xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს სიტყვების შესახებ
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს სიტყვების შესახებ
2-09-2013, 18:27  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს სიტყვების შესახებ: „გამოიფრდიდით ჟამთა" „გამოიფრდიდით ჟამთა" - ასე ამბობს წმიდა მამა ჩვენი, მოციქული პავლე (იხ. ეფ. 5,16). კითხულობ: რას ნიშნავს სიტყვები - გამოიფრდიდით ჟამთა? ნეტარი იერონიმე მათ ასე განმარტავს: „როცა დროს კეთილი საქმისთვის ვიყენებთ, ჩვენ მას ვუფრთხილდებით"; თეოფანე დაყუდებული ამბობს: „მოაქციეთ დრო თქვენი და თქვენი მარადიული მიზნების სასარგებლოდ". უფლის მოციქულის სიტყვებს, უფლის სიტყვების მსგავსად შემდეგი მნიშვნელობა აქვს: „ივაჭრეთ, ვიდრე დავბრუნდები" (შეად. მათ. 25, 27), ხოლო როცა იგი კვლავ მოვა, რათა სამყარო განსაჯოს, მაშინ გვკითხავს, თუ როგორ გამოვიყენეთ მისგან მოცემული ნიჭი, როგორ გამოვიყენეთ დრო ჩვენი ცხოვრებისა? ვაძლევდი იაფს ძვირად, როგორც იაკობი, თუ ძვირადღირებულს იაფად, როგორც ისააკი? დავემორჩილეთ ამ წარმავალი დროის ცდუნებებს და გავყიდეთ სული ტკბილი მიწიერი ცხოვრებისათვის, თუ ყველაფერი გავიღეთ, რათა სული გვეხსნა? ამიტომაც, აღასრულე ქრისტეს მცნებანი ყოველდღე, ყოველი შესაძლებლობისთანავე. ასე შენ იმ დღეებს მოუფრთხილდები, რომლებიც ღმერთმა გაჩუქა. რამეთუ მოუფრთხილდე - სიტყვასიტყვით ნიშნავს გადახდას. გადაიხადე წვრილმანით, რათა მსხვილმანი მიიღო. გახდი მცირე ხნით მოქირავე, რათა მარადის იმეფო. რადგანაც შემოქმედი მარადიულ სიცოცხლეში მარადიულ სასუფეველს დაგვპირდა. თუკი ვინმე დილეგშია გამომწყვდეული, დაე სასოს ნუ წარიკვეთს, არამედ ციხის ბნელეთში დღედაღამ მოინანიოს და ევედროს უფალს. ღმერთი მას ისევე ჩაუთვლის, როგორც იმას, ვინც საკუთარი ქონება ეკლესიათა ასაგებად დაარიგა. შემოქმედი ჩვენი ხედავს გარემოებებს და თითოეული ადამიანისგან ელის, რომ მან გააკეთოს ის, რაც ძალუძს - გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეული დღე გამოიყენე შენი სულის სასარგებლო მსახურებისათვის. აღავსე იგი სულიწმინდის სუნთქვით. დაე მან ყოველგვარი კეთილი საქმისათვის წარგიმართოს. თუკი ამას არ იზამ, იგი დაგჭმუჭნის, როგორც ჩვარს და სიცარიელეში მიგაგდებს - მსგავსად ბობოქარი ნაკადისა, რომლის საკუთარ წისქვილზე მიმართვაც უცოდინრებს არ ძალუძთ და ამიტომ მათ ნაკადი დაბლა, უფსკრულში იტყუებს, ასევე ჩვენი დედამიწაზე ცხოვრების დროც, საკუთარი ფრთებით დაატარებს და შველის გონიერთ, ხოლო უგუნურთ კი ძირს ანარცხებს და უფსკრულში ყრის. ერთს ემსახურება, მეორეზე ბატონობს. დრო ერთთათვის უნაგირია, სხვათათვის კი - მხედარი.

 

 

   წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine