xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » შური
შური
27-11-2013, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია
შური   ყველაზე ძლიერ შინაგანი მშვიდობის დამყარებას შური ემტერება. მისი გან-მარტებისთვის წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს მოვიშველიებთ.

   ისე არაფერი ხლეჩს და არღვევს ეკლესიის სხეულს, როგორც სიძულვილი და შური. ეს მძიმე სენი შენდობას არ იმსახურებს. იგი, გარკვეულწილად ბოროტების სათავეზე უარესია, ვრცხლისმოყვარეს უხარია, როცა თავად რაღაცას იძენს, შურიანი კი ხარობს არა მაშინ, როცა რაღაც ემატება, არამედ მაშინ, როცა სხვას ხელი მოეცარება; მისთვის ბედნიერებაა არა საკუთარი კეთილ-დღეობა, არამედ სხვათა უბედურება. იგი შეიძლება ითქვას, არის ყოველთა კაცთა საერთო მტერი და ქრისტეს ასოთა მტანჯველი.

   რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი უგუნურება?! ეშმაკს შურს ადამიანისა და არამც და არამც სხვა ეშმაკისა, შენ კი, ადამიანო, გშურს კაცისა, ებრძვი ტომითა და გვარით ნათესავს - ამას ეშმაკიც კი არ იქმს!... შურით აღძრული კაცი საკუთარ ნაკლზე არც ფიქრობს - მას სხვათა სრულყოფილება ტანჯავს. ღარიბს იმდენად თავისი ხელმოკლეობა არ ანაღვლებს, რამდენადაც შურიანს მოყვასის კეთილდღეობა. არის კი რამ ამაზე ამაზრზენი?!...

   საერთოდ ეშმაკი, როგორც კი დაინახავს ზეცად ამაღლებულ კაცს, ან იქით მოსწრაფეს, ცდილობს მის დამხობას. ამით იგი საკუთარ თავს უსასტიკეს სატანჯველს უმზადებს. ასეა მუდამ: ვისიც შურთ, ის, თუკი ფხიზლათ იქნება, მეტად განდიდდება, ხოლო შურით შეპყრობილი თავადვე იმრავლებს ბოროტებას.

   რაკი ვიცით ეს ყოველივე, ვერიდოთ შურს! მითხარ, მაინც რა გშურს? ის ხომ არა, რომ შენს მოძმეს სულიერი ნიჭი ებოძა? მაგრამ ვისგან მიიღო იგი, თუ არა ღმერთისაგან? გამოდის, რომ მტრობ უფალს, ვინც ეს ნიჭი უბოძა მას. ხედავ, სადამდე მიდის შურის ბოროტება, რაოდენ დიდ ცოდვად იქცევა და სასჯელს რა უფსკრულს უთხრის კაცს? ვერიდოთ, საყვარელნო, ამ ვნებას! ნურავისი შეგვშურდება, პირიქით ვილოცოთ შურით შეპყრობილებზე და ყველაფერი ვიღონოთ მათში ამ ვნების აღმოსაფხვრელად. ნუ მოვიქცევით იმ უგუნურებივით, რომლებიც სხვათა დასჯის სურვილით არაფერს ერიდებიან და ამით შინაგანად აღიგზნებენ ცეცხლს. პირიქით, ცრემლი ვღვაროთ მათთვის; ვიგლოვოთ ისინი, რადგან ზიანს საკუთარ თავს აყენებენ - ჩაბუდებული ჭია ნიადაგ უხრავთ მათ გულს და ნაღველზე უმწარეს შხამს უდებს სათავეს.1

 


 

 

1წმ. იოანე ოქროპირი. ბჭე სიწმინდისა. სწავლანი. 2008. გვ. 296.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ


 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine