xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » ხალხის ურწმუნოების გამო დამწუხრებულ ღვთისმეტყველს
ხალხის ურწმუნოების გამო დამწუხრებულ ღვთისმეტყველს
17-10-2013, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია
ხალხის ურწმუნოების გამო დამწუხრებულ ღვთისმეტყველს   შენს წერილში მრავალი მწარე სიმართლეა, მაგრამ სასოს ნუ წარიკვეთ, უიმედობა - მზითევია, რომელსაც ურწმუნოები იღებენ სიკვდილთან ქორწინებისას.

   ქრისტეს ეკლესიას უფრო მძიმე დროც დადგომია, მაგრამ მეომრები სულით არ დაცემულან და ბრძოლა არ წაუგიათ. წაიკითხე წმიდა ბასილი დიდი, რა ხდებოდა მაშინ ეკლესიასა და ქვეყნის ზურგზე - უკუნი ღამე მღელვარე ზღვაში. თითქოს მოახლოებულა სამყაროს დასასრული და უფლის სამსჯავროს დრო დამდგარა. და აი, ჩაიქროლეს საუკუნეებმა, უფლის რწმენა არა მარტო არ ჩაქრა, არამედ გავრცელდა მთელს დედამიწაზე და ქვეყნიერების ყოველი კუნჭული გაანათა. თუმცაღა მისი ნათელი ყველას თანაბრად არ მოეფინება, სხივები მისი მაინც ყველგან აღწევენ, ზოგან პირდაპირ და ზოგანაც - ირიბად.

   რამდენიმე დღის წინ ჩემთან გახლდათ პროფესორი მანინგი ნიუ - იორკიდან. მდიდარი სულის ადამიანი, აღსავსე ერთდროულად საერო ცოდნითა და რელიგიური რწმენით. მე ვკითხე მას ამერიკელი სტუდენტების რწმენის შესახებ.

   - მე ვიცი, - თქვა მან, - ქრისტეს რჯული დაუმარცხებელი ძალაა. ისევე, როგორც ვერცხლისწყალი - ბარომეტრში, ის იკლებს და იმატებს, მაგრამ არ სუსტდება. წვრილფეხა და უვიცი ადამიანები მწარედ ცდებიან, როცა ქრისტიანობას დაღუპვას უწინასწარმეტყველებენ.

   ასი წლის წინათ, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესმა გაიღვიძა, ქალაქ „P" - ს უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე მხოლოდ ხუთი სტუდენტი სწავლობდა. მხოლოდ ხუთი! და მაშინ, როცა ისინი გამოცდებს აბარებდნენ, თანატოლები დაცინვით ეუბნებოდნენ მათ: „ნუთუ თქვენთვის გაუგებარია, რომ რელიგიამ თავისი დრო მოჭამა?" დღეს კი, ასი წლის შემდეგ, იმავე უნივერსიტეტში რამდენიმე ასეული სტუდენტი - ღვთისმეტყველია.

   ასე საუბრობს ამერიკელი ამერიკელების შესახებ. შენ კი - სერბმა, შეხედე, რამდენი ღვთისმეტყველია ერთ სემინარიაში?! - ორასზე მეტი. რამ მოგიყვანათ თქვენ სასულიერო სასწავლებელში - თქვენი მშობლების ურწმუნოებამ, თუ თქვენმა რწმენამ? ეჭვგარეშეა - რწმენამ.

   და ის, რომ ზოგიერთი ქრისტიანი რჯულს განუდგა, ვისი უბედურებაა, თუ არა მათივე საკუთარი, განა მათი ურწმუნოება ცვლის ქრისტეს რჯულს?! (იხ. გალატ. 5, 4-5; ტიმ. 6, 10,21). ამ კითხვას სვამდა უფლის მოციქული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ცხრამეტი ასეული წლის წინ. განვლილმა საუკუნეებმა დაამტკიცეს მისი სიტყვების ჭეშმარიტება. შეხედე შენს ასე ქრისტიანობის მომავალს. შეეცადე, დაწერო ნაშრომი ეკლესიის შესახებ, სათაურით: „ქრისტეს ტრიუმფალური ეტლი".

   შენი მწუხარება ზოგიერთების ურწმუნოებაზე აშკარას ხდის სიყვარულს შენსას უფლისადმი. თვითონაც იცი, რომ მწუხარება ერთ - ერთი ყველაზე უფრო ხშირი გამოვლინებაა სიყვარულისა.

   მაგრამ იფრთხილე, რომ არ შეიძულო ურწმუნონი. ეს შენთვისაც დამღუპველი იქნება და არც მათ მოუტანს რამენაირ სარგებელს.

   შეხედე მათ ისეთივე სიბრალულით, როგორც - მოგზაურებს, გაძარცვულთ შარაგზის ყაჩაღების მიერ. იყავი გულმოწყალე მათ მიმართ ისევე, როგორც უპოვართა და უსახლკაროთა მიმართ. ევედრე ღმერთს მათთვის და გახდი მისიონერი. დაე, უპირველესი წესი შენს მისიონერულ საქმიანობაში იყოს ლოცვა რწმენიდან განდგომილთათვის.

 

დაე, წყალობა უფლისა იყოს შენთან.

 

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine