xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » შეიცანი ჟამი » „დროის სულის“ თაობაზე
„დროის სულის“ თაობაზე
21-08-2013, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

„დროის სულის“ თაობაზე

 

 

 

 

 

 

   დრო-ნაწილია მარადისობისა, მაგრამ მოსწყდება თუ არა მარადისობას, იგი გაუსაძლისად სასოწარკვეთილი და უაზრო ხდება. ადამიანის სულიც მარადისობის ნაწილია, მაგრამ მოსწყდება თუ არა მას, კარგავს თავის მარადიულ აზრს და გამოუთქმელ ტანჯვაში ვარდება, სადაც არის „ტირილი და კბილთა ღრჭენა". დღევანდელი დროის სული მოსწყდა მარადისობის სულს. ამიტომაა რომ იტანჯება, ცრემლებს ღვრის და კბილებს აღრჭიალებს. განიხილეთ იგი მარადისობასთან კავშირში და ნახავთ, რა დარჩება თქვენი კულტურისა და ცივილიზაციის, მეცნიერებისა და მოდის, დემოკრატიისა და რევოლუციებისაგან. მე ვსაუბრობ, ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, არა ტრანსცენდენტულ მარადისობაზე, არამედ ცოცხალ, რეალურ - ღმერთკაცებრივ მარადისობაზე. მარადისობაზე, რომელიც  თავის არსებობას საკუთარი პიროვნებით ადასტურებს:    „მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი" (იოან. 14,6).     ქრისტემდე მარადისობა წარმოადგენდა სნეულ ვარაუდს. ქრისტეს შემდეგ ის იქცა განხორციელებულ რეალობად, საგრძნობ რეალობად, რომელიც  „გვესმა და ვიხილეთ თუალითა ჩვენითა და, რომელსაც ხელნი ჩვენნი მსახურებდეს" (შედარ. 1იოან.1,1).           ქრისტეს შემდეგ მარადისობის სული ისევე საგრძნობია, როგორც დროის სული. ღმერთკაც ქრისტეს პიროვნებაში დრო ორგანულად ერთიანდება მარადისობასთან და, აქედან გამომდინარე, თავის მარადიულ აზრთან. განხორციელების შემდეგ ქრისტე სამუდამოდ ხდება გამოწვევად ყველა - დროის, „ღმერთის", ადამიანისა და საგნისა. ამიტომ ქრისტე ჩვენი თანამედროვეობის, ჩვენი დროის სულის ერთადერთი მართალი და უცოდველი გამოცდაა. ღმერთკაცით შემოწმებული და შეფასებული ჩვენი დროის სული არის ამსოფლიური, მეტად კაცობრივი (ნიცშე). ჩვენი დროის სული ცხოვრობს, სუნთქავს, ამაყობს ადამიანით და არა - ადამიანი ღმერთით - ქრისტეთი. ეს და მხოლოდ ეს არის ჩვენი დროის საშინელი ტრაგიზმი. ადამიანის გაკერპებით თანამედროვეობა კაცთაყვანისმცემლობამდე მივიდა. ამიტომაა მარადისობის სული დაუფასებელი, შენერწყვილი და ჩვენი პლანეტიდან თითქმის გაძევებული.    ამაყობენ ადამიანით - ევროპელით, ისეთით, როგორიც ის არის; მაგრამ შეამოწმეთ და შეაფასეთ იგი ღმერთკაცთან დაკავშირებით და თქვენი სიამაყე თქვენსავე თავისმომჭრელ სირცხვლად და ახალ მწუხარებად გადაიქცევა. ამაყობენ ადამიანური მიღწევებით და ამბობენ: ,,ეს ღრსია უკვდავების - ეს მარადიულია!" და ამაყად ჩასცქერიან თვალებში ადამიანს. მაგრამ დაანებეთ თავი ადამიანს, კაცს და მიუბრუნდით ქრისტეს - ღმერთკაცს, რომლის მადლიანი მზერიდან გამოსჭვივის მარადიული ჭეშმარიტება, მარადიული ცხოვრება და სირცხვილის გარეშე უთხარით მას: ,,აი, უფალო, ეს ჩემია. ეს ღირსია უკვდავების, ეს მარადიულია! "    ნუ იამაყებ კაცით! ნუ იამაყებ დროით! რადგან ამაყოფ ფერფლით და კეთრით და სიმყრალით! ადამიანის ყოფის აზრია - ღმერთკაცს შეუერთდეს; დროისა - მარადისობას შეერწყას. დღეს მუდმივად გვთავაზობენ დროის სულს - ნაცვლად ქრისტეს სულისა; საკუთარ შედარებით ,, ჭეშმარიტებას", ნაცვლად - აბსოლუტური ჭეშმარიტებისა. მაგრამ მითხარით, რით შეცვლით ქრისტეს?! თქვენით ხომ არა? - შეადარეთ თქვენი თავი მას! ნუთუ ადამიანით?! - დამიმტკიცეთ , რომ ის ადამიანი უცოდველია, უკვდავია და მარადიულია; ნუთუ რომელიმე გამოგონებით?! - დაამტკიცეთ, რომ მას ჟამთა ქარტეხილები ვერაფერს დააკლებს.   დასნებოვნებულია ჩვენი ევროპული ადამიანი. განა სიგიჟე არ იქნება მასზე, როგორც ფუნდამენტზე, ავაგოთ კაცობრიობის ბედნიერების შენობა? მხოლოდ ღმერთკაცია უკვდავი, მარადიული და შეუცვლელი. სიგიჟე არ არის გინდოდეს მისი შეცვლა ნებისმიერი ვინმეთი ან რამეთი? საფუძველი ადამიანისა არის - მიწა და მიწიერი საზრუნავები; საფუძველი ღმერთკაცისა - ზეცა და ცათა სასუფეველი: ,,ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათ. 6, 33).

 

ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩი)

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine