ეკუმენიზმი
ცრუ ერთობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ეკუმენისტური (ქრი-სტიანულ კონფესიათა შორის დიალოგი, ერთობლივი ლოცვა) და პანეკუმენისტური (სხვადასხვა რელიგიათა შორის ურთიერთობა) მოძრაობა.
არ შევუგებით ამ მოვლენის სრულ ანალიზს, ის ცალკე განხილვის საგანი გახლავთ, მაგრამ ზოგიერთი ნიშანთვისება, რაც ჩვენი საკითხის უკეთ გაგებისათვის არის საჭირო, შევეცდებით ავღნიშნოთ.
საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ეკუმენისტურ - პანეკუმენ-ისტები მართლმადიდებელი ეკლესიისაგან მოითხოვენ უარყონ წმ. მოციქულებისაგან და წმ. მამებისაგან გადმოცემული დოგმატები და კანონები, რაც ეკლესიის საფუძველია. საამისოდ ისინი ეძებენ, როგორც თავად უწოდებენ, „გაბედულ ცოდვილებს".
ეკუმენისტური საბჭოს (ემს) ყოფილი გენერალური მდივანი, პრო-ტესტანტი დოქტორი პოტერი დაუფარავად აცხადებს: „ეკუმენის-ტური ერთიანობისთვის მზად უნდა ვიყოთ „მოძველებული ისტო-რიული დადგენილებებისა და სტრუქტურების კვდომისათვის, რომლებიც ხელს უშლიან (თითქოს! - ავტ.) ღმერთის განგების აღსრულებას მისი ერის მიმართ". ამ პროცესში, - განაგრძობს პოტერი, - ჩვენ აუცილებლად თანხმობის ხიდს უნდა ვეძიებდეთ, მთავარია არა ერთსულოვნება, არამედ ურთიერთობა და თანამშრომლობა, რასაც ხანდახან თან ახლავს ურთიერთკორექტირება და ერთობლივი ზიარება".1
სამწუხაროდ „გაბედული ცოდვილები" „მართლმადიდებელი" იერა-რქებიც აღმოჩნდნენ.
საფუძვლიანადაა მხილებული ეკუმენიზმისა და „მართლმადიდე-ბელი" ეკუმენისტების უბადრუკი მდგომარეობისა არქ. სერაფიმესა (ალექსეევი) და არქ. სერგის (იაზაჯიევი) ნაშრომში.
„დაე, ნუ ეგონებათ „მართლმადიდებელ" ეკუმენისტებს, რომ გაერ-თიანების ჟამი როცა დაჰკრავს, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" განსაკუთრებულ ყურადღებას მართლმადიდებელ ეკლესიას დაუთ-მობს და მის დოგმატებსა და კანონებს გაითვალიწინებს. პირიქით, მოხდება ყველაფრის რელატივიზაცია და საყოველთაო „გაერთიანები-სათვის" (ანუ განდგომილებისათვის) მსხვერპლად შეწირვა. ამას მოწმობს ის აგდებული დამოკიდებულება დასავლელი ეკუმენის-ტების უმრავლესობას რომ აქვს მართლმადიდებელთა პრეტენზიების მიმართ - ისინი არიან ჭეშმარიტების ერთადერთი მატარებელნი. მსგავს პრეტენზიებს არავინ ცნობს. ეკუმენისტური ჟურნალები ყველა ეკლესიას, მათ შორის მართლმადიდებელსაც, მხოლოდ ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ. მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა „ეკლესიები", შედარებით ჭეშმარიტებად ცხადდება..."
რადიკალურად განსხვავდება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ხე-დვა ეკუმენისტურისაგან. „მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძ-ღვრება ესე" - ამბობს პავლე მოციქული (2 თეს. 2, 15). „ჭეშმარიტება არის ერთგზის მოცემული" (იუდ. 1, 3), იგი უცვლელია, ვერც ვერაფერს გამოვაკლებთ" (გამოცხ. 22, 19) და ვერც მივუმატებთ" (გალ. 1, 8). ჩვენ მის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ" (მათ. 7, 24), რამეთუ „რომელმან ჰყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5, 19).
ჭეშმარიტებისადმი ამ მართლმადიდებლურ მიდგომას, ეკუმენიზმი არ იზიარებს. ის არ მიიჩნევს ჭეშმარიტებას მაცხოვნებლად და ცდილობს დაამციროს იგი. საამისოდ თავის მომხრეთა შორის ამკ-ვიდრებს კომპრომისულ შეხედულებებს „საეკლესიო სტრუქტურათა გადანაცვლების შესახებ", რაც რალატის ტოლფასია!
პეტერბურგის მიტრიპოლიტი ნიკოდიმოსი თუმცა ეკუმენისტი იყო, მაგრამ მაინც აღნიშნავდა მართლმადიდებლობის თვალსაზრისით იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ემს - ს კონსტიტუციაში, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა ამ ორგანოს ფუნქციების ჩამოთვლას, არაფერია ნათქვამი სარწმუნოების ერთიანობაზე, როგორც ეკუმენისტური მოძრაობის მიზანზე. ეკუმენიზმი მართლმადიდებლური ჭეშმარიტე-ბის საფუძველზე კი არ ცდილობს გაერთიანებას, არამედ მის ნანგრევებზე! ასეთი გაერთიანება შეუძლებელია სათნოეყოს ღმერთს, „რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებასა მოსვლა" (1 ტიმ. 2, 4).
ეკუმენისტური მშვიდობა, რომელიც ეკუმენისტურ კონფერენციებსა და ასამბლეებზე ცხადდება, არარეალური და მადლს მოკლებულია. ასეთ მშვიდობას წმ. მამები უარყოფენ. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „მშვიდობა მე ის არ მგონია, ლითონ მისალმებებსა და საერთო ტრაპეზებზე რომ ჩანს. სულ სხვაა ქრისტესმიერი მშვიდობა, რომელიც სულიერი ერთიანობისაგან გამოდის. ამ ერთიანობას ახლა ხშირად არღვევენ, როდესაც უგუნური მოშურნეობით ამცირებენ ჩვენს განწესებებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იუდაურს, თანაც მამებზე მეტ ნდობას იმსახურებენ".
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (662 წ.) მოწმე იყო საშინელი მწვალებლუ-რი სიახლეებისა და სამარცხვინო სარწმუნოებრივი კომპრომისებისა, ვითომდა მშვიდობის სახელით რომ ხდება. მეფის ელჩები მივიდნენ მასთან სატუსაღოში, სურდათ მონოთელიტურ მწვალებლობაზე დაეყოლიებინათ. ბერმა უთხრა: „თუ ბოლო ხანს გაჩენილ სიახლეებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ ბოროტების უკიდურეს ხარისხს მიაღწიეს. გავფრთხილდეთ, მშვიდობის საბაბით იმ განდგომილების მონაწილენი არ გავხდეთ, მოციქულმა რომ თქვა (2 თეს. 2. 3-4), ანტიქრისტეს მოსვლის წინამორბედი იქნებაო". აქტუალურია დღესაც სიტყვები დიდი აღმსარებლისა, რომელიც სისხლის დათხევამდე ევნო მართლმადიდებლობისთვის! სარწმუნოების სფეროში ის კომპრომი-სები, რომლებიც რაიმე ამსოფლიური „იდეალების" სახელით ხდება, არასოდეს დამთავრდება სასიკეთოდ; ასეთი კომპრომისები მძიმე ცოდვაა ღმრთივგამოცხადებული ჭეშმარიტების წინაშე".2
ამრიგად, ეკუმენისტების ამოცანაა: შეარყიონ მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ცხონება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი. ნებისმიერი კომპრომისი მხილებულია მაცხოვრის მიერ: „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთი-სათა, და რომელმან უვარ - მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა" (ლუკ. 12. 8-9).
1სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. გ. აროშვილი. ტ.V. გვ. 289.
2იქვე. გვ. 280.
Xareba.net - ის რედაქცია