xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » შვილის მოკვლა ხომ ქვეყნის მომავლის დაღუპვაა
შვილის მოკვლა ხომ ქვეყნის მომავლის დაღუპვაა
13-10-2013, 22:23  / ამოსაბეჭდი ვერსია
შვილის მოკვლა ხომ ქვეყნის მომავლის დაღუპვაა  
   XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მრავალჭირნახულ საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. თემურ ლენგმა შვიდგზის ააოხრა ქვეყანა. მისმა ჯარებმა ქარცეცხლივით გადაუარეს ქართლ-კახეთის მიწას. აყვავებული ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად ნანგრევები და ფერფლი დატოვეს, ხოლო ბაღ-ვენახები და მინდვრები ხრიოკ უდაბნოდ გადააქციეს. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ თემურ-ლენგი მგელივით ბასრი კბილებითა და ჭაღარა თმით დაიბადა, ბავშვობიდანვე ავიზნისა იყო და დედას ისე ძლიერად კბენდა მკერდზე, რომ სისხლს ადენდა და ამის გამო ცხენის რძით გაზარდეს. ომის დროს მზაკვრობას, მოხერხებულობასა და სამხედრო დახელოვნებას ადრეული ასაკიდანვე იჩენდა. გარდა ამისა, მტრისადმი დაუნდობლობითა და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. მან საქართველოს მეფე არჩევანის წინაშე დააყენა: თუ მუსულმანობას არ მიიღებდა, მთელი ქართველი ერის განადგურებით იმუქრებოდა. სვიმონ მეფე დათანხმდა, რათა საომარი მზადებისთვის დრო მოეგო და ვითომ ხალხის ისლამზე მოსაქცევად 6 ათასიანი მონღოლთა ჯარით სამშობლოში დაბრუნდა. მტრის ლაშქარს ქართველთა ჩასაფრებული რაზმი დაუხვდა და სრულიად გაანადგურა. გაცოფებულმა თემურ-ლენგმა შური იძია. აიღო თბილისი და ბრძანა, მოეგროვებინათ ყველა ბავშვი, ჩვილებიც კი, ქალაქის კედლის გარეთ, იმ ადგილას, კალოუბანს რომ ეძახდნენ, სადაც ხორბალს ფქვავდნენ და კონებად შეეკრათ ისინი, შემდეგ მორებითა და ლოდებით გაესრისათ. ამუზარმაზარი ეშაფოტის ქვევიდან სისხლის მდინარეებმა იხეთქა. იქვე გვერდით კარავი იდგა, სადაც ამ დროს თავის ქვეშევრდომებთან ერთად თემურ-ლენგი ნადიმობდა. თემურ-ლენგი შვიდჯერ შემოესია საქართველოს. ქვეყანა უკაცრიელი გახდა. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ადგილების მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაიღუპა. მაგრამ თემურ-ლენგის ყველაზე სასტიკი და ამაზრზენი ბოროტმოქმედება უდანაშაულო ჩვილთა მკვლელობა იყო. იმ ადგილას კალაუბნის ეკლესია ააშენეს. ახლა იგი საძირკვლამდე დანგრეულია და კინოთეატრ რუსთაველის შენობის ქვეშ არის დამარხული. თემურ-ლენგის საქმე გრძელდება, ჩვილთა სისხლით კვლავ ირწყვება ქართული მიწა, გვამების გორა განუწყვეტლივ იზრდება. უპირველესად ქრისტიანული რწმენის გამო სძულდა თემურ-ლენგს საქართველო. ჩვილების მკვლელი დედები რატომღა მტრობენ ასე სამშობლოს? შვილის მოკვლა ხომ ქვეყნის მომავლის დაღუპვაა. როცა ბავშვების მკვლელობა კანონით არის დაშვებული, საზოგადოებრივი აზრი დუმს და ამით თანხმობას აცხადებს, ყველა დეკლარაცია სამართლიანობის, ძმობისა და სიყვარულის შესახებ აბსურდი ხდება. კანონმა აღმაშფოთებელი უკანონობა დააკანონა - სიცოცხლის წართმევის უფლება. პრესაში ცინიკური განცხადება - რეკომენდაციები აციმციმდა, თუ როგორ მოვუღოთ ბოლო საკუთარ შვილს, მაგალითად, გვამცნობენ, რომ საფრანგეთის ფარმაცევტიკულმა კონცერნმა მეტად ეფექტური საშუალება გამოიგონა, რომელიც დედისთვის შეუფერხებლად და დედისთვის უხიფათოდ სპობს ნაყოფს. ამ სტატიის სისასტიკესთან პაექრობა მხოლოდ მის თვალთმაქცობას შეუძლია. მკვლელობას ოპერაცია უწოდეს, თითქოსდა ლაპარაკი დაჩირქებული ბრმანაწლავის ან ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთაზე იყოს, და არა საკუთარი შვილის მკვლელობაზე; ხოლო სხვა შემთხვევაში ეს ყოველივე ფარისევლური ფრაზითაა ეშმაკურად შენიღბული: „დედობაზე დროებით უარის თქმა". იქვე რეკლამის ნახატია მოთავსებული: ქალის გაღებულ პირში კბილებს შორის გაჩრილი ტაბლეტი, რომელიც ბავშვისთვის გარდაუვალი სიკვდილის მომტანია. თანამედროვე კაციჭამია დედის დაკრეჭილ კბილებში მისი საკუთარი შვილის სიკვდილია. იქვე კი უკიდურესად ფარისევლური სიტყვებია: „მხსნელი ტაბლეტი". მხსნელი! ნუთუ აპოკალიფსისის სიტყვები: „მწამლველნი და კაცისმკვლელნი" (გამოცხად. 22, 15). თქვენზე აღსრულდა!

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine