xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მწამს, უფალო, რომ პური, ტრაპეზზე მდებარე, შენი ხორცია, ფიალაში კი - სისხლი შენი.
მწამს, უფალო, რომ პური, ტრაპეზზე მდებარე, შენი ხორცია, ფიალაში კი - სისხლი შენი.
7-12-2013, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

მწამს, უფალო, რომ პური, ტრაპეზზე მდებარე, შენი ხორცია, ფიალაში კი - სისხლი შენი.

 

   ამბა დანიელი კვლავ ამბობდა: ჩვენმა მამა არსენიმ ერთი სკიტის მცხოვრების  შესახებ თქვა: იგი თავისი ცხოვრებით უდიდესი იყო, მაგრამ სარწმუნოებაში უმეცრების გამო დაიბნა და ამბობდა: ნამდვილად ქრისტეს ხორცი კი არ არის პური, რომელსაც ვეზიარებით, არამედ მხოლოდ სიმბოლოა. მისი სიტყვები ორმა ბერმა მოისმინა, და რადგან იცოდნენ, რომ იგი უდიდესი იყო თავისი ცხოვრებით, იფიქრეს, უცოდინარობითა და უბრალოებით ამბობსო, მივიდნენ მასთან და უთხრეს: ამბა! ჩვენ ერთი ურწმუნოს სიტყვა მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ პური, რომელსაც ვიღებთ, ქრისტეს ხორცი კი არ არის თავისი არსით, არამედ მხოლოდ მისი სიმბოლო. ბერმა მიუგო: ამას მე ვამბობ. მათ კი შეაგონეს: ასე კი არა უნდა გწამდეს, ამბა, არამედ როგორც მსოფლო ეკლესიამ გადმოგვცა. რადგან ჩვენ გვწამს, რომ პური ჭეშმარიტად ქრისტეს ხორცია, ღვინო ჭეშმარიტად ქრისტეს სისხლია და არა სიმბოლურად. ისევე, როგორც თავდაპირველად ღმერთმა მიწა აიღო, თავის სახედ და ხატად შექმნა კაცი, და ვერავის ძალუძს თქვას, რომ იგი არა არის ღვთის ხატი, თუმცა კი მიუწვდომელია; ასევე პურიც, რომლის შესახებაც თქვა: ეს არის ხორცი ჩემი, - გვწამს, რომ ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულია. ბერმა კი უპასუხა: თუ საქმით არ დავრწმუნდები, არ ვიწამებ. მათ მიუგეს: ერთი კვირის განმავლობაში ვილოცოთ ღვთის წინაშე ამ საიდუმლოს შესახებ და გვწამს, რომ უფალი გაგვიმხელს. ბერმა სიხარულით მიიღო ეს სიტყვები და ასე ლოცულობდა ღვთის წინაშე: შენ უფალო, უწყი, რომ ბოროტება არაა ჩემი ურწმუნეობის მიზეზი, მაგრამ რათა არ დავკარგო ჭეშმარიტება, უფალო იესო ქრისტე, მაუწყე რა არის ჭეშმარიტი. ბერებიც თავიანთ სენაკებში ევედრებოდნენ ღმერთს: უფალო იესო ქრისტე, გაუმხილე ბერს ამ  საიდუმლოს ჭეშმარიტება, რათა ირწმუნოს და საკუთარი ღვაწლი არ დაღუპოს. შეისმინა ღმერთმა მათი და როდესაც ერთი კვირა გასრულდა, კვირა დღეს ეკლესიაში მივიდნენ; ბერები ცალკე დასხდნენ ჭილოფზე, ბერი კი შუაში იდგა. მათ შინაგანი თვალი განეხვნათ და როდესაც წმინდა ტრაპეზზე პური დადეს, მზოლოდ ამ სამმა იხილა ყრმა. და როდესაც მღვდელმა ხელი გაიწია პურის საკვეთად, უფლის ანგელოზი დაეშვა ციდან, დანით დაკლა ყრმა და მისი სისხლი თასში ჩაუშვა. როდესაც მღვდელი პურს პატარ - პატარა ნაწილებად ყოფდა, ანგელოზიც ყრმას მცირე ნაწილებს კვეთდა. წმიდა ძღვენს საზიარებლად რომ მიეახლნენ, მხოლოდ ბერს მიეცა სისხლიანი ხორცი. ამის ხილვამ შეაძრწუნა და შეღაღადა: მწამს, უფალო, რომ პური, ტრაპეზზე მდებარე, შენი ხორცია, ფიალაში კი - სისხლი შენი. და მყისვე მის ხელთ ხორცი პურად იქცა, როგორც საიდუმლოს დროს ხდება, და ეზიარა და მადლობდა ღმერთს. ბერმა კი თქვა: უფალმა უწყის კაცთა ბუნება, რომ მათ უმი ხორცის მიღება არ შეუძლიათ და ამიტომ ვინც რწმენით  ეზიარება, მას თავის ხორცს პურის სახით აძლევს, სისხლს კი - ღვინის სახით. და მადლობა შესწირეს ღმერთს ბერის გამო, რომ არ დაუშვა მისი დაღუპვა და სამივენი გახარებულნი დაბრუნდნენ თავიანთ სენაკებში.

 

 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine