xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » განათლებულ გოგონას - ქრისტეს ხუთი ჭრილობის შესახებ
განათლებულ გოგონას - ქრისტეს ხუთი ჭრილობის შესახებ
7-10-2013, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია
განათლებულ გოგონას - ქრისტეს ხუთი ჭრილობის შესახებ 
   წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) განათლებულ გოგონას - ქრისტეს ხუთი ჭრილობის შესახებ მწერ, რომ ხნიერი ხალხისაგან გსმენია რაღაც „ზღაპარი" ქრისტეს ხუთი ჭრილობის შესახებ და მეკითხები, თუ საიდან გაჩნდა ეს „ზღაპარი". აფსუს, ქალიშვილო, წაიკითხე სახარება! აფსუს, თქვენ, სერბებო, ნუ ირცხვენთ თავს საკუთარი რწმენის არცოდნით მიწისა და ზეცის წინაშე! მიატოვეთ ყველა სხვა სწავლება, ვიდრე ყველაზე მთავარსა და ყველაზე მაცხოვნებელს არ შეისწავლით. ყველა მეცნიერებაზე წინმდგომი - რწმენის შესახებ მეცნიერებაა, ხოლო ყველა დანარჩენი - შემდგომი. ინგლისში ყველა კითხულობს წმიდა წერილს. მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები და ჩვეულებრივი მშრომელები ცდილობენ, თავიანთი ლაპარაკი, საუბრები, სტატიები, წიგნები გაამდიდრონ ფრაზებით წმინდა წერილიდან, რათა საღვთო სიტყვებით დაამტკიცონ, დაამშვენონ თავიანთი ადამიანური სიტყვები, ისევე, როგორც შუშის სამკაულები ირთვება ბრილიანტებით. ქრისტეს ხუთი ჭრილობა კი უბრალოდ სიტყვები არ არის, არამედ წმინდა რეალობაა, ამიტომ, მათ შესახებ უფრო მეტის ცოდნაა საჭირო, ვიდრე - უბრალოდ სიტყვებისა. ორი ჭრილობა ხელებზე, ორი - ფეხებზე და ერთიც - ფერდში. ხუთივე ჭრილობა შავი რკინისაგან და კაციობრიობის შავი ცოდვისგანაა, რომელიც რკინაზე უშავესია. დამსჭვალულია ხელები, რომლებიც აკურთხევდნენ. დამსჭვალულია ფეხები, რომელნიც ვიდოდნენ და ატარებდნენ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით. განგმირულია ფერდი, რომლიდანაც ადამიანთა გაციებულ გულებში ზეციური სიყვარულის ცეცხლი იღვრებოდა. დაუშვა უფლის ძემ, რათა განეგმირათ ხელნი მისნი სხვათა ხელთა ცოდვებისათვის, ხელი მტევნებისათვის, რომლებიც კლავდნენ, იპარავდნენ, წვავდნენ, სთესდნენ ძალმომრეობას და რათა განეგმირათ ფერხნი მისნი მრავალთა ფერხთა ცოდვათა სანაცვლოდ, მუხლთა სანაცვლოდ, რომელნიც არამართლად ვიდოდნენ, აცდუნებდნენ უმანკოებას, ფეხქვეშ თელავდნენ სამართლიანობას, ბილწავდნენ სიწმიდეებს, სრესდნენ კეთილს. გულიც მრავალ გაქვავებულ გულთა გამო განუგმირეს, მთები გაქვავებული გულებისა, რომლებშიც იბადებოდა სიძულვილი და უღმერთობა, საგმობი ზრახვანი და პირუტყვული გულისთქმანი, რომლებშიაც, საუკუნეების მანძილზე მწიფდებოდა ჯოჯოხეთური გეგმები ძმისა - ძმის წინააღმდეგ, მეზობლისა - მეზობლის წინააღმდეგ, ადამიანისა - უფლის წინააღმდეგ. განმჭვალულნია ხელნი უფლისა იმისათვის, რათა ყველა ხელი განიკურნოს ცოდვათაგან; განმსჭვალულნის ფერხნი უფლისა, რათა ყველა ფეხი ასცდეს ცოდვის გზას; განგმირულია ფერდი უფლისა, რათა ყველა გული განიგმიროს ცოდვილ გულისთქმათა და ზრახვათაგან. როცა მრისხანე კრომველმა, ინგლისის დიქტატორმა, სამონასტრო ადგილ-მამულების ჩამორთმევა და მონასტრების დაკეტვა დაიწყო, სახალხო უკმაყოფილების ნიშნად ინგლისში მრავალრიცხოვანი პროცესია აგორდა. ხალხს წინ საეკლესიო დროშა მიჰქონდა წარწერით: „ქრისტეს ხუთი ჭრილობა", მღეროდნენ საეკლესიო სიმღერებს, ღია ცის ქვეშ სრულდებოდა ღვთისმსახურება. შეშინდა მრისხანე დიქტატორი; შეეშინდა დროშების, თუ კიდევ სხვა რამის, მაგრამ ტირანია კი შეარბილა. დაე, გასწავლოს შენ, გოგონავ, უფლის ხუთმა ჭრილობამ საკუთარი ხუთი საგრძნობელით ცხოველმყოფელ უფალზე მიჯაჭვა. ხუთი ჭრილობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - უწმინდესი სისხლის ხუთი წყაროა, რომლითაც განბანილია ადამიანთა მოდგმა და გაბრწყინებულია დედამიწა. თითოეული ამ ხუთი ჭრილობიდან გადმოდინდა სისხლი მართლისა, მთლიანად, უკანასკნელ წვეთამდე. სასწაულთმოქმედი ღმერთი, რომელმაც გაამრავლა პური და ხუთი პურით ხუთიათასი მშიერი დააპურა, განუწყვეტლივ ამრავლებს ათასობით საკურთხეველში საკუთარ უწმინდეს სისხლსაც, რათა მისით დააპუროს და დაარწყულოს მილიონობით მორწმუნე. ეს - ქრისტეს წმინდა ნაწილთა ზიარებაა. დიდ პარასკევს სულით განერთხე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე, ჯვართან, რათა შენც განგბანოს ცხოველმყოფელმა სისხლმა - უფლის ხუთი ჭრილობიდან, რათა შენ, განბანილს და სულით გაცოცხლებულს მენელსაცხებლეებთან ერთად სიხარულით აღმოგხდეს: ქრისტე აღსდგა!

 

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine