xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მწუხარებათა დათმენა
მწუხარებათა დათმენა
21-01-2014, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია
მწუხარებათა დათმენა   ამბობენ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც მავნე ცხოველები არ არსებობენ; არის მეორე ქვეყანაც, სადაც თოვლი არ არსებობს; მაგრამ მოკვდავთა შორის არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაიკვეხნიდა, რომ მან ცხოვრების გზა მძიმე განსაცდელების გარეშე გაიარა.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


 

* * *


   ამჟამინდელი მწუხარება მომავალ მადლთან შეადარე და დაუდევრობა არასოდეს შეასუსტებს შენს ღვაწლს.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე


 

* * *


   არაფერი ისე არ განაწყობს სულს სიბრძნისმოყვარეობის მიმართ, როგორც - მწუხარება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *


   დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს, გახსოვდეს ღმერთი და აღარასოდეს გექნება სინანულის ნაკლებობა.

 

წმინდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდები ეკლებში, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებებში.

 

წმიდა ნილოს სინელი


 

* * *


   დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები, მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს.

 

წმიდა ბასილი დიდი


 

* * *


   ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისაგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი


 

* * *


   მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.

 

* * *


   მწუხარე ადამიანისათვის ლოცვა იგივეა, რაც გვალვის დროს ცვარი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

* * *


   მეტად საცოდავია ის, ვინც ბევრს სცოდავს და აქვე მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებას, რომელიც ცოდვათა გამო მოევლინა, არამედ, მუდამ სურს, რომ ყოველივე მისი სურვილით ხდებოდეს! იცოდე, რომ ამგვარი კაცი, თუმცა კი არ სურს, მაინც დაიტანჯება მომავალ ცხოვრებაში.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი


 

* * *


   მწუხარებს სული ჩემი ღმერთზე ყოველთვის და ლოცულობს დღე და ღამე, რამეთუ სახელი უფლისა ტკბილია და სასურველი მლოცველი სულისათვის და ათბობს სულს უყვარდეს ღმერთი.

 

წმიდა სილუანი


 

* * *


   როგორც მიწაზე მცხოვრებისათვის შეუძლებელია, თავი აარიდოს ამ ჰაერს, ასევე ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე.

 

წმიდა ეფრემ ასური


 

* * *


   წამალი გულისწყრომისა არს სიყვარული გინებისა და კდემისა, ხოლო გალობა და მოწყალება და უპოვარება მომაშთობელ არიან მწუხარებისა.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი


 

* * *


   მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა და ცოდვაზე სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი ქმნა და ამით ზეციური მამა გაამწარა. ასეთი სულიერი მწუხარება კეთილია და პატიოსანი. იგი კაცის გულში გააჩენს სინანულსა ცხოვრებისასა, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე. ამით კაცის მოქცევა და ცხონება იწყება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine