xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » მშვიდობისათვის მსოფლიოში
მშვიდობისათვის მსოფლიოში
17-09-2013, 00:08  / ამოსაბეჭდი ვერსია
   

   მშვიდობისათვის მსოფლიოში  თქვენს ვრცელ წერილში თავად ინებეთ, გეპასუხათ დასმულ კითხვაზე, პასუხში, რომელიც ჩემთვის ადვილად გასაგებია, მაგრამ, როდესაც ძნელია, დავეთანხმო, ამბობთ: არ არის საჭირო სხვადასხვა ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოში, დაე თვითოეულ ქვეყანაში ხალხმა რამოდენიმე წარმომადგენელი აირჩიოს, რომლებიც გადაწყვეტენ მშვიდობის საკითხებს. თქვენ ამტკიცებთ, რომ მაშინ მსოფლიო თავიდან აიცილებს ომს და ხალხთა შორის მტკიცე მშვიდობა დამყარდება. მე კი თქვენ გკითხავთ: ვინ უხელმძღვანელებს არჩევნებს, თუ არა ისევ იგივე მინისტრები? შესაბამისად, ვინ იქნებიან არჩეულნი, თუ არა ისევ ის მინისტრები და მათი თანამოაზრენი? თქვენ რომ გეთქვათ: დაე მოიწვიონ ღვთისმსახური, დაე აკურთხოს მან ის ადგილი, სადაც გადაწყდება საკითხი მშვიდობის შესახებ, დაე გარდასახოს ჯვარი კედლებს, დაე ჩაატაროს მსვლელობა, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ თათბირებსა და მოლაპარაკებებს, სამწყსო უფლისა მთელს მსოფლიოში გაიგებდა თქვენს წინადადებას, როგორც სამართლიან მიმართვას ყოვლადძლიერი შემოქმედისადმი (ხოლო პოლიტიკური მშვიდობისმყოფელნი კი ალბათ უადგილოდ მიიჩნევდნენ მას).

   მაგრამ განა უკეთესი არ იქნება, თუ ყოველ გონიერ ადამიანს დავანებებთ იმის კეთებას, რასაც მას სინდისი ასწავლის, მე, თქვენ და სხვა მრავალმა, რომლებიც არ ვირჩევთ და არც არჩეულნი ვართ, საკუთარ თავს ვკითხოთ: რა ძალგვიძს, გავაკეთოთ ხალხთა შორის მშვიდობისათვის ამ წელიწადს? თუკი საკითხს ასე დავსვამთ, მაშინ მე კვლავ მივუბრუნდები იმას, რითაც მართლმადიდებელი ღვთისმსახური თითოეული ქრისტიანის სახლში შედის, ეს კი გახლავთ - წყალი, ჯვარი და საკმეველი, წყალი - ცრემლებია, ჯვარი - რწმენა, საკმეველი - ლოცვა. დაე მონანიების ცრემლით განვიბანოთ წასული წლის ცოდვებისაგან, რწმენით გავაცოცხლოთ სულნი ჩვენნი და მივმართოთ ისინი ზეცად, ლოცვით და ხვეწნით გამოვართვათ უფალს ჩვენთვის და ამ პლანეტაზე მცხოვრებ ჩვენს ძმათათვის აუცილებელი, ანუ კურთხეული მშვიდობა ხალხთა შორის.

   თქვენთვის ცნობილია, რომ წლეულს ამოვა და მოსავალს მოგვცემს წინა წელს დათესილი ხორბალი. ასევეა მთელი ჩვენი ბოროტებაც, წინა წელს დათესილი, ამოვა ის და მოიტანს ნაყოფს - წყეულ ნაყოფს, თუკი არ ამოვძირკვავთ ბოროტების თესლს და მის ადგილას კეთილს არ დავთესავთ. დაე ნუ იქნება ახალი წელი ისეთი, როგორიც ძველი, ან მასზე უარესი! ბოროტი თესლის ამოძირკვას და კეთილის დათესვას კი სულიერად სინანული ეწოდება. სინანული - საწყისი სიტყვაა სახარებისა. შეინანეთ (შეად. მათ. 3, 2) - იყო პირველი სიტყვა მდუმარე იორდანელი წინასწარმეტყველი იოანესი, უფლის მომნათვლელისა. „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ"  [მარკ. 1, 15] - პირველი ქადაგებაა ქრისტესი, და მხოლოდ სამი წლის შემდგომ, როდესაც ყველა სათნოებასთან დაკავშირებით თავისი მოწაფენი დამოძღვრა, უფალმა მათ გაუმხილა საიდუმლო სწავლება მშვიდობის შესახებ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს" „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ" [იოან. 14, 27]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა - ღმერთის საჩუქარია და უფლისაგან მოდის, რომ მშვიდობა გვეძლევა როგორც გვირგვინი და ნაყოფი მრავალი ზნეობრივი ძალისხმევისა და სათნოებისა იმ კიბის მწვერვალზე, რომლის პირველ საფეხურსაც სინანული წარმოადგენს.

   უპირველესად მშვიდობა ადამიანში, შემდგომ - ხალხთა შორის, ვის ეცოდინებოდა იმის შესახებ, სახარებაში რომ არ ყოფილიყო განცხადებული? პირველად მშვიდობა ღმერთთან, მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდობა - ხალხთან. აშკარაა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, თუკი ადამიანი ადამიანს ქრისტედან გამომდინარე კი არ შეხედავს, არამედ ჰაერიდან. აშკარაა ისიც, რომ თითოეულ ცოცხალ ადამიანს შეუძლია, მშვიდობის დამყარებას ემსახუროს, შესძლებს იყოს თანამშრომელი მშვიდობის კონგრესისა თავისი ადგილის მიუტოვებლად, ისე, რომ ღმერთის გარდა მას არც არავინ იცნობდეს.

   დაე, უფლის განზრახვამ რაც შეიძლება მეტი ასეთი თანამშრომელი შეგვძინოს უფლის ყველა შვილთა შორის მშვიდობის განმტკიცების საქმეში, რომელთაც ერთი საერთო წინაპარი ჰყავთ მიწაზე და ერთი მამა - ზეცაში.

 

 

 

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine