xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » "ურწმუნოება და ღვთის გმობა" - წმ. მამათა გამონათქვამები
"ურწმუნოება და ღვთის გმობა" - წმ. მამათა გამონათქვამები
4-06-2024, 16:11  / ამოსაბეჭდი ვერსია
"ურწმუნოება და ღვთის გმობა" - წმ. მამათა გამონათქვამები   ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტიურად, თვითმკვლელობის ტოლფასია.

 

* * *

   თავისებური სახის სიგიჟე, უცილობლად აზიანებს ღმერთისგან განდგომილებს. რადგანაც არ შეიძლება, ღმერთისგან განდგომილი ადამიანი წყვდიადში არ აღმოჩნდეს. შეუძლებელია, განუდგე უფალს და არ გაგიჟდე.

 

* * *

   თუკი ვინმე უარყოფს ღმერთს, ლანძღავს მას ფიქრებში და მის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ღმერთი ტოვებს იმ ადამიანს. მსგავსად იმ ადამიანისა, სახლის ფანჯრებიდან სინათლის შესვლას რომ აბრკოლებს.

 

* * *

   თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმედებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე, როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკენ, მათ მწარედ მოინანიეს საკუტარი უღმერთოება და ჭეშმარიტ ქრისტიანებად იქცნენ. ამ ადამიანებს თავიანთმა ურწმუნოებამ სარგებელიც კი მოუტანა, რადგანაც უგუნური წარსულის გახსენება მათ სინდისის ქეჯნას აგრძნობინებს, რწმენისა და ღმერთისაკენ უბიძგებს.

 

* * *

   იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნად განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო იყო განშორებული მასთან - ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ არსებობდე საერთოდ.

 

* * *

   უიმედობა - მზითევია, რომელსაც ურწმუნოები იღებენ სიკვდილთან ქორწინებისას.

 

* * *

   ჭეშმარიტად, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი, მარადიული ცხოვრების არსებობა სწამს. ის კი, ვინც მხოლოდ ამ მქრქალ ცხოვრებას აღიარებს, მას სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილის სწამს და იმ სიკვდილმისჯილს მოგვაგონებს, ყოველ წუთს გასროლას რომ ელის. ო, რომ იცოდე, რამდენი საბუთი აქვს ღვთის ეკლესიას სხვა სამყაროსა და მარადიული სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად! ო, რომ იცოდე, რამდენი წმიდა სული მოვლენილა იქედან, რათა დაემტკიცებინათ ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კეთილი და მხსნელი რეალობა!

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

* * *

   ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელს, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.

 

* * *

   ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წვალებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *

   ურწმუნოება ახალს ვერაფერს შეძენს და ვერც აღუდგინებს კაცობრიობას, ხოლო დასაბამიდგან სოფლისა, რაც კაცობრიობის სიბრძნეს აღუშენებია იმასაც დაარღვევს.

 

* * *

   ურწმუნოება გონების სიძაბუნეა, სულიერ სიმდიდრის დათრგუნვაა, სათნოების სიღატაკეა, ზნეობრივ ბრძოლის წინაშე სილაჩრეა, კეთილისა და ბოროტის უმნიშვნელოდ გათანასწორებაა, რასაც მხოლოდ შემთხვევის დაგვარად ხმარობენ.

 

* * *

   ურწმუნოება კი შობს უიმედობას, უიმედობა უნუგეშობას, სასოწარკვეთილებას და სასოწარკვეთილება სულიერად სიკვდილს, რის შემდეგ ადამიანს ჭირსა და უბედურებასა შინა თავის სიკვდილის მეტი სახსარი არა დარჩენია რა.

 

* * *

   უღმრთოების ქადაგებით იხრწნება ზნეობრივი მხარე, ირღვევა ოჯახობითი სიყვარული და საღმრთო კავშირი, კაცობრიობის კეთილდღეობის ნიადაგი ძირითურთ იფხვრება, სულიერ მადლმოსილი გონებრივი საუნჯე ცარიელდება, ბნელდება ციური ნათელ - მხედველობა ხალხისა და აღვირ - აშვებული უერთდება მხეცთა ბანაკს, რომელთაგან დღესვე თვალ - საჩინოდ სამარცხვინოდ მოქმედებენ ძენი რისხვისანი, ძენი კაენისანი ძმისა ერთ გროშად მკვლელნი, ძარცვა - გლეჯით სამშობლოს შემაზარნი და გაველურებულ გრძნობით ამაოხრებელნი, ეს ყველაფერი შედეგია უღმრთოების ქადაგებისა, რომელიც თანდათანობით ემუქრება კაცის პირუტყვად გარდაქმნას.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

* * *

   ურწმუნო კაცი მსგავსია უსაჭო ხომალდისა, რომელიც ზღვის ღელვას იქით - აქეთ მიმოაქვს. ღუზა საჭიროა ხომალდისათვის ქარიშხლის დროს: სარწმუნოება საჭიროა კაცისათვის გაჭირვების დროს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *


   ცივი ადამიანი რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელთბილი, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგომარეობით. ამიტომ უფალი იესო ქრისტე ჰგმობდა ფარისევლებს, უპირატესობას აძლევდა მონანულ მებაჟეებსა და მრუშებს. გაცხადებულ, გახსნილ ცოდვილებს ადვილად შეუძლიათ მივიდნენ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და ჭეშმარიტ მონანიებამდე, ვიდრე ადამიანები მოთბილო სინდისით, რომლებიც თავისი ზნეობრივ უძლურებას ვერ აცნობიერებენ.

 

იოანე ღვთისმეტყველი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine