წმიდა ათანასე დიდი
* * *
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად. მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას. საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა. და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
ფსალმუნნი 24-26
* * *
ვისაც ყველაფერზე მეტად ღმერთის ეშინია, მას მაქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს.
ფს. 117, 6
* * *
ზეციურ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის - ლომი, ადამიანთა შვილებს შორის - ღვთის მოშიშარი ადამიანი.
* * *
ნუ ეურთიერთები იმათ, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა, იმიტომ, რომ ისინი არც რამეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისათვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც პატიოსნებაზე, არც სასოებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა სასიკვდინე, მათი რჩევა - ჯოჯოხეთის უფსკრულია, მათი ერთობა - სულიერად დაღუპვაა.
წმიდა ეფრემ ასური
* * *
თუ მხოლოდ ადამიანებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისაგანაც პატივცემული იქნები.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე, კრძალული ადამიანი, შესაძლოა, შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა - მწუხარება. კრძალული ადამიანის მოქმედებები ფაქიზი და აკურატულია, ის მკაფიოდ გრძნობს ღმერთის, ანგელოზებისა და წმიდანების მყოფობას, იგი აშკარად განიცდის, რომ მასთან არის მისი მავედრებელი - მფარველი ანგელოზი. მის გონებაში გამუდმებით არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მისი სხეული სულიწმიდის ტაძარია. იგი უბრალო, წმინდა და კურთხეული ცხოვრებით ცხოვრობს. მოკრძალებული ადამიანი ყველგან მორიდებულად და ყურადღებიანად იქცევა, ის ყოველგვარი სიწმიდის შეგრძნობით არსებობს.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * *
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე ზრუნვისთვისაც თვითონ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი კაცს არ გააჩნია. ხოლო დაჰყვება რა ღმერთის ნებას, იგი მთელი სიწრფოებით ემორჩილება მას.
იოსებ ათონელი
* * *
ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 1-3
* * *
უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილებით თავშესაფარს ჰპოვებენ.
იგავნი სოლომონისა, თ. 14-15
* * *
უფლის შიში დიდება და პატივია, შვება გვიანია სიხარულისა. უფლის შიში გულს ატკბობს და შვერულსა და დღეგრძელობას ანიჭებს. უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს. სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან. უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მისი ნაყოფით. მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავისი ქმნილებებით. სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად. იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა აამაღლა. უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 1
* * *
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორედ წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე. უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიექცევით, რათა არ დაეცეთ. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა. გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს. ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამთ, ამიტომაც დაცული არ იქნება! ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ? უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ. უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 1-3