xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » განათლებულ ადამიანს, რომელიც უბედურებაზე ჩივის
განათლებულ ადამიანს, რომელიც უბედურებაზე ჩივის
13-11-2013, 00:08  / ამოსაბეჭდი ვერსია

 განათლებულ ადამიანს, რომელიც უბედურებაზე ჩივის

   ჩივით, რომ თქვენი დიდი გარჯა საბავშვო სახლის შემოწირულობებისათვის აღიარებისა და ჯილდოს გარეშე დარჩა. სხვებმა, რომლებმაც იმის ნახევარიც კი არ გააკეთეს, რაც თქვენ, ესა თუ ის ჯილდო მიიღეს, თქვენ - არაფერი. ღმერთო ჩემო, რაზე ჩივით! იმაზე, რაც სახარების მიხედვით უნდა გახარებდეთ. კიდევ მწერთ, რომ თქვენ, როგორც ქრისტიანი, ყველაფერს ქრისტესათვის აკეთებდით. განა არ უწყით, რომ ვისაც ადამიანი თავის გარჯას მიუძღვნის, მისგანვე ელის ჯილდოს? სახარებისეულად, მსახური ბატონის ცხვრებს აძოვებს და ცხვრებისაგან კი არ მოელის ჯილდოს, არამედ - ბატონისაგან. მეომარი თავისი მეფის სახელით იბრძვის, მისგან ელის შექებას და არა მათგან, ვისათან ერთადაც, ან ვის წინააღმდეგაც იბრძვის. ასე ხართ თქვენც, თუკი როგორც ქრისტიანი, ქრისტესთვის სიკეთეს იქმოდით, ქრისტესგანვე ელოდეთ ჯილდოს. განა არ დაპირდა უფალი მარადიულ ჯილდოს ყველას, ვინც სიკეთეს იქმს ან მწუხარებასა და დევნას იტანს მისი სახელით? განა არ თქვა მან: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა"? (მათ. 5,12). და კიდევ: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (ლუკ. 17,10). უხილავმა მოგვავლინა ამქვეყნად. უხილავი განსაზღვრავს ადგილს ჩვენი მსახურებისა ამქვეყნად. უხილავს მივყავართ ამ ქვეყნიდან. ამ უხილავს უნდა ვევედროთ, მას ვუმზიროთ, მისგან ველოდოთ საზღაურს. რას მოგვცემენ დაქირავებულები, ჩვენი მსგავსები და ისეთივეები, როგორებიც ჩვენ ვართ - ღატაკები? და რას უნდა ველოდეთ იმათგან, ვინც ყოველ წუთს იძირება სიკვდილის მორევში, მსგავსად ციცაბო ფლატედან უფსკრულში მოხტუნავე კალიებისა? გარდა ამისა, დარწმუნებული ხართ კი თქვენ, რომ შესძლებდით ხალხისაგან ქება-დიდების ატანას? წმიდა იოანე მგონი ჩვენზე უკეთ იცნობდა ადამიანურ ბუნებას, რადგან თქვა „არავის ძალუმს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად - წმიდათა გარდა". რამეთუ მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობეს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვამენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ - როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სული დაიღუპა ამქვეყნიური ქება-დიდებისაგან, ვიდრე - ლანძღვისა და სიძულვილისაგან. იცით, ვის მიათვლის ქრისტე მათ, ვინც ადამიანურ ქება-დიდებას ეძიებს? ურწმუნოებს. წაიკითხე მისი საუბარი ებრაელებთრ და საკუთარ თავს დაეკითხე, რომელ მხარეს მიეკუთვნები. იგი საკუთარი თავის შესახებ ამბობს: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო" (იოან. 5,41), მათ კი ეკითხება: „ვითარ უკუე ჴელგეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?" (იოან. 5,44). ასე რომ, თქვენ ვისთან ხართ: ქრისტესთან თუ ებრაელებთან? თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვრც ადამიანურ დიდებას იღებს. შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული - დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური, ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი - სიცრუის სანაცვლოდ. დაე, უფალმა გაგანათლოთ და დაგლოცოთ. 

 

 

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)  

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine