წმიდა ბარსანუფი დიდი
* * *
გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემა გულის თავისუფლებასაც ნიშნავს.
წმიდა ისააკ ასური
* * *
ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.
* * *
თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენის ცეცხლი დაუპირისპი-რე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინადრება.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულ-საც აბინძურებს.
* * *
უმჯობესია, გახურებულ ცეცხლთან მიხვიდე, ვიდრე ყმაწვილ ქალ-თან, როდესაც თვითონაც ახალგაზრდა ხარ, რადგან ცეცხლთან მიახ-ლოებული ტკივილს იგრძნობ და მეყსეულად განეშორები მას, ქალ-თან საუბარს კი მაშინვე ვერ დააღწევ თავს.
წმიდა ნილოს სინელი
* * *
მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან.
პავლე მოციქული
* * *
მუცლის მაამებელი და ამასთან ერთად სიძვის სულის დამარცხების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ზეთით ცეცხლის ჩაქრობა სურს.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * *
როგორც დაზიანებულ წყალსადენში ვერ გაჩერდება წყალი, ასევე გა-ფანტული თვალი ვერ შეიკავებს უბიწო გონებას.
* * *
როგორც ცეცხლი ვერ აღენთება შეშის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშ-უალების გარეშე, ასევე თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება.
წმიდა ეფრემ ასური
* * *
სადამდის გულის თქმის ტბაში არის კაცი, მადამდის მეძავის სახე შუენიერად ჰსჩანს, და იქედამ რომ აღმოვა, მაშინ კი უშუერად იხი-ლავს. საყვარელო! მყრალი და დამპალი უშუერი არის, - ეს ცხადი არ-ის. მაშ, შენ რომ შუენიერად ხედავ სიძვაში, მაგას დავით წინასწ-არმეტყველი უშუერად აღმოაჩენს და იტყვის: „შეჰყროლდეს და და-ლპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა”.
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი
* * *
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული - ეს არსებითად ისევე, როგ-ორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვა-რულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს, სიამოვნება კი აქრობს გონების სინათლეს. ტკბობა ნერვული აღგზ-ნების კომპლექსებს განეკუთვნება, ამიტომ, როგორც წესი, ის სული-ერი დაცარიელებით, დაღლილობითა და სევდით მთავრდება. ნების-მიერი ტკბობა - ეს სულიერი ძალების კარგვაა. ტკბობა - როგორც სუროგატი და სულიერი სიხარულის გაყალბება ერთერთი ყველაზე მთავარი მტერია ლოცვისა. ტკბობისადმი სიყარული ადამიანს ცივსა და ეგოისტს ხდის, ლოცვა მისთვის რაღაც გაუგებარი და უცხო ხდება, მას ის შინაგანად სძულს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* * *
ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ - ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე: ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად, სულიერად გაღატაკდებიან, სიყ-ვარულიც გაუქრებათ, დემონებიც შეაცდენენ და გააუბედურებენ.
ბერი პორფირე
* * *
ზომიერად მიიღე პური, საწყაულით გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.
აბბა ევაგრეუსი
* * *
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე. ნურაფერს თხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმ-გებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც ურჩი შვილი ჰყავს. დღედაღამე დაჩოქილი ლოცულობს მისთვის. ერ-თხელ ვუთხარი: „ღმერთს შენ ან გადარჩენილ შვილს უჩვენებ ან გა-დაყვლეფილ მუხლისთავებს".
ბერი იერონიმე
* * *
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 22-23