xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მრისხანების ცოდვა
მრისხანების ცოდვა
9-12-2022, 10:16  / ამოსაბეჭდი ვერსია
მრისხანების ცოდვა   წმ. მამათა აზრით, მრისხანების ვნებას იწვევს ამპარტავნება. მრისხანებაში მყოფი ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და მრავალ მოუფიქრებელ და განუსჯელს ქმედებას სჩადის, ბუნებრივია, ჩვენ ვსაუბრობთ მრისხანების უარყოფით მხარეზე, ვინაიდან არსებობს სამართლიანი მრისხანებაც, სხვა თავში ვიტყვით.

   წმ. იოანე ოქროპირი განრისხებულ ადამიანზე ამბობს: „...რომ შეეძლოს საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა; - არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე".1ანუ: წმიდა მღვდელმთავარი გვირჩევს ჩავიხედოთ სარკეში. იქ დავინახავთ ჩვენს შეშლილობას, შეგვრცხვება, სინდისი შეგვაწუხებს და სინანულში ჩავვარდებით.

   წმიდა ამბროსი მედიოლანელი გვირჩევს განრისხების ჟამს საერთოდ არ ვთქვათ არაფერი: „გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ". (ფს. 4. 5), ე. ი. თუ განრისხებისაგან თავს ვერ ვიკავებთ, ეს იმიტომ რომ, ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შემთხვევაში, სალანძღავი სიტყვები მაინც არ ვთქვათ, რადგან ეს ხომ სრულიად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ნაპირებიდან გადმოღვრილი მდინარის წყალი შავდება და ჭუჭყიანდება. ასევე სიტყვებში გამოხატული მრისხანების გრძნობა აჭუჭყიანებს მოსაუბრის სულს, შეურაცხყოფს მსმენელს და ორივეს ცოდვაში აგდებს".2

   უბედურება ის არის, - სამართლიანად შენიშნავს არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი, - რომ ჩვენ თითქმის ყოველთვის სამართლიანი გვგონია ჩვენი მრისხანება. ვფიქრობთ, რომ სიმართლისათვის ვიბრძვით და გვავიწყდება საღვთო წერილის სიტყვები: „რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ჰქმნის". (იაკ. 1. 20). აი, როგორ იბინდება ჩვენი გონება - უდიდეს ბოროტებას სიკეთედ აღვიქვამთ".3

   ადამიანი შეიძლება ეკლესიის წევრი არის, მაგრამ თუ იგი არ ებრძვის თავის ვნებას, მაშინ არანაირი სხვაობა მის შინაგან და არაეკლესიურ მდგომარეობას შორის - არ იქნება. განსხვავება იქნება მხოლოდ მიზეზებსა და საბაბში. მაგალითად: ვიღაცა ქონების მოხვეჭის მიზნით ემტერება მოყვასს. ამავდროულად შესაძლოა ქრისტიანიც ვნებისმიერად ებრძოდეს უღმერთოს ან სხვა ადამიანს, რომელიც ეწინააღმდეგება მას გარკვეული მიზნის მიღწევაში. ის თითქოს ქრისტეს სახელით მოქმედებს, მაგრამ შედეგი ისევ და ისევ მრისხანებაა, უთანხმოება ბოროტის ხსოვნა და ვნებების მსახურებაა, რითაც ვნებს იგი სხვასაც და საკუთარ თავსაც.

   ამრიგად, ჩვენს მიერ ზედაპირულად მიმოხილულმა ცოდვებმა დაგვანახა, რომ სულიერი, ჭეშმარიტი მშვიდობა ვერ მიიღწევა მხოლოდ საუბრით ამ თემაზე. ეს ურთულესი ღვაწლია, რომელიც უნდა იტვირთოს ქრისტიანმა, რათა ქრისტესმიერმა მშვიდობამ დაივანოს ჩვენს გულში.

 

 


1 ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 270.

2 იქვე. გვ. 270.

3 იქვე. გვ. 273.


 

 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine