xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ქორწინება და ქალწულება
ქორწინება და ქალწულება
12-08-2013, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია
ქორწინება და ქალწულება   კარგია ქალწულებრივი ცხოვრება; მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია.

 

* * *

   რამდენადაც ქალწულება ქორწინებაზე აღმატებულია, იმდენად შეურყვნელი ქორწინება აღმატებულია საეჭვო ქალწულებაზე.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

   ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული - ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების განმჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს, სიამონვება კი აქრობს გონების სინათლეს. ტკბობა ნერვული აღგზნების კომპლექსებს განეკუთვნება, ამიტომ, როგორც წესი, ის სულიერი დაცარიელებით, დაღლილობითა და სევდით მთავრდება. ნებისმიერი ტკბობა - ეს სულიერი ძალების კარგვაა. ტკბობა - როგორც სუროგატი და სულიერი სიხარულის გაყალბება ერთ - ერთი ყველაზე მთავარი მტერია ლოცვისა. ტკბობისადმი სიყვარული ადამიანს ცივსა და ეგოისტს ხდის, ლოცვა მისთვის რაღაც გაუგებარი და უცხო ხდება, მას ის შინაგანად სძულს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *

   არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ - მავალთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ.

 

წმიდა ბარსანუფი დიდი

 

 

* * *

   გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემა გულის თავისუფლებასაც ნიშნავს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

   ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულსაც აბინძურებს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

   ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

   ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება.

 

აბბა ევაგრიუსი

 

 

* * *

   ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ - ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე: ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად, სულიერად გაღატაკდებიან, სიყვარულიც გაუქრებათ, დემონებიც შეაცდენენ და გააუბედურებენ.

 

ბერი პორფირე

 

 

* * *

   დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთუნებს, საჭიროა დააცხროს აზრთა კვეთება და მოკრძალებით გადაიწეროს პირჯვარი. ხორციელ და გონებრივ ვნებათაღელვისაგან თავდასაცავად სასარგებლოა ყველაფერში გონივრული ზომიერება; მაგრამ უპირველესი და უპირატესი საშუალებაა ევედრო ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაგიცვას ამ მძვინვარე ვნების თავდასხმისაგან, რამეთუ ადამიანს თავისთავად არ ძალუძს მისი აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენი სურვილისა და ლოცვის შემთხვევაში, ყოვლადმოწყალე ღმერთი ჩაახშობს მის ალს თავისი მადლის მშვიდი მოფენით.

 

კიევო - პეჩორის ლავრის მღვდელ - მონაზონი ვლადიმერი

 

 

* * *

   ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ; რადგან თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს, მაგრამ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენებს. ხშირად გონებას, ამ მბრძანებელს, დააბნელებს და კაცთა წინაშე ისეთ საქმეებს აღგვასრულებინებს, რომელთაც მხოლოდ შეშლილები აკეთებენ. როდესაც ის გამოფხიზლდება, მარტო ჩვენი მოქმედების მხილველების კი არ გვრცხვენია, არამედ თვით ჩვენი თავის წინაშე, იმ ქმედების, სიტყვის და მოძრაობის გამო და ჩვენი ყოფილი სიბრმავე გვაშინებს. ამიტომ ბევრმა, როდესაც ყველაფერი განსაჯა, ამ ბოროტებას განერიდა.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *

   თუ გსურს, შენი სხეული შენვე განაგო - ნუ დაქორწინდები. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. თქვენც, მეუღლეებო, გსურთ თავშეკავება, რათა ღმერთს მიუძღვნათ თავი? - ასეც მოიქეცით. ეს კი არის სრულყოფილება ქორწინებაში. „თუ არ განეშორებით ურთიერთას" - ჯერ კიდევ არ იქნება სრულყოფილება, ამიტომაც გვეუბნება მოციქული ამას „შენდობით, არა თუ ბრძანებით".

 

* * *


   უცოლო ადამიანს უფლებებიც და მოვალეობებიც თანაბარი ოდენობით აქვს. ქორწინების შემდეგ მისი უფლებები მცირდება, მოვალეობები კი იზრდება, ხოლო როდესაც ბავშვები იბადებიან, ერთმევა ყველა უფლება და რჩება მხოლოდ მოვალეობანი.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine