xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » მართლმადიდებელი ეკლესია მშვიდობის შესახებ
მართლმადიდებელი ეკლესია მშვიდობის შესახებ
10-09-2013, 00:12  / ამოსაბეჭდი ვერსია
მართლმადიდებელი ეკლესია მშვიდობის შესახებ   თქვენ გეჩვენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ნაკლებად ინტერესდება მშვიდობის პრობლემებით და ეს გაღელვებთ. როგორ თუ ნაკლებად?! ვის სურდა მშვიდობა მარტვილებსა და აღმსარებლებზე მეტად? ხოლო მოწამე და აღმსარებელი კი ყველა მართლმადიდებელი ერია. ამას არც ქებით და არც სინანულით არ გწერთ, არამედ - ცნობილი ისტორიული ფაქტის დასტურად. თქვენს მშობლიურ ენაზე შეგიძლიათ, მოიძიოთ წიგნები, რომლებშიც მართლმადიდებელი ერების მრავალსაუკუნოვანი ტანჯვა - წამებაა აღწერილი. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ტანჯვის იმ ენით აუწერელი სიღრმისა, რომელშიც ისინი იყვნენ ჩაძირულნი ასწლეულების განმავლობაში.
   როდესაც მშვიდობა მდიდარ და თავისუფალ ქვეყნებს სურთ, ვშიშობ, რომ ეს მათ ცხოვრებისეული, მიწიერი სიტკბოებისათვის სურთ, სიმშვიდისა და დასვენებისათვის. ბუნებრივია, სრულიად ბუნებრივია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა - საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? იმიტომ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებს გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე - საჩუქარია უფლისა, ისევე, როგორც „კეთილსურნელება ჰაერთა", ნაყოფთა სიუხვე, წვიმაც, ჯანმრთელობაც და თვით სიცოცხლეც. ამიტომაც ვევედრებით ყველა კეთილი საჩუქრის მომნიჭებელს, მოგვანიჭოს მშვიდობა დედამიწაზე.

   თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია, და არა - ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ"[ლუკ. 2, 14]. და თუკი ვინმე თავიდანვე რწმენითა და ლოცვით არ განადიდებს უზენაეს შემოქმედს თვისას, განა შესძლებს, იქონიოს მშვიდობა საკუთარ სულში, შესძლებს კი, მისცეს მსოფლიოს ის, რაც თვით არ გააჩნია? შემდგომ გაიხსენეთ სიტყვები პავლე მოციქულისა: „იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი"  [ეფ. 2, 14]. კიდევ რა გითხრათ? თქვენ იცით, რომ ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს - მოხერხებულობით.

   აიღეთ მაგალითად ოჯახი, რომელშიც ცოლ - ქმარი მშვიდობას ერთმანეთში მხოლოდ გამჭრიახი გონების მეშვეობით, სათნოების გარეშე ინარჩუნებს. განა შესაძლებელია ასეთ ოჯახში ხანგრძლივად იყოს მშვიდობა?! იმ ოჯახში კი, სადაც ღმერთს ადიდებენ, ღვთისმოსაობა მეფობს. მშვიდობაზე არც საუბრობენ, რადგანაც იგი მასში თავისთავად სუფევს სათნოებისაგან. ისევე, როგორც, ვთქვათ, სითბო - შედეგია სინათლისა, ხოლო სინათლე - შედეგი ცეცხლისა, ასევე გახლავთ ხალხშიც და მთელ კაცობრიობაშიც.

   სათნოება მთელს მსოფლიოში ეჭვქვეშ რომ არ დამდგარიყო, არ იქნებოდა ამდენი საუბრები მშვიდობაზე. რადგანაც იგი სათნოებიდან იქნებოდა გამომდინარე. მაგრამ ამჟამად მსოფლიოში მშვიდობის შესახებ ბევრად მეტს საუბრობენ, ვიდრე - უწინ და ადამიანები უმეტესად ვიდრე - ოდესმე, ცდილობენ არ დაიბრუნონ სათნოება, როგორც მშვიდობის პირობა, არამედ შექმნან იგი გონების გამჭრიახობით. მაგრამ ისევე, როგორც შეუძლებელია, საძირკვლის ჩაყრამდე სახლის გადახურვა, ასევე მიუღწეველია მშვიდობა სათნოების გარეშე, ხოლო საფუძველი და შთაგონება ყოველგვარი სათნოებისა ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, არის უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. რადგანაც სხვას ვის შეეძლო, ყოფილიყო მშვიდობის საფუძველი დედამიწაზე, თუ არა მას, ვინც სამყაროს მეუფედ იწოდება?

   მხოლოდ მაშინ, როცა ხალხთა და ტომთა წინამძღოლნი დაიწყებენ მშვიდობის აღსრულებას დედამიწაზე არა ისე, როგორც მათი უძველესი წინაპრები, ბაბილონის გოდოლს უფლის გარეშე რომ აგებდნენ და ლოცვას კი არა - მხოლოდ საკუთარ ცოდნას ემყარებოდნენ, როცა ისინი შეკრებენ ერებსა და ტომებს, რათა დაეცნენ მუხლებზე უზენაესის წინაშე; როცა დადგენილი იქნება მარხვა და თავშეკავება ყოველგვარი გართობის და სიტკბოებისაგან - თუნდაც დროის მცირე მანძილზე; როცა მკაცრად აღიკვეთება ყოველგვარი ღვთისმგმობელობა; როცა ყოველგვარი სათნოება აღმატებული იქნება ადამიანთა ცნობიერებაში - როგორც აუცილებელი პირობა მშვიდობისა, მაშინ მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი სიხარულითა და მზადყოფნით გაიღებს ყოველგვარ მსხვერპლს, რომლისკენაც მას ხალხთა შორის მშვიდობის გულისათვის ღმერთი და კაცობრიობა მოუწოდებს.

   მანამდე კი ეკლესია გააკეთებს იმას, რაც შეეძლება. სათნოებით დამოძღვრავს მორწმუნეებს, განამტკიცებს მათ რწმენასა და სიყვარულში და ამგვარად შეინარჩუნებს მშვიდობას მათ შორის. შეევედრება სამყაროს მბრძანებელს, რათა მან ყველა ადამიანს მიანიჭოს თავისი ღვთაებრივი საჩუქარი - მშვიდობა დედამიწაზე.

მშვიდობა თქვენ და სიხარული უფლისაგან.

 

 

 

 

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine