xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ღვთის ნება
ღვთის ნება
1-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია
ღვთის ნება   ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასია - იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში, იმიტომ რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს.

 

* * *


   ო, ძმანო, გევედრებით ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთხეს.

 

* * *


   ვინც მიეცა ღმერთის ნებას, მისთვის ადვილია ცხოვრება. იმიტომ რომ ავადმყოფობაშიც, საფრთხეშიც, დევნაშიც იგი ფიქრობს: „ღმერთს ასე სურს, და მე ჩემი ცოდვებისათვის უნდა დავითმინო".

 

წმიდა სილუანი


 

* * *


     აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ რომელი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არა ხმარობს მის გასაგებად, ანუ, განგებ იმყოფებს თავს სიბნელეში.

 

წმ. მამა თეოფანე დაყუდებული


 

* * *


   ვინც მოწეულ მწუხარებას წინააღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.

 

* * *


   ვინც საკუთარ ნებას ღვთის ნებას არ უთანხმებს, თავის წამოწყებებში წინააღმდეგობას ხვდება და მტრების ხელქვეითი ხდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა - ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1, 516).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

* * *


   ნუ უგულებელსჰყოფ ღმერთის ნებას, რათა ადამიანთა ნება აღასრულო!

 

წმიდა ანტონი დიდი


 

* * *


   ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და, არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.

 

წმიდა იოანე დამასკელი


 

* * *


   შეიძლება ვინმემ იფიქროს: თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო (ღმრთის ნების შესახებ), როგორ მოვიქცე? თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავის ნებას. ჭეშმარიტად, თუკი კაცის გულს ღმრთის ნებისკენ მიმართავს, ღმერთი ჩვილ ყრმასაც განაბრძნობს მისთვის თავისი ნების საუწყებლად. ხოლო თუ კაცს გულწრფელად არ სურს ღმრთის ნების აღსრულება, წინასწარმეტყველთანაც რომ მივიდეს, ღმერთი წინასწარმეტყველსაც მისი გამრუდებული გულის შესაბამის პასუხს ათქმევინებს, როგორც წმიდა წერილი ამბობს: „და წინაისწარმეტყუელი თუ სცთეს და თქუას სიტყუაი, მე უფალმან შევაცთუნე იგი" (ეზეკ. 14, 9).

 

წმ. აბბა დოროთე


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine