xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი, მაგრამ მისდამი არ ლოცულობს
ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი, მაგრამ მისდამი არ ლოცულობს
20-03-2014, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია
ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი, მაგრამ მისდამი არ ლოცულობს

    იშრომე და განიმტკიცე რწმენა საკუთარ თავში. დროთა განმავლობაში ლოცვის მოთხოვნილებას შეიგრძნობ. ჯერ სუსტია რწმენა შენი და არ გაიძულებს ლოცვას.

   გვინახავს, თუ როგორ ეცემოდა წისქვილის ბორბალს წყლის სუსტი ჭავლი, ხოლო ბორბალი კი უძრავად იდგა; როგორც კი იმძლავრა წყალმა, ბორბალიც დაიძრა.

   რწმენა ძალაა სულისა. მცირე რწმენა ვერ უბიძგებს გონებას ღმერთზე ფიქრის, ხოლო გულს - უფლისადმი ლოცვისკენ.

   მტკიცე რწმენა ამოძრავებს გონებას, გულს და საერთოდ მთლიანად სულს ადამიანისას. ვიდრე სულში მტკიცე რწმენა ცოცხლობს, ის მიაქანებს მთელი ძალით სულს უფლისაკენ.

   შენ მეუბნები, რომ როდესაც წაიკითხე მაცხოვრის სიტყვები: „ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რა იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან." [მათ. 6,8], დაასკვენი, რომ ლოცვა საჭირო არაა. რა თქმა უნდა, უფალმა იცის, თუ რა გვჭირდება ჩვენ, მაგრამ მას სურს, რომ ვევედროთ. ამიტომაც გვიქადაგა მაცხოვარმა: „მოუკლებელად ილოცევდით" [თესალ. I, 5,17] და გვასწავლა ვედრება.

   ეს უფრო ადვილი ასახსნელია მშობლებისათვის, ვიდრე შენთვის, დაუოჯახებელისათვის. მშობლებმა იციან, თუ რა სურთ შვილებს, მაგრამ ელიან, ვიდრე ბავშვი თავად არ მოითხოვს. იციან მშობლებმა, რომ თხოვნა არბილებს და აკეთილშობილებს ბავშვის გულს, ხდის მას თავმდაბალს, უწყინარს, მორჩილს, მოწყალესა და მადლიერს. ხედავ, რამდენ ზეციურ ნაპერწკალს აღანთებს ლოცვა ადამიანის გულში?!

   წავიკითხე, თუ როგორ გაჩერდა ერთი მწირი გზისპირა სახლის წინ. იქ მუშათა შეკრება იყო. უცებ სახლში სიჩუმემ დაისადგურა; მუშებმა ლოცვად მუხლი მოიყარეს, ერთ - ერთი მათგანი გამოვიდა გარეთ და დაიწყო სახლის ირგვლივ სიარული. მწირმა ჰკითხა მას:

-        რა ხდება სახლში?

-        ღმერთს ევედრებიან. მე შემრცხვა და გამოვედი.

მწირი მოლოდინში გაირინდა.

-        შენ ვისღა ელოდები? - ჰკითხა მუშამ.

-        ველოდები ვინმეს გამოსვლას, რომ გზა ვკითხო.

-        მე რად არ მეკითხები? მე გაჩვენებ გზას.

მწირმა თავი გაიქნია და უპასუხა:

-        როგორ შეუძლია სწორი გზის ჩვენება იმას, ვისაც ღმერთისა და საკუთარი ძმების რცხვენია?

   ვფიქრობ, რომ შენ ლოცვის არ გცხვენია, მაგრამ რწმენა შენი ჯერ არ არის მტკიცე. მოუფრთხილდი, განამტკიცე შენში ეს ჩვილი, ხოლო, როცა ის გაიზრდება და დავაჟკაცდება, ასმაგად მოგიზღვავს შენი შრომისთვის.

   ვაჟკაცური რწმენა შემოაბრუნებს შენი ბიწიერების შინაგან ბორბალს და ჰპოვებ ახალ ცხოვრებას.

 

მშვიდობა შენდა და კურთხევა უფლისა შენ თანა!

 

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine