ყოველი კვერექსის შემდეგ მღვდელი მოუწოდებს ხალხს, მთლიანად მიენდონ უფალ იესო ქრისტეს. იგი აცხადებს: ,,თავი თვისი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ’’. ხალხი კი ამაზე პასუხობს: ,,შენ, უფალო!’’
ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვებია. იგი ადამიანის ცხოვრების ყველა გარემოებას შეიძლება მივუსადაგოთ:
როცა ჯანმრთელი ხარ და საქმეშიც წარმატებული, მიმართე გული შენი ღვთისაკენ და უთხარი: ,,გმადლობ, შენ, უფალი!’’
როდესაც ადამიანები პატივს მოგაგებენ და გაქებენ, უთხარი შენს თავს: ,,მე ამას არ ვიმსახურებ, ეს მე არ მეკუთვნის, არამედ შენ, უფალო!’’
როდესაც შვილებს სამუშაოზე, სკოლაში ან არმიაში ისტუმრებ, სახლის ზღურბლზე აკურთხე ისინი და თქვი: ,,შენ განდობ მათ, უფალო!’’
როდესაც ადამიანთა შურით, ან მეგობართა ღალატით იძლევი, სულით ნუ დაეცემი და მწუხარებას ნუ გაიჩერებ გულში, არამედ თქვი: ,,ყველაფერ ამას შენ მსჯავრსა და განმართლებას ვანდობ, უფალო!’’
როდესაც შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის კუბოს გაჰყვები, მტკიცედ იარე! თითქოს საუკეთესო მეგობრისთვის ძღვენი მიგქონდეს და თქვი: ,,ამ უსაყვარლეს სულს შენ გიძღვნი, უფალო!’’
როდესაც დემონური განსაცდლების შავი ღრუბლები - ტანჯვანი და სნეულებანი შეგავიწროებენ, გულს ნუ გაიტეხ, არამედ თქვი: ,,მეოხებისა და წყალობისათვის შენ მოგმართავ, უფალო!’’
როდესაც სიკვდილის ანგელოზი დადგება შენს საწოლთან, ნუ შეშინდები: ,,ის შენი მეგობარია, მაგრამ საწუთროსთან განშორებისას თქვი: ,,შენს ხელთ შევვედრებ ჩემს გვემულ სულს, უფალო!’’
წმ. ნიკოლოზ სერბი