xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 26 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მამა იოანე ოქროპირისა (+407)
26 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მამა იოანე ოქროპირისა (+407)
25-11-2024, 20:24  / ამოსაბეჭდი ვერსია

26 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მამა იოანე ოქროპირისა (+407)

 

   მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა იოანე ოქროპირი, ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად, განეკუთვნება მსოფლიოს უმთავრეს მღვდელმთავართა რიცხვს. იგი დაიბადა, დაახლოებით, 347 წელს, ქალაქ ანტიოქიაში, მხედართმთავრის ოჯახში. ჭაბუკი იოანე თავისი დროის საუკეთესო ფილოსოფოსებთან და რიტორებთან სწავლობდა. მაგრამ მომავალმა მღვდელმთავარმა თავიდანვე უგულებელჰყო წარმართთა ამაო მეცნიერებანი და ადრევე ჩაუღრმავდა საღმრთო წერილის შესწავლასა და ლოცვით განმჭვრეტელობას. სამი წლის შემდეგ იოანე მკითხველად (მედავითნედ) იქნა დადგენილი ეკლესიაში. დედის გარდაცვალების შემდეგ წმინდა იოანე ბერად აღიკვეცა, რასაც იგი ”ჭეშმარიტ ფილოსოფიას” უწოდებდა. ოთხი წელიწადი გაატარა წმინდანმა მეუდაბნოე ცხოვრების მძიმე ყოფაში. შემდეგ კი ხორციელად დაუძლურებული იოანე იძულებული გახდა, ანტიოქიაში დაბრუნებულიყო, რათა ჯანმრთელობა აღედგინა. 381 წელს წმინდა მღვდელმთავარმა, მელეტი ანტიოქიელმა, დიაკვნად აკურთხა იგი.

  386 წელს წმინდა იოანეს ხუცესად დაასხა ხელი ანტიოქიის ეპისკოპოსმა ფლაბიანემ და ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა ეკლესიაში. წმინდა იოანე მდაბლად შეუდგა ამ მორჩილების აღსრულებას და ბრწყინვალე მქადაგებელი აღმოჩნდა. სიტყვის იშვიათი, ღვთივსულიერი მადლისათვის მრევლმა მას ”ოქროპირი” უწოდა.

   წმინდა იოანე ოქროპირის დიდება დღითიდღე სულ უფრო იზრდებოდა, და 397 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ნექტარის, გარდაცვალების შემდეგ იგი ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში გამოიძახეს, რათა ამ სამღვდელმთავრო ტახტზე დაედგინათ. როცა დედოფალმა ევდოქსიამ ბრძანა, უკანასკნელი ქონება ჩამოერთმიათ შერისხული დიდებულის ქვრივისა და შვილებისათვის, წმინდანი მათ დასაცავად აღდგა. ამაყმა დედოფალმა არ დაუთმო მღვდელმთავარს და განურისხდა.

   404 წლის მარტში შედგა უკანონო საეკლესიო კრება, რომელმაც გადაწყვიტა, გაეძევებინა იოანე ოქროპირი. დედაქალაქიდან მისი გაძევების შემდეგ ცეცხლმა ფერფლად აქცია წმინდა სოფიოს ტაძარი და სენატის შენობა; მალე ბარბაროსთა ამაოხრებელი შემოსევებიც დაიწყო; 404 წლის ოქტომბერში კი დედოფალი ევდოქსია გარდაიცვალა.

   დედაქალაქიდან ბრძანება მოვიდა, მიყრუებულ პიტიუსში (ბიჭვინთა) გადაეყვანათ წმინდანი. დაუძლურებული მღვდელმთავარი მცველთა თანხლებით სამი თვის განმავლობაში მიდიოდა ქარსა და წვიმაში გადასახლების ადგილისაკენ. ქალაქ კომანში მას სრულიად წაერთვა ხორციელი ძალები. წმინდა ვასილისკოს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ძმისწულის, საფლავთან მას ეს წმინდა მოწამე გამოეცხადა და ანუგეშა: „სასოს ნუ წარიკვეთ, ძმაო იოანე! ხვალიდან ჩვენ ერთად ვიქნებით!” მსოფლიო მღვდელმთავარი უფლის წმინდა საიდუმლოთ ეზიარა და სიტყვებით: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!” – უფალს მიაბარა სული (407 წლის 14 სექტემბერი). მღვდელმთავარ იოანეს წმინდა ნაწილები ზეიმით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში 438 წელს.

 

   

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine