ სინდისი გვიკრძალავს პროცენტის გამორთმევას. რატომ უნდა აიღო ის, რაც შენი არ არის? მოითხოვე და აიღე შენი, ხოლო მიცემულზე მეტის აღება მევახშეობაა. ქრისტიანო, დაკმაყოფილდი იმით, რაც შენია - და სინდისიც მშვიდად გექნება.

   გ) ღვთის წმიდა სიტყვა კრძალავს პროცენტის აღებას: სესხი გაეცი, ზედმეტს ნურაფერს აიღებო, ამბობს უფალი.

   დ) პროცენტი ანუ ვახში დიდ ცოდვად ითვლება, როგორც ამას ფსალმუნიდან ვიგებთ: ,,ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინე-ბად’’ (ფსალმ.14,5). დაკვირვებით  წაიკითხე ფსალმუნი და გულის-ხმაჰყოფ ჭეშმარიტებას.

   ე) ყოვლისმხედველი ღმერთისა და მისი მართალი სამსჯავროს წინაშე უფრო უსაფრთხოა, ღატაკს პროცენტი არ გამოართვათ. აირჩიე, რაც უსაფრთხოა.

   ვ) პროცენტების გადახდით ხალხი სულ უფრო ვარდება სიგლა-ხაკეში. ქრისტიანული მოვალეობა კი გვავალებს, მოყვასის ნაკლულე-ვანებები არათუ გავამრავლოთ, არამედ შევავსოთ, არათუ დავაქციოთ კაცი, არამედ დავეხმაროთ. გაფრთხილდი, დახმარების მაგიერ არ დააქციო იგი, სესხს რომ მისცემ, მიცემულზე მეტი არაფერი გამოართვა. ღატაკთაგან პროცენტის მიმღები დიდ არაადამიანობას სჩადის და სინდისის უკანასკნელი ნაპერწკალიც დაუკარგავს. საყვა-რელო! დაკვირვებით დაუფიქრდი ზემოთ აღწერილს  და გახსოვდეს ქრისტეს საშინელი სამსჯავრო - და სესხს მისცემ, მაგრამ პროცენტს არ აიღებ.

   ზ) როდესაც მოვალე ისეთ გაჭირვებასა და სიგლახაკეში ჩავარდება, რომ ნამდვილად ვერაფრით შეძლებს მასესხებლისთვის ვალის გადახდას, ქრისტიანული სიყვარული ითხოვს, რომ მასესხებელმა ან დაიცადოს, ან, რაც ყველაზე უმჯობესია, მოვალეს ვალი აპატიოს.

   ქრისტიანო! ნამდვილად შენი მართებს მას, ვინც გესესხა, მაგრამ შენ გმართებს ღვთისა. მას შენი ვალი აქვს ნივთით, მაგრამ შენ ღმერთის ვალი გაქვს ცოდვებით. მოვალის ნასესხები, რაოდენ დიდიც უნდა იყოს, მცირეა შენი ცოდვების ვალთან შედარებით. ღმერთს რომ ურიცხვი ტალანტის (ცოდვების) მოტევებას ევედრები, მიუტევე შენს მოყვასს ასი გროში. შეიწყალე გლახაკი და შენც შეგიწყალებს  ღმერთი. მოწყალე იყავ, ადამიანო, ადამიანის მიმართ და სინდისის მხილების გარეშე ილოცებ: ,,ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას!’’ გა-ფრთხილდი,  საპყრობილეში არ ჩასვა შენნაირი ან იქნებ შენზე უმჯობესი კაცი, და არ დაიტანჯები სახარებისეული ბოროტი მონის მსგავსად (მათ.18,32-34). გახსოვდეს დაწერილი: ,,სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაჲ’’ (იაკ.2,13).

                                                                           

 

 

 წმ. ტიხონ ზადონელი   

 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine