xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » საუბარი მოძღვარსა და მის მოწაფეს შორის
საუბარი მოძღვარსა და მის მოწაფეს შორის
6-11-2013, 08:26  / ამოსაბეჭდი ვერსია
საუბარი მოძღვარსა და მის მოწაფეს შორის

   მოწაფე: იმ შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება მცნების აღსრულებით  სიმდაბ-ლის მოხვეჭა, თხრობა შეგაწყვეტინე.

   ბერი:  ვუბრუნდები ამ საკითხს. აბბა დოროთეს სწავლებაში ერთ - ერთი წმიდა ბერის ასეთი გამონათქვამია მოყვანილი: ,,სიმდაბლის გზა, ესაა გონივრულად აღსრულებული ხორციელი ღვაწლი’’. ეს სიტყვები ძალზე მნიშვნელოვანია იმ ძმებისთვის, რომელნიც სხვადასხვა მონასტრულ მორჩილებას აღასრულებენ. ზოგიერთი მათგანი მძიმეა სხეულისთვის, ზოგიერთი კი - სულიერ ღვაწლთანაა დაკავში-რებული. რას ნიშნავს გონივრული შრომა? ეს ნიშნავს, მიიღო მორჩილებები, როგორც სასჯელი შენი ცოდვებისთვის და აღასრულო ისინი ღვთისგან შენდობის მისაღებად. რას ნიშნავს უგუნური შრომა? ეს ნიშნავს იცხოვრო ხორციელი განხურვებით, პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, სატრაბახოდ, სხვა ძმების დასამცირებლად, რომელთაც არ შეუძლიათ მძიმე შრომის აღსრულება უძლურების, უუნარობის, ან თუნდაც სიზარმაცის გამო. ამ შემთხვევაში მძიმე, ხანგრძლივი და მატერიალური თვალსაზრისით სავანისთვის სასარგებლო შრომაც კი, არა მარტო უსარგებლოა სულისთვის, არამედ საზიანოც, რადგან იგი მოღვაწეს საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას უქმნის და სულში სათნოებისთვის ადგილს აღარ ტოვებს.        

   გონიერი შრომის მაგალითად, რომლის დროსაც მოღვაწე უდიდესი სიმდაბლის მოხვეჭით ქრისტიანული სრულყოფილების სიმაღლეს აღწევს, ნეტარი ისიდორე ალექსანდრიელის ღვაწლი გამოგვადგება. იგი ალექსანდრიის ერთ - ერთი მაღალჩინოსანი იყო. ღვთის მიერ მონაზვნური ცხოვრებისკენ მისი მოწოდების შემდეგ, ისიდორე ალექსანდრიის ახლოს მდებარე ერთ - ერთ მონასტერში მივიდა და სავანის იღუმენის, სულიწმინდით აღსავსე ბერის მორჩილება იკისრა. დიდი ჩინის გამო, ისიდორეს სასტიკი და ქედმაღლური ხასიათი ჩამოუყალიბდა, ამიტომ ამ სულიერი სენის აღმოსაფხვრელად, მას იღუმენმა სნეული გულისთვის ძნელად ასატანი მორჩილება დააკისრა. მონასტერში მისულმა ისიდორემ  იღუმენს განუცხადა, რომ იგი საკუთარ თავს მთლიანად მას ანდობს, ისევე როგორც რკინას ანდობენ მჭედლის ხელებს. იღუმენმა ისიდორეს უბრძანა, მუდმივად მდგარიყო მონასტრის კარებთან, მიწამდე თაყვანი ეცა ყოველი შემსვლელისა, თუ გამომსვლელისთვის და ეთქვა: ,,ილოცე ჩემთვის, რადგან მე ეშმაკეული ვარ’’. ისიდორე ისე დაემორჩილა იღუმენს, როგორც ანგელოზი ემორჩილება ღმერთს და ასეთ  მორჩილებაში შვიდი წელი გაატარა. შემდეგ ღვთაებრივი გამოცხადებით, წინასწარ ეუწყა თავისი გარდაცვალების შესახებ და სიხარულით აღესრულა. ისიდორემ წმინდა იოანე კიბისაღმწერელს გულახდილად უამბო ღვაწლის აღსრულების დროს თავისი  სულიერი მდგომარეობის შესახებ. ,,თავიდან ვთვლიდი, რომ ცოდვების გამოსასყიდად ჩემი თავი გავყიდე და დიდი წუხილით და  ჭირით, საკუთარი თავის იძულებით აღვასრულებდი ამ მორჩილებას. ერთი წლის შემდეგ ჩემი გული უკვე აღარ წუხდა და ღვთისგან ჯილდოს ელოდა მოთმინებისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ, თავს სავანეში ყოფნის, მამების სახეების მზერის, მათთან საუბრის და შეხვედრის, წმინდა საიდუმლოსთან ზიარების ღირსად აღარ ვთვლიდი, ამიტომ თვალებს დაბლა ვხრიდი და მდაბალი ფიქრებით აღსავსე, გულწრფელად ვევედრებოდი შემსვლელს თუ გამომსვლელს, ელოცათ ჩემთვის’’. (კიბე.სიტ.4,თ.23-24). აი, გონივრული ხორციელი ღვაწლი და მორჩილება! აი, მისი ნაყოფი! ერთი მდაბალი აზრი ნეტარ  მოღვაწეს, თითქოსდა - მეორეს უფრო მდაბალს გადასცემდა აღსაზრდელად, სანამ მან არ მოიხვეჭა უდიდესი სიმდაბლის ღრმა და საიდუმლო შეგრძნება. ამ წმინდა გრძნობის მეშვეობით ისიდორე ღვთის სულიერ ტაძრად იქცა და ზეცაში დამკვიდრდა. ,,სიმდაბლე ადამიანს ღვთის სამკვიდრებლად აქცევს ". - ამბობს ბარსანოფი დიდი (პასუხი 210).

                                              

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine