xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მნიშვნელოვანი თემები » კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი IV)
კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი IV)
4-11-2013, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი IV)

 

„მართლმადიდებლური" თეოლოგუმენი  

   

   ზემოხსენებულმა სულისკვეთებამ მეტასტაზურად იჩინა თავი „მართლმადიდებელ" ლიბერალებს შორისაც. ამ მოვლენას „თეოლო-გუმენი" ეწოდება. პრინციპის მედროშე ვლ. ბოლოტოვი გახლავთ. მის მოსაზრებაზე დაყრდნობით მოდერნისტები ამბობენ: თუ რომელიმე თეზისს არ გააჩნია უშუალოდ დოგმატური მნიშვნელობა, არ არის უარყოფილი მსოფლიო კრებების მიერ, ლოგიკური განმარტების შემთხვევაში არ მივყავართ დადგენილი დოგმატური სწავლების წინააღმდეგ, არ ეთანხმება წმიდა მამათა უმეტესობის აზრს, მაგრამ მაინც აქვს „ხელჩასაჭიდი" ზოგიერთ საეკლესიო გადმოცემაში, მაშინ ამ მოსაზრებას შეგვიძლია დავეყრდნოთ.1

   თეოლოგუმენის „ხელოვნება" ეფუძვნება იმ მოსაზრებას, რომ თითქოს არ არსებობს მამებისეული ერთიანი სწავლება. ეს შეხე-დულება XIX საუკუნეში პროტესტანტი მორალისტების გავლენით გავრცელდა, რათა სრულიად უარეყოთ მართლმადიდებელი ეკლე-სიის ჭეშმარიტი ორიენტირები:

   ა) მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები;

   ბ) წმ. მამებისეული გადმოცემა.

   ამ გზით სურდათ მათ გაემართლებინათ რეფორმების აუცი-ლებლობა. ცნობილმა რუსმა დიაკონმა ანდრეი კურაევმა სცადა ზემოაღნიშნული კათოლიკურ - პროტესტანტული მეთოდების (პრო-ბაბელიზმისა და ადიაფორას) გამოყენება თავის ნაშრომებში. მან მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის საკითხი ეჭქვეშ დააყენა.

   მართლმადიდებლური პოზიცია ამ საკითხის შესახებ რამდენადმე სხვაგვარია. წმიდა მამები ქამის ცოდვად მიიჩნევდნენ წმინდანის იმ აზრის ციტირებას, რომელიც მართლმადიდებელ სწავლებას არ შეე-საბამებოდა. ანუ: როდესაც რომელიმე წმიდა მამას რაიმე კონკრეტულ საკითხზე კერძო აზრი აქვს არ ეგების ის შენი შეხედულების გასამყარებლად გამოიყენო. წმიდა მღვდელმთავარი ფოტი ამის შესახებ წერს: „10 ან 20 მამაც კი ერთს რომ ამბობდეს, ხოლო 600 და მრავალი სხვა მას არ იზიარებდეს, ვინ შეურაცხყოფს მამებს: ისინი, რომლებიც კრების საწინააღმდეგო პირად მოსაზრებას გამოთქვამენ, თუ ისინი, რომლებიც თავის დამცველად მრავალ წმიდა მამას ირჩევენ?"2 წმ. ბიკენტი ლირინელიც მოწმობს: „რასაც ყველა წმ. მამა ან მამათა უმრავლესობა ერთსულოვნად აღიარებს, ის უნდა მივიჩ-ნიოთ ჭეშმარიტად და უცდომელად."3

   არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) კურაევის თეოლოგუმენში არაერთ შეცდომას შენიშნავს.

   პირველი შეცდომა: თეოლოგუმენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იქ, სადაც ეკლესიას ჯერ არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება: მაგრამ მთელი მართლმადიდებლური სოტერიოლოგია დაფუძნებულია სწავლებაზე, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძ-ლებელი ცხონება.

   მეორე შეცდომა: თეოლოგუმენი არ უნდა დაეყრდნოს კონტექს-ტიდან ამოვარდნილ ციტატას; ის დაფუძნებული უნდა იყოს წმინდანის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ შეხედულებაზე, რომელსაც მიმართავენ, როგორც ავტორიტეტს. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული საკითხის ყველა გამონათქვამი ეკლესიის მამისა.

   მესამე შეცდომა: თუ წმინდანს აქვს კონკრეტული საკითხის სხვადასხვაგვარი შეფასება, უპირატესობა უნდა მოვანიჭოთ უფრო გვიანდელ მოსაზრებას, ვით დროში ნაცად ხედვას, რაც თითქოს აჯამებს წმიდა მამის სულიერ გამოცდილებას.

   მეოთხე შეცდომა: წმინდანის მიერ სულიერი შვილებისადმი მიწერილი წერილების მითითებისას უნდა გავითვალისწინოთ კერძო მიმოწერის სპეციფიკა; სულიერ მოძღვარს ამ დროს თვალწინ უდგას კონკრეტული პიროვნება თავისი ინდივიდუალური თვისებებით, სულიერი მოთხოვნილებებით, აღზრდით, განათლებით, სულიე-რებით და ა. შ.

   სულიერი მოძღვრები (სტარცები) ერთი და იმავე შეკითხვაზე სხვადასხვა ადამიანს მათი აღქმის რაგვარობის მიხედვით პასუხობდნენ. არსით ერთი იყო ეს პასუხი, მაგრამ ფორმით - განსხვავებული. ზოგიერთებს ხომ ჭეშმარიტება ფრთხილად და თანმიმდევრულად უხსნიდა მოწაფეებს ზეციურ საიდუმლოებათა სიღრმეებს.

   მეხუთე შეცდომაა: თემის არასწორი ლოგიკური დამუშავება, როდესაც დასკვნა და შედეგი შეიცავს იმას, რაც არ არის თეზისში ან სილოგიზმში.

   მაგალითად:

   პირველი სილოგიზმი: „ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ მართ-ლმადიდებელ ეკლესიაშია ცხონება."

   მეორე სილოგიზმი: „ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესიაშია ცხონება."

   შეჯამება: „ჩვენ გვწამს, რომ ცხონება ეკლესიაშია, მაგრამ გარკვე-ული მიზეზების გამო ვაკონკრეტებთ: მართლმადიდებელ ეკლე-სიაშია ცხონება."

   შედეგი, დასკვნა: „მხოლოდ ეკლესიაშია ცხონება."

   მამა ანდრეი კურაევმა ამ სილოგიზმიდან დაასკვნა შემდეგი: „შესაბამისად, სხვა კონფესიებშიც არსებობს ნაწილობრივი ცხონების საშუალება."4

 

 

 

 

 

 

1რეფორმატორული სული მართლმადიდებელ ღვთისმეტყვე-ლებაში. თბ. 2007. გვ. 26.

2Св. Даниил (Сисоев). Теологумен в Современном Богословии. 2002. გვ. 42.

3იქვე გვ. 43.

4Арх. Рафаил (Карелин). Вызов Новомодернизма. М. 1999. გვ. 90 – 92.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine